ლიბერტადორესის თასი. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩები
"ძველი ბიჭები" და ახალგაზრდები მომდევნო ეტაპზე

"ნიუელს ოლდ ბოისი" და "ბოკა ხუნიორსი" მომდევნო ეტაპზე გავიდნენ და მეოთხედფინალში ერთმანეთს შეხვდებიან, რაც ნიშნავს იმას, რომ არგენტინას ნახევარფინალში მინიმუმ ერთი წარმომადგენელი ეყოლება (კიდევ ერთი შემორჩენილი არგენტინული გუნდი "ტიგრე" 17 მაისს თამაშობდა).

ორივე წყვილში ფავორიტი საპასუხო მატჩის მასპინძელი იყო. 1994 წლის ლიბერტადორესის თასის მფლობელმა "ველეს სარსფილდმა" ეს სტატუსი პირველ შეხვედრაში გაამართლა და "ნიუელსს" სტუმრად, მარსელო ბიელსას სახელობის სტადიონზე მოუგო. ტორნეო ფინალის ლიდერი ("ნიუელსი" ერთადერთი არგენტინული გუნდია, რომელიც ჩემპიონატშიც და ლიბერტადორესზეც კარგად თამაშობს) უიმედოდ მაინც არ იყო, რადგან დერბი მაინც დერბია და იქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს...

შეხვედრა მასპინძლებისთვის შოკისმომგვრელად დაიწყო. მეოთხე წუთზე "ნიუელსის" მარცხენა მცველმა მილტონ კასკომ ანგარიში გახსნა და ორი მატჩის ჯამში წონასწორობა აღადგინა. კასკომ ყველა ტურნირზე ჩატარებულ უკანასკნელ შვიდ შეხვედრაში მესამე გოლი გაიტანა, რაც მცველისთვის შესანიშნავი შედეგია.

ხერარდო მარტინოს შეგირდებმა უპირატესობის განვრცობა პირველივე ტაიმში შეძლეს - გოლი, რა თქმა უნდა, იგნასიო სკოკომ გაიტანა. ამ ეპიზოდში საშინლად იმოქმედეს მასპინძელთა ცენტრალურმა მცველებმა: სებასტიან დომინგესმა ბურთი ფერნანდო ტობიოს გადააწოდა, რომელიც სკოკომ წნეხში მოაქცია, ტობიომ ბურთი დაკარგა და სტუმართა საუკეთესო ბომბარდირი სებასტიან სოსასთან პირისპირ დარჩა. პირველი დარტყმა მეკარემ კი მოიგერია, მაგრამ ბურთი ისევ სკოკოს მიუვიდა, რომელმაც უკვე ცარიელი კარი დალაშქრა - 0:2.

რიკარდო გარეკამ სიტუაციის შეცვლა ცვლილებებით სცადა და მეორე ტაიმის დებიუტში მოედანზე 19 წლის ლუკას რომერო და ტრავმამოშუშებული ფაკუნდუ ფერეირა გამოუშვა. სკოკოსთან ერთად, არგენტინის წინა პირველობის საუკეთესო ბომბარდირმა თავისი საქმე გააკეთა და 83-ე წუთზე სხვაობა შეამცირა. ამის მერე "ველესს" მხოლოდ ერთი ბურთის გატანა სჭირდებოდა, მაგრამ სტუმრებმა გაძლეს და სასურველი ანგარიში შეინარჩუნეს.

საბოლოოდ, 1:2 და "ნიუელს ოლდ ბოისი" 1/4-ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე "კორინთიანსი"-"ბოკა ხუნიორსის" დაპირისპირებაში უნდა გარკვეულიყო...

რევანში

ლიბერტადორესის თასის შარშანდელი ფინალის "რიმეიქი" "ბოკას" გამარჯვებით დასრულდა. არგენტინელებმა 2012 წელს განცდილი მარცხისთვის რევანში აიღეს და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი ტურნირიდან გამოთიშეს. ამრიგად, სამხრეთ ამერიკას ახალი ჩემპიონი ეყოლება.

ამ შეხვედრიდან აღსანიშნავია ორი მომენტი, რომლებმაც საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა იქონია. პირველი რიკელმემ შექმნა, მეორე კი ალეშანდრე პატომ.

25-ე წუთზე ფეხბურთში დაბრუნებულმა ხუან რომან რიკელმემ მარჯვენა ფლანგზე კრისტიან ერბესთან ჯარიმა გაითამაშა და საჯარიმოში ჩააწოდა. ბურთი კარისკენ წავიდა. კასიო მოვლენების ასეთი განვითარებისთვის მზად არ იყო და ანგარიშიც გაიხსნა. მიუხედავად რიკელმეს მიმართ უდიდესი პატივისცემისა, მაინც მიგვაჩნია, რომ არგენტინელთა ლიდერი საჯარიმოში აწვდიდა და კარში დარტყმას სულაც არ აპირებდა.

ამ გაშვებული გოლის შემდეგ "ტიმაოს" მეტოქის კარში სამი გოლი უნდა გაეტანა. პირველ ნახევარში "კორინთიანსმა" ორიონის კარის აღება ვერ შეძლო. სამაგიეროდ, გოლი მეორე ტაიმის დებიუტში ვიხილეთ - პაულინიომ ემერსონ შეიკის გადაცემა შეირგო და წონასწორობა აღადგინა, 1:1.

რაც შეეხება ზემოთ ნახსენებ მეორე გადამწყვეტ მომენტს: ტიტეს გუნდს გოლები სჭირდებოდა და მასპინძელთა მწვრთნელმა თამაშში პატო, ედენილსონი და დუგლასი ჩართო. 75-ე წუთზე "მილანის" ყოფილმა ფორვარდმა ისეთი მომენტი ვერ გამოიყენა, რომლის სიტყვებით ზუსტად აღწერაც შეუძლებელია. ეს ეპიზოდი თავად უნდა ნახოთ. უბრალოდ გეტყვით, რომ ცარიელი კარის წინ დაახლოებით ორ მეტრში მდგარმა პატომ ბურთს ფეხი ნორმალურად ვერ მოარტყა და ააცილა.

ამ გამოუყენებელი მომენტის შემდეგ მასპინძლები თითქოს გატყდნენ და "ბოკას" სასურველი ანგარიშის შენარჩუნება არ გაჭირვებია. ასე რომ, არგენტინის ჩემპიონატში მე-19 ადგილზე მყოფმა გუნდმა, რომელსაც საშინაო პირველობაზე უკვე 12 ტურია, არ მოუგია, ლიბერტადორესის თასიდან ამ ტურნირის მოქმედი გამარჯვებული, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი და სან პაულოს შტატის ფინალისტი გააგდო.

ლიბერტადორესის თასი. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩები

ველესი-ნიუელსი 1:2 (1:0)

გოლები: 0:1 კასკო (4), 0:2 სკოკო (41), 1:2 ფ. ფერეირა (83).

ველესი (4-3-1-2): ს. სოსა - პერუცი, საბია, ს. დომინგესი, პაპა - ალიონე (46. რომერო), სერო, გაგო - ფ. ინსუა (79. რესკალდანი) - პრატო, კოპეტე (46. ფ. ფერეირა).

ნიუელსი (4-3-2-1): გუსმანი - მ. კასერესი, ვერხინი, ჰაინცე, კასკო - პ. პერესო (78. ბერნარდი), მატეო, კრუსადო (65. ორსანი) - ვ. ფიგეროა (75. ტონსო), მაქსი როდრიგესი - სკოკო.

კორინთიანსი-ბოკა 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 რიკელმე (25), 1:1 პაულინიო (51).

კორინთიანსი (4-2-2-2): კასიო - ალესანდრო (46. ედენილსონი), ჟილი, პაულო ანდრე, ფაბიო სანტოსი - რალფი, პაულინიო - რომარინიო (46. პატო), დანილო (75. დუგლასი) - გერერო, ემერსონ შეიკი.

ბოკა (4-4-1-1): ორიონი - მარინი, კარუსო, გ. ბურდისო, კ. როდრიგესი - ერბესი (80. ბრავო), სომოსა, ერვიტი, სანჩეს მინიო - რიკელმე (68. ვიატრი) - ბლანდი (84. ნ. სარატე).

ბომბარდირები: 6 - ჟო (ატლეტიკო მინეირო); 5 - დიეგო ტარდელი (ატლეტიკო მინეირო), სკოკო (ნიუელს ოლდ ბოისი), ლუიშ ფაბიანო (სან პაულო), ბრიან როდრიგესი (უაჩიპატო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიბერტადორესის თასი. 1/8-ფინალი: დებიუტანტი რვა საუკეთესოშია

ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა
გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო
[VIDEO] სობოსლაიმ მამარდაშვილს გოლი მოუგონა - "ლივერპულმა" გაიმარჯვა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება