ვან დერ ვაარტი: ”ტოტენჰემმა ბეილი უნდა შეინარჩუნოს”
რაფაელ ვან დერ ვაარტი ”ინტერთან” ჩემპიონთა ლიგაში 3:1 მოგებული მატჩის შემდეგ აცხადებს, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს, ლონდონურმა ”სფურზმა” მარცხენა ფლანგელი ვარსკვლავი უნდა შეინარჩუნოს.

ბეილმა ორი საგოლე პასით, უადვილესი გოლები გაატანინა პიტერ კრაუჩს და რომან პავლიუჩენკოს.

”ის ამჟამად ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელია. ყოველ კვირას საუკეთესოა და ყველა მეტოქეს ეშინია მისი. მან მსოფლიოს ერთერთი უძლიერესი მცველი - მაიკონი დაჯაბნა. მივმართავ ყველას, მთელს კლუბს, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ის!" - თქვა ”ტოტენჰემის” ჰოლანდიელმა ფორვარდმა ”ინტერთან" მატჩის შემდეგ.

ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი გამარჯებულის დამარცხებითა და ბეილის ფანტასტიკური თამაშით ლონდონელთა მწვრთნელი ჰარი რედნაპიც ხარობდა:

”ფანტასტიკური საღამო იყო. პირველიდან ბოლო წუთამდე დაუჯერებლად კარგად ვითამაშეთ. იტალიელებს თამაშის საშუალება შევუზღუდეთ და მუდმივ ზეწოლას ვახდენდით მათზე. ახლა კარგ მდგომარეობაში ვართ. ეს დიდი თამაში იყო. ბედნიერი ვარ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი მეც ვიყავი”.

რედნაპს არც ბეილის ქება დავიწყებია: ”ის საოცარი იყო. ახლა მას დოპინგტესტი უნდა ჩაუტარონ და იმედი მაქვს, ბეილი ტესტს წარმატებით გაივლის. მას შეუძლია მთელი დღე ირბინოს. მას ს მოედანზე ყველაფერის გაკეთება ძალუძ - დიდ სისწრაფეზე ბრწინვალედ თამაშობს მარცხენა ფეხით, შეუძლია დრიბლინგი, კარში დარტყმა. გარდა ამისა, ის ძალიან კარგი ადამიანია - ვერ შეხვდებით მეორე ასეთ თავმდაბალ ბიჭს, როგორიც ბეილია. ის, უბრალოდ, მოდის და ფეხბურთს თამაშობს”.

მომზადებულია www.sportinglife.com-ის მიხედვით

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა