ვეტერანი ახალ, 1-წლიან კონტრაქტს აფორმებს
ავტორიტეტული გამოცემები - "დეილი მეილი" და "ტელეგრაფი" წერენ, რომ "ჩელსიმ" და ფრენკ ლემპარდმა უკვე შეათანხმეს წინასწარი 1-წლიანი კონტრაქტი და მხარეები ინფორმაციას უახლოეს მომავალში ოფიციალურად დაადასტურებენ.

ლონდონელთა აწ უკვე ყველა დროის ბომბარდირს კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურებოდა. "სტემფორდ ბრიჯზე" ფეხბურთელის დარჩენა-არ დარჩენაზე ინფორმაცია ხშირად ვრცელდებოდა და საბოლოოდ საკითხის დადებითად გადაწყვეტა, როგორც ამბობენ, ჟოზე მოურინიოს წყალობით მოხერხდა. პრობლემის თავი და თავი "ჩელსის" ახალი საკადრო პოლიტიკა გახდა, რომლის თანახმადაც, 30 წლის ზემოთ კლუბი არავის 1-წლიანზე ხანგრძლივ კონტრაქტს არ სთავაზობს. იანვარში ლემპარდი დათანხმდა ხანმოკლე ხელშეკრულებას და პირადად შესთავაზა კლუბს, რომ მისი ანაზღაურება კვირაში 150 ათასი ფუნტიდან 50-მდე შემცირებულიყო, მაგრამ ახლა უკვე "ჩელსი" დადგა უარზე.

ნახევარმცველი "სტემფორდ ბრიჯზე" 2001 წლიდან თამაშობს. გუნდის ღირსება მან 600-ზე მეტ შეხვედრაში დაიცვა და 203 გოლი გაიტანა. ფრენკი სამჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, 4-ჯერ იმარჯვა ასოციაციის თასზე და ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ლონდონელებთან ერთად ის სულ 12 ტიტულის მფლობელია.

"არის ფეხბურთელთა გარკვეული კატეგორია, ვისი სახელიც კონკრეტულ კლუბთან ასოცირდება. მაგალითად სტივენ ჯერარდის მოყვანაც შეიძლება. ვფიქრობ, ასეთი მოთამაშეები "ჩელსისაც" ჰყავს - თუნდაც ტერი, კოული და ჩეხი. ვამაყობ, რომ მსგავსი სტატუსით მეც ვსარგებლობ. "ჩელსისთან" ყოველთვის ხანგრძლივ ხელშეკრულებებს ვაფორმებდი, თუმცა ახლა სიტუაცია სულ სხვაგვარია. რას ვიზამთ, ასეთია ცხოვრება," - განაცხადა ლემპარდმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფრენკ ლემპარდმა "ჩელსისთან" ახალი კონტრაქტი შეათანხმა

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა