ზესტაფონელმა გულშემატკივრებმა ფეროშენადნობთა ქარხნის სამმართველოს შენობასთან აქცია გამართეს
"გადავარჩინოთ ფეხბურთი ზესტაფონში", "მოვითხოვთ თანადგომას", "ნუ წაგვართმევთ ფეხბურთს", - ეს და სხვა ბანერები 15 მაისს "ზესტაფონის" გულშემატკივრებმა გამოფინეს, რომლებმაც ქალაქის ფეროშენადნობთა ქარხნის სამმართველოს შენობასთან მშვიდობიანი აქცია გამართეს.

აქციის მიზანი საფეხბურთო კლუბის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაში ქარხნის ჩართვის მოთხოვნა გახლდათ.

როგორც იცით, ზესტაფონის რაიონში მოქმედი სამრეწველო გიგანტის დღევანდელ მფლობელთა გადაწყვეტილებით, ქარხანა ადგილობრივ ფეხბურთს აღარ ეხმარება. "ზესტაფონის" გულშემატკივართა კლუბმა შექმნილი ვითარება გააპროტესტა. ისინი ქარხნისგან კლუბის თანადგომას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები ქარხნის ერთ-ერთ ხელმძღვანელ დავით ჭანტურიასთან შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, სადაც ქარხნის მხრიდან კლუბის მხარდასაჭერად განსახორციელებელი კონკრეტული ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა იქნება განხილული.

"ჩემი აზრით, დღევანდელი შეხვედრა ძალიან პროდუქტიული იყო. შემდეგ შეხვედრაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ რა სახის დახმარება სჭირდება "ზესტაფონს".

იმედი გვაქვს, რომ პროცესები კლუბისთვის სასიკეთოდ წარიმართება", - განაცხადა "ზესტაფონის" გულშემატკივართა კლუბის ხელმძღვანელმა კოტე ბოჭორიშვილმა.

"გულშემატკივრებმა ფეროშენადნობთა ქარხნის ხელმძღვანელობას შეახსენეს, რომ ქარხანა და ჩვენი ქალაქის საფეხბურთო კლუბი ათწლეულებია, ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი.

გვაქვს იმედი, რომ "ზესტაფონს" კვლავ ქარხანა დააფინანსებს, ხოლო თუ რა ოდენობის იქნება ეს დახმარება, ეს სამუშაო პროცესში გამოჩნდება.

ჩვენს ქალაქში ამხელა გიგანტი ფუნქციონირებს, რაც გვაიმედებს, რომ კლუბის თანადგომის ფორმა გამოინახება", - თქვა "ზესტაფონის" პრესსამსახურის უფროსმა სერგო ფუტკარაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქმეს კარგი პირი უჩანს - 15-20 მილიონი უმაღლესი ლიგის კლუბებისთვის

დომინოს პრინციპი - ილია კოკაია "ზესტაფონს" არ მიატოვებსო...

ზვიად სიჭინავა: ილია კოკაიას მეგობრულად ვთხოვ, არ მიატოვოს "ზესტაფონი"

ილია კოკაიამ მუნიციპალიტეტს "ზესტაფონის" გადაცემის წერილით მიმართა

მორიგი სკანდალი: "ზესტაფონის" პრეზიდენტი გუნდის დაშლით იმუქრება

ისევ ილია კოკაია და მორიგი ნაღმი: ამას ვერც წარმოვიდგენდი...

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო