ინგლისელმა ვარსკვლავმა კარიერა 19 ტიტულით დაასრულა
"პარი სენ-ჟერმენის" 38 წლის ინგლისელმა ნახევარმცველმა დევიდ ბექჰემმა სპორტიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ დევიდმა იანვარში 5-თვიანი ხელშეკრულება გააფორმა პარიზულ კლუბთან და მთელი ხელფასი საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა.

დევიდი ახლახან პსჟ-სთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.

"დიდი მადლობა "პარი სენ-ჟერმენს", რომელმაც კარიერის გაგრძელების საშუალება მომცა. მაგრამ ახლა მიმაჩნია, რომ დროა, კარიერა დავასრულო. რომ ეთქვა ვინმეს ჩემთვის, შენი ბავშვობის საყვარელ კლუბ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად ბევრ ტიტულს მოიგებო, არც დავიჯერებდი, თუმცა ეს ოცნება ამიხდა. ვიყავი კაპიტანი და ასზე მეტი თამაში ჩავატარე ჩემი ქვეყნის ნაკრებში, ვითამაშე დიდ კლუბებში. ეს ყველაფერი ფანტასტიკად მოჩანს, მაგრამ რეალურად ამიხდა. მე მადლობელი ვარ ამისთვის", - განაცხადა დევიდმა.

დევიდ ბექჰემის "მანჩესტერ იუნაიტედს" 14 წლის ასაკში შეუერთდა, მან ამ კლუბის მაისურით 398 თამაშში მიიღო მონაწილეობა. 6-ჯერ მოიგო პრემირლიგა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა. პსჟ-სთან ერთად ახლახან მოპოვებული ჯილდოს ჩათვლით, ბექჰემის კოლექციაში 19 ტიტულია. ეს არის 20 წლიანი კარიერის დიდებული შედეგი. ის ერთადერთი ინგლისელი ფეხბურთელია, რომელმაც ოთხი სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონი გახდა.

დევიდი 2003 წელს "იუნაიტედიდან" "რეალში" გადავიდა, ლა ლიგა მოიგო "ბლანკოსთან" ერთად და 2007 წელს "ლოს ანჯელეს გელექსის" წევრი გახდა. იანვარში კი თავი პარიზში ამოჰყო.

ინგლისის ნაკრებში დევიდის დებიუტი 1996 წელს შედგა, მოლდოვასთან,შედგა. 2009 წელს მან ბელარუსის ნაკრებთან მატჩში ეროვნულ გუნდში 115-ედ და ბოლოჯერ ითამაშა.

"ალბათ ვერაფერი შემიცვლის ამ დიდებულ გრძნობას, რაც საყვარელი საქმის კეთებაა. მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, ცხოვრებას ახლიდან ვიწყებ ახალი იმედებით. მე ძალიან გამიმართლა, რომ საფეხბურთო კარიერაში ბევრი შანსი მომეცა, ახლა დროა, სხვებს დავუთმო ასპარეზი", - თქვა დევიდმა.

ასევე იხილეთ:

კარლო ანჩელოტი: მე დევიდ ბექჰემის არც ფანი ვარ და არც მეგობარი

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა