იშვიათია, შვილმა იმ გუნდში ითამაშოს, რომლის მთავარი მწვრთნელიც მამამისია
იშვიათია, შვილმა იმ გუნდში ითამაშოს, რომლის მთავარი მწვრთნელიც მამამისია. ბათუმის "დინამოს" გია გურული თავკაცობს. ფორმალურად ის კონსულტანტია, ფაქტობრივად კი - გუნდის მწვრთნელი.

ამ სეზონის მეორე ეტაპიდან კი "ბათუმში" გიას შვილი სანდრო მივიდა, რომელიც მანამდე გორის "დილას" ღირსებას იცავდა.

გია გურული ფეხბურთს ლამაზად თამაშობდა, ჰაერში აიწეოდა, მასზე მაღალ მცველებს ზემოდან დახედავდა და თავს ოსტატურად უხვედრებდა ბურთს. უფროს გურულს ძალიან ძლიერი დარტყმა ჰქონდა ორივე ფეხით, დრიბლინგითაც გამოირჩეოდა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში გოლებიც გაჰქონდა. ჯეელობაში საბჭოთა კავშირის იუნიორებშიც კი თამაშობდა.

სანდრო საფეხბურთო მონაცემებით მამამისს ვერ გაუთანაბრდება, თუმცა ფეხბურთს ისიც მარჯვედ თამაშობს - იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი, ეროვნულ გუნდში ჯერჯერობით ოთხი მატჩი დააგროვა. სანდროც შემტევია.

"მეორე ეტაპის წინ "ბათუმის" მდგომარეობა მძიმე იყო, მაგრამ მოვახერხეთ "ამოქაჩვა", არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, თუმცა სეზონის ბოლოსკენ დაუგეგმავი ქულები დავკარგეთ და კმაყოფილი ვერ ვიქნები.

"ბათუმში" იმიტომ გადმოვედი, მამაჩემის გუნდის დახმარება მინდოდა. გული მწყდება, რომ უმაღლეს ლიგაში დარჩენის მცირე შანსიღა შეგვრჩა", - გვითხრა სანდრომ.

ბათუმის "დინამო" გათამაშების ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა, ბოლნისის "სიონს" ორი ქულით ჩამორჩება. ბოლო ტურში აუცილებლად უნდა დაამარცხოს ქვედა ექვსეულის ლიდერი რუსთავის "მეტალურგი" და თან იმასაც უნდა დაელოდოს, თუ რას იზამს "სიონი" სტუმრად მარტვილის "მერანთან".

27 წლის სანდრო გურულს წინა ტურში ფოთის "კოლხეთთან" ტრავმის გამო არ უთამაშია და დიდი ალბათობით, ვერც "მეტალურგთან" დაეხმარება მამამისის გუნდს.

"ტრავმა ისევ მაწუხებს, ძუნძულიც კი მიჭირს. თამაშამდე კიდევ ორი დღეა დარჩენილი, თუმცა არა მგონია, რომ მოედანზე გასვლა მოვახერხო".

თუ "ბათუმი" უმაღლეს ლიგაში ვერ შეინარჩუნებს ადგილს, დარჩება კი სანდრო ამ გუნდში?

"წინასწარ კონკრეტულ ლაპარაკს მოვერიდები, თუმცა არის ვარიანტები უკრაინიდან, საფრანგეთიდან... ვნახოთ, ჯერ ეს სეზონი უნდა დასრულდეს", - გვითხრა უმცროსმა გურულმა.

სანდრომ ფეხბურთელობა საფრანგეთში დაიწყო. საქართველოში კი დაიბადა, მაგრამ მერე ამ ქვეყანაში მოუწია გადაბარგება, მამამისი 1992-99 წლებში ხომ საფრანგეთში თამაშობდა.

"საქართველოს ჩემპიონატში უკრაინიდან მოვედი. აქაურობა მომეწონა. მიმაჩნია, რომ ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი უწინდელთან შედარებით წინ არის წასული".

სანდრო ფრანგული გუნდების შემდეგ ოთხი წელი უკრაინული "კარპატის" ფეხბურთელი იყო. "ბათუმში" თამაში კი მისთვის განსაკუთრებულად რთული გამოდგა.

"ძნელია, როცა მამის გუნდში თამაშობ, მირჩევნია, ასე არ იყოს. მამაჩემმა იცის, თუ როგორ მოექცეს საკუთარ შვილს გუნდში, მე კი არ ვიცი, ვარჯიშზე მწვრთნელს მამა დავუძახო თუ სხვანაირად მივმართო".

სანდრომ ისიც გვითხრა, რომ ამ სეზონში ყველაზე მეტად "დინამო თბილისს" გამოარჩევს. ყველაზე კარგი კი ის არის, რომ საქართველოს ჩემპიონატში ნებისმიერ გუნდს შეუძლია, ნებისმიერ მეტოქეს ქულები დააკარგვინოსო.

უმცროს გურულს საფრანგეთსა და უკრაინაზეც ჩამოვუგდეთ სიტყვა და შედარების გაკეთება ვთხოვეთ.

"უკრაინის ჩემპიონატი საფრანგეთს არ აღემატება, მაგრამ შორსაც არ დგას მისგან. უკრაინულმა ფეხბურთმა ბოლო წლებში მაგრად მოუმატა. ამის დასტურია უკრაინული კლუბების გამოსვლა ევროტურნირებზე.

პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის საფრანგეთის ჩემპიონატი ძალიან კარგია, მაგრამ ყველას უნდა საფრანგეთის ჩემპიონატიდან სხვაგან გადასვლა, ალბათ, უკეთესი ანაზღაურების მიზნით".

მამაჩემმა იცის, შვილს როგორ მოექცეს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დინამო ბთ-კოლხეთი 2:2 - ზღვისპირული (შ)ფოთი

გია გურული: ჯერ ჩვენს ჩემპიონატსა და ბავშვთა ფეხბურთს მივხედოთ

გიორგი
საღოლ სანდრიკ კაი კაცი ხარ რაც შეგიძლია გააკეთე ტრამვა რო არ გქონოდა ფოთს შანსი არ ქონდა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება