ქუთაისის "ტორპედოში" მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების გამო ვრცელდება ხმები გუნდიდან ლიდერების შესაძლო წასვლის თაობაზე
ქუთაისის "ტორპედოში" მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების გამო ვრცელდება ხმები გუნდიდან ლიდერების შესაძლო წასვლის თაობაზე.

ცოტა ხნის წინათ "ტორპედომ" უარყო გუნდიდან ნახევარმცველი გრიგოლ დოლიძის წასვლა, თუმცა 15 მაისს სხვა რამეს ამბობდნენ: დოლიძეს ქუთაისურ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და კლუბი 29 წლის მოთამაშესთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას აღარ აპირებსო.

იგივე წყარო ამტკიცებდა, რომ დოლიძის წაყვანა რამდენიმე ქართულ გუნდს სურდა, თუმცა ყველაზე ოპერატიულად საჩხერის "ჩიხურას" ხელმძღვანელებმა იმოქმედეს და ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო გარემარბთან წინასწარ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიესო.

საჩხერელებმა ევროპის ლიგის საგზური უკვე მოიპოვეს და ცხადია, გაძლიერებას აპირებენ, მაგრამ "ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ დოლიძის დამატებაზე გავრცელებული ინფორმაცია უარყო:

"დღემდე არც დოლიძესთან გვისაუბრია და არც სხვა ფეხბურთელთან. საქმე ისაა, რომ ჯერ "ჩიხურას" ხელმძღვანელობას უნდა შევხვდეთ და დავადგინოთ - ახალი სეზონისთვის რა ოდენობის ბიუჯეტი გვექნება, ვინ დარჩება და ვისი მოწვევის საშუალება გვექნება.

ფაქტია, რომ გაძლიერება და ევროთასებზე ღირსეული ასპარეზობა გვსურს. ამ ყველაფერზე კონკრეტულად სეზონის შემდეგ ჩამოვყალიბდებით".

შევიტყვეთ, რომ დოლიძის გარდა, შესაძლოა, "ტორპედო" გიორგი ბერიაშვილმაც დატოვოს. სეზონის დასაწყისში 26 წლის თავდამსხმელმა ქუთაისურ კლუბთან 1+1 სისტემით გააფორმა კონტრაქტი.

ახლა ბერიაშვილს კონტრაქტი უმთავრდება და წესით, "ტორპედოსთან" ხელახლა უნდა დაილაპარაკოს, მაგრამ ქუთაისელები შემადგენლობის გაახალგაზრდავებას აპირებენ და ბერიაშვილის თამაში საეჭვო ჩანს.

"ლელომ" კი სანდო წყაროდან შეიტყო, რომ გიორგის თბილისის "დინამო" დაუკავშირდა და ტორპედოელი ფორვარდი, სავარაუდოდ, კონტრაქტს სწორედ ახალ ჩემპიონთან გააფორმებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ქუთაისის "ტორპედო" გავრცელებულ ხმებს არ ადასტურებს

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა