ინვესტიცია კლუბს ძალდატანებით არ უნდა მიებას, თორემ გორის მსგავს პრობლემას მივიღებთ!
სამშაბათს ლანჩხუთში სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი იმყოფებოდა, რომელმაც მაჟორიტარ დეპუტატ თემურ ჩხაიძესთან, გამგებელ ზაზა ურუშაძესა და საკრებულოს სპორტის კომისიის თავმჯდომარე გოჩა ჯანაშიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან ყიფიანს რამდენიმე შეკითხვა დავუსვით:

- ბატონო ლევან, რა არის დღევანდელი ვიზიტის მიზანი?

- ჩვენ დავიწყეთ რეგიონებში ვიზიტები და ადგილზე ვეცნობით ვითარებას. სპორტთან დაკავშირებულ საკითხებსა და პრობლემებზე ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა "გურიაზეც", რომელიც უმაღლეს ლიგაში გადავიდა. ჩვენმა ჯგუფებმა გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურის მდგომარეობა უკვე შეისწავლა. ამას ვაკეთებთ ქვეყნის მასშტაბით. მალე გვექნება სრული სურათი, რაც აქამდე არ გაკეთებულა. ივნისის დასაწყისში გვეცოდინება, რა მდგომარეობაა ამ მხრივ ქვეყანაში.

- გაჟღერდა ინფორმაცია, რომ უმაღლესლიგელ გუნდებს სახელმწიფო დაეხმარება...

- არასწორი ინფორმაციაა, სახელმწიფო ისედაც აფინანსებს მუნიციპალურ კლუბებს, მათ შორის - "გურიას". უბრალოდ, რეკომენდაცია მივეცით ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ გამოინახოს სამართლებრივი ფორმა, რაც უფრო კომფორტულს გახდის გუნდების ყოფას. ეს ეხება უმაღლეს, პირველ ლიგას და ბავშვთა ფეხბურთსაც.

- ლანჩხუთის სტადიონთან დაკავშირებით რისი თქმა შეგიძლიათ?

- როგორც ვიცით, ფეხბურთის ფედერაციის პროექტით, დაგებულია მოედანი, რომელიც კარგ მდგომარეობაშია, თუმცა მას მოვლა სჭირდება, თორემ მოკლე ხანში გაფუჭდება და ის ფულიც გადაყრილი იქნება, რომელიც ჩაიდო. ლანჩხუთის სტადიონი ყოველთვის იყო ერთ-ერთი გამორჩეული არენა, გამომდინარე იმ პროცესებიდან, რაც აქ ხდებოდა და იმ პოპულარობიდან, რაც "გურიას" მაშინ ჰქონდა.

კლუბის წარმატებების პარალელურად, რა თქმა უნდა, სტადიონის რეკონსტრუქციაც დღის წესრიგში დადგება. მთავარია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ კლუბი იყოს მიმზიდველი ინვესტორებისთვის, თუმცა ეს არ უნდა ხდებოდეს ძალდატანებით, არამედ - შეთანხმებით.

ჯერჯერობით "გურია" არის მუნიციპალური კლუბი და ჩვენ ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი მის განვითარებას.

- ბატონო ლევან, კერძო კლუბების პრეტენზიებზეც გკითხავთ. "ზესტაფონის" შემდეგ თითქმის ანალოგიური ინფორმაცია გაჟღერდა "ტორპედოსთან" დაკავშირებითაც...

- არ ვიცი, რა პრეტენზიებზეა ლაპარაკი.

- თანაბარ პირობებში ჩაგვაყენონ, ანუ ჩვენც დაგვაფინანსონო...

- არავინ არავის აფინანსებს, მუნიციპალიტეტი როგორც აფინანსებდა, ისე აფინანსებს. თვითონ სისტემა ისე უნდა შეიქმნას, რომ თანაბარ პირობებში იყოს როგორც მუნიციპალური, ასევე კერძო კლუბები.

- სწორედ ამას ითხოვენ...

- ეს ნათქვამი იყო კონკრეტულ პიროვნებებზე, ეს არის თითიდან გამოწოვილი რაღაც ვაჭრობის ტიპის ამბავი. ეს წინადადება ისედაც არსებობდა, მოლაპარაკებული ვიყავი, შეთანხმებულიც.

- ილია კოკაიასთანაც?

- კი, მასთანაც დალაპარაკებული ვიყავი, რომ მზადდება პროექტი, რომელიც მისაღები უნდა იყოს როგორც მუნიციპალური, ასევე კერძო კლუბებისთვის. ამასთან, გეტყვით, რომ ის ფორმა, რაც დღესაც არსებობს, ანუ კერძო და მუნიციპალური კლუბები, ანალოგიურად არსებობს წამყვან საფეხბურთო ქვეყნებშიც. მე შემიძლია დავასახელო მაგალითად თურქეთი, სადაც მუნიციპალური დაფინანსება ჯერ კიდევ არსებობს. ასევე, იქ არის კერძო კლუბებიც.

ეს არ არის ახალი და თუ კერძო ინვესტიციისთვის იქნება საინტერესო კონკრეტული კლუბი, ეს იქნება ფეხბურთის, კალათბურთის თუ სხვა, ეს უნდა მოხდეს შესაბამისი ბაზრის განვითარების პირობებში. თუ ბაზარი არ დარჩა, ვიღაცისთვის ამის ძალდატანებით მიბმა იქნება შეუძლებელი და იწვევს იმ პროცესებს, რაც მოხდა გორში. ანუ ჩვენ ყველანაირად უნდა ვიყოთ მზად, ავიცილოთ ის პროცესები, რაც "დილასთან" დაკავშირებით მოხდა.

ლანჩხუთის მაჟორიტარმა, თემურ ჩხაიძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ქართული ფეხბურთი რომ გადარჩეს, სახელმწიფო გვერდით უნდა დაუდგეს მას და ასეც მოხდება.

გამგებელი ზაზა ურუშაძე მინისტრთან შეხვედრით კმაყოფილი იყო:

"ბატონმა ლევანმა მოგვილოცა უმაღლეს ლიგაში გადასვლა. საუბარი სპორტის სხვა სახეობებზეც გვქონდა, მაგრამ პრიორიტეტი ფეხბურთი და "გურიაა".

სახელმწიფო დაეხმარება მუნიციპალურ კლუბებს, თუმცა მხოლოდ ამის იმედზე არ ვიქნებით, ჩვენ სხვა ვარიანტებსაც ვცდით. ყველაფერი კარგად იქნება - "გურია" დაიბრუნებს თავის სახელს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"გურია" მაჩანჩალა არც უმაღლესში იქნება, თასის ფინალს კი აქედანვე ვუმიზნებთ!

დომინოს პრინციპი - ილია კოკაია "ზესტაფონს" არ მიატოვებსო...

ფრიდონ ინჯია: ბატონო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტო, გაგვეცით პასუხი!

ზვიად სიჭინავა: ილია კოკაიას მეგობრულად ვთხოვ, არ მიატოვოს "ზესტაფონი"

ილია კოკაიამ მუნიციპალიტეტს "ზესტაფონის" გადაცემის წერილით მიმართა

ისევ ილია კოკაია და მორიგი ნაღმი: ამას ვერც წარმოვიდგენდი...

რომან ფიფია: პირდაპირ ვიტყვი - აქ დიდი სიბინძურე ტრიალებს!

დიდი სკანდალის მოლოდინში: გარიგებული მატჩები, ვერსიები, გამოჟონილი ამბები

gaba
კიპიანმა დაგუპა არა მარტო ფეხბურთი დაგუპა კრივიც,კიპიანო ხვდები ალბათ ვინცავარ..... სულ მინისტრი ხომ არ იკნები.ავცილებლად გაგცემ პასუხს.
dato
არაკაციხარ ყიფიანო ბატონი ზვიადი იყო ზესტაფონში დაპირდა ხალხს რომ ყველაფერს გაკეთებს იმისთვის რომ ზესტაფონში არ მოკვდეს ფეხბურთი ყიფიანი კი ამდროს რასაკეთებს არცკი იტერესდება შექმნილი სიტუაცით არაკცო ყიფიანო
უძლევი
ფლავი მინისტრია და დროა ივანიშვილმა გამოცვალოს, დანიშნოს ენერგიული, მცოდნე და პროაქტიური მენეჯერი რომელიც ახლებურად აზროვნებს. არაფერი მნიშვნელოვანი ამ 7 თვის განმავლობაში არ მომხდარა სპორტის სამინისტროს ინიციატივით.
puma
ყველაფერს თავის დრო აქვს, მაგრამ ფაქტი ერთია სახელმწიფოს დახმარების გარეშე ფეხბურთი საქრთველოში აღარ იქნება არა! ეხლა დილა თუ ევროპაზე ეერ გავიდა მერე ნახეთ, ზესტას კიდევ მიყვებიან სხვებიც, როგორ ახერხებდენ ამ მანამდე ის მთავრობა საინტერესო ეგაა ეხლა, გაინძერი ბატონო მინისტრო ფეხბურთი იღუპება, მამაშენის ხათრით მაინც გააგენინე ყველას იქ მYავრობაში, თუ არა დეიქცა და დეინგრა ეს დალოცვილი ფეხბურთი
aqauri
ვერ ივარგა ყიფიანმა მინისტრად,ოპოზიციონორობა უფრო გამოდიოდა,ეტყობა რომ არ აქვს ორგანიზაციული ნიჭი.
nn
ვა საბრალო საქართველოო!!!
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე
ოფიციალურად - მანჩინი "ალ-სადს" ჩაუდგა სათავეში
"გული მტკივა, როცა საფრანგეთში ამდენ უცხოელ მწვრთნელს ვხედავ" - დიდიე დეშამი
[VIDEO] ფენომენალური ნიკოლა იოკიჩის 55-ქულიანი მატჩი და მორიგი რეკორდი - "დენვერ ნაგეთსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსი" დაამარცხა
"მუდრიკი 100%-ით უდანაშაულოა, ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა" - დარიო სრნამ მიხაილო დაიცვა
"ბარსელონას" ვარსკვლავი შეიძლება თურქულ გუნდში გადაბარგდეს
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" გამარჯვება "ბაიერნთან"
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXII ტური] იონსენის "პოკერი", ანუ როცა მოდუნება წამითაც არ შეიძლება...
"რეალი" თავდამსხმელს იჯარით "ლიონში" გაუშვებს
"ჯგუფიდან გასასვლელად სასწაული გვჭირდება" - ნაკრების შეკრების მესამე დღე
"ვულვერჰემპტონს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"ბარსელონამ" ლევანდოვსკის შემცვლელი შეარჩია
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"ფულჰემმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლოს
უარი დაბრუნებაზე - ოვერმასმა და ტენ ჰაგმა "აიაქსის" წინადადება უარყვეს
მიჩელი "არსენალში" გადადის - "ნაპოლიში" კვარაცხელიას ერთ-ერთ აღმომჩენად ის სახელდება
თბილისის "დინამო" ახალგაზრდული ლიგის მესამე რაუნდის ორივე მატჩს სახლში გამართავს
მანჩინი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელმა კატარული გუნდი ჩაიბარა
[VIDEO] ზაბარნიმ საფონოვს ხელი ჩამოართვა და მიესალმა - ინტერნეტში კადრები ვირუსულად გავრცელდა
პსჟ-ის რიგები შესაძლოა, 17 წლის ტალანტმა დატოვოს - მას შეთავაზება გერმანიიდან აქვს
"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა