ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

საქართველოს ჩემპიონატი. ბოლო ტურის წინათქმა: მშვიდობიანი ფინიში

საქართველოს ჩემპიონატი. ბოლო ტურის წინათქმა: მშვიდობიანი ფინიში

ცხრა თვეზე ოდნავ მეტი, - აი, ამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა XXIV ჩემპიონატი, რომელიც 18 მაისს დამთავრდება
ცხრა თვეზე ოდნავ მეტი, - აი, ამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა XXIV ჩემპიონატი, რომელიც 18 მაისს დამთავრდება.

ერთი შეხედვით, "მშვიდობიანი ფინიში" გველოდება; მით უფრო, რომ თითქმის ყველაფერი გარკვეულია: ხუთწლიანი პაუზის მერე ჩემპიონი თბილისის "დინამო" გახდა, თავის ისტორიაში საუკეთესო შედეგი უჩვენა და მეორე ადგილი დაიკავა გორის "დილამ", შარშანდელი შედეგი გაიმეორა და კვლავაც მესამე ადგილზე დაასრულა ჩემპიონატი ქუთაისის "ტორპედომ"; ევროპის ლიგის საგზური (როგორც თასის ფინალისტმა) "ჩიხურამ" მოიპოვა და ესეც ღირშესანიშნავი ამბავია - საჩხერლები ხომ თავის ისტორიაში პირველად იასპარეზებენ ევროტურნირებზე!

გარკვეულია ერთი დაქვეითებული გუნდის ვინაობაც: სამწლიანი პაუზის მერე ფოთი კვლავაც უმაღლესი ლიგის გარეშე რჩება და თუ მომავალი სეზონისათვის რეგლამენტი არ შეიცვალა, 100 წლის ისტორიის მქონე "კოლხეთს" პირველ ლიგაში მოუწევს გამოსვლა.

აი, მეორე უიღბლო კი ბოლო ტურში უნდა გაირკვეს: პირველ ლიგაში ან "სიონი" დაქვეითდება, ან - ბათუმის "დინამო"; თუმცა, იმის ალბათობაც არის, რომ არც ბოლნისელებმა ინერვიულონ და არც - ბათუმელებმა: თუ უმაღლესი ლიგა მართლაც 16-გუნდიანი უნდა გახდეს, მაშინ "სიონიც" და "დინამოც" ისევ უძლიერესთა შორის იასპარეზებენ.

თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდებია, მანამდე კი ის ვთქვათ, რომ XXIV ჩემპიონატის ბოლო ტურის მთავარი ინტრიგა სწორედ ის არის, ფოთის "კოლხეთთან" ერთად რომელი გუნდი დაემშვიდობება უმაღლეს ლიგას: "სიონი" თუ ბათუმის "დინამო";

ოღონდ, უკვე მერამდენედ გვიხდება იმის აღნიშვნა-შეხსენება, რომ ამ შემთხვევაში მოქმედი რეგლამენტით არსებულ სიტუაციას გთავაზობთ; თორემ, უკვე თვეზე მეტია, ყველგან იმაზე მსჯელობენ, რომ ქართული საკლუბო ფეხბურთის განვითარებისათვის "ერთადერთი და აუცილებელი" პირობა სწორედ... 16-გუნდიანი ჩემპიონატის ჩატარებააო!

ვნახოთ, დიდხანს ლოდინი ალბათ, არ მოგვიწევს და ჩვენს მსგავსად, ბოლნისელი თუ ბათუმელი გულშემატკივარიც მალე შეიტყობს მომავალ სეზონში რამდენგუნდიან ჩემპიონატს ჩავატარებთ. ოღონდ, ახლავე შევეგუოთ იმ ფაქტსაც, რომ იმ მომავალ სეზონშიც, დიდი ალბათობით, კიდევ რაღაც-რაღაცები შეიცვლება, იმის მომდევნოშიც და ასე შემდეგ...

მონატრებული ოქრო

...შარშან ამ დროსაც, ჩემპიონატის ბოლო ტურის წინ, არანაკლებ უცნაური სიტუაცია იყო შექმნილი; თუმცა, ინტრიგა პლეი აუტსაც ახლდა (უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საფრთხე რამდენიმე გუნდს ემუქრებოდა) და, რაც მთავარია, ჩემპიონობის ბედი იყო გასარკვევი.

იმასაც გაგახსენებთ, რომ ბოლო ტურს "ზესტაფონი" და "მეტალურგი" ერთნაირი ქულებით შეხვდნენ და როცა ორივე ფავორიტმა თავიანთი მატჩები უპრობლემოდ მოიგო, ჩემპიონობას... ორივე ზეიმობდა!

საბედნიეროდ, წლეულს ჩემპიონის გამოვლენას არც აღმასკომის საგანგებო სხდომა სჭირდება და არც რეგლამენტში არსებული თუ მერე ჩამატებული პუნქტების მოშველიება: 2012-13 წლების სეზონის გამარჯვებული, თანაც სრულიად დამსახურებულად, თბილისის "დინამო" გახდა!

დუშან უჰრინის გუნდმა ჩემპიონატში ყველაზე მეტი მატჩი მოიგო და ყველაზე ნაკლები წააგო, ყველაზე მეტი გოლი გაიტანა და ყველაზე ნაკლები გაუშვა, - მოკლედ, საჩემპიონო შედეგი უჩვენა;

ცალკე აღნიშვნის ღირსია დინამოელთა მეტად და მეტად დამაჯერებელი ასპარეზობა საშინაო მატჩებში: 15 შეხვედრიდან 14 მოგება და 1 ფრე!

რა თქმა უნდა, პროგნოზებისგან ყოველთვის თავის შეკავება სჯობს (მით უფრო, რომ "დინამოს" ოთხ დღეში თასის ფინალი აქვს სათამაშო), მაგრამ მაინც გვეეჭვება, რომ "დინამოს" წაუგებელი საშინაო სერია ახლა შეწყდეს; არადა, წესითა და რიგით, "დინამო" - "ზესტაფონის" დაპირისპირება ბოლო ტურის გამორჩეული მოვლენა უნდა ყოფილიყო: ძველი მეტოქეობის ფაქტორის გარდა ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ერთმანეთს ახალი და წინა ჩემპიონი ხვდებიან!

თუმცა "ზესტაფონთან" დაკავშირებით განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები იმის თქმის საფუძველს არ გვაძლევს, რომ აწ უკვე ექსჩემპიონმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს ახალ ჩემპიონს. თავად განსაჯეთ: 17 მაისამდე არ იყო გადაწყვეტილი, ეს მატჩი საერთოდ ჩატარდებოდა თუ არა!

სამწუხაროზე მეტი ფაქტია, მაგრამ მწარე რეალობაა: "ზესტაფონის" ფეხბურთელებს ბოლო ტურის წინ, ფაქტობრივად, არც უვარჯიშიათ და გუნდი თბილისში გამომგზავრებას არც აპირებდა.

არადა, ლაპარაკია, ბოლო წლების ერთ-ერთ წარმატებულ ქართულ კლუბზე; თანაც, ამ ბოლო წლებში რამდენიც გნებავთ იმდენი შემთხვევა იყო, როცა საქართველოს ჩემპიონის ბედი სწორედ "დინამოსა" და "ზესტაფონის" მატჩები წყვეტდა.

...სავარაუდოდ, ეს მატჩი მაინც ჩატარდება და რომც არ გაიმართოს, მასპინძლებს საზეიმო განწყობას ვერაფერი გააფერმკრთალებს: "დინამოს" მწვრთნელ-ფეხბურთელები ასე მონატრებულ, დამსახურებულ და კუთვნილ ოქროს მედლებს მიიღებენ!

არსებული რეგლამენტით - ინტრიგაა!

უმაღლესი ლიგის სავარაუდო გაზრდა-გაფართოებაზე ლაპარაკი რომ არ დაწყებულიყო, წარმოიდგინეთ, რამხელა ინტრიგა ექნებოდა ქვედა ექვსეულში ჩასატარებელ ორ შეხვედრას! ჰო, თუ გუნდების რაოდენობა არ გაიზარდა, მაშინ უმაღლეს ლიგას ან "სიონი" დაემშვიდობება ან კიდევ - ბათუმის "დინამო".

ერთი შეხედვით, უპირატესობა ბოლნისელთა მხარესაა - არმაზ ჯელაძის გუნდი 2 ქულით უსწრებს უშუალო კონკურენტს. თუმცა, "სიონს" იმის უფლება არ აქვს, რომ უმოტივაციო "მერანთან" "მშვიდობიანი ფრე გააგოროს": ხომ არის იმის ალბათობა, რომ ბათუმის "დინამომაც" შეძლოს და სტუმრად, ასევე უმოტივაციო მეტოქე დაამარცხოს?! ეს უმოტივაციო მეტოქე კი "მეტალურგია", რომლის ხელმძღვანელებსა თუ მწვრთნელ-ფეხბურთელებს არცთუ სასიამოვნო "ბრალდება" წაუყენეს წინა კვირას ბოლნისში;

შეგახსენებთ, რომ ყოველგვარ სატურნირო მოტივაციას მოკლებულმა "მეტალურგმა" მსაჯის მიერ წარმატებულ წუთებზე შეძლო და "სიონს" ანგარიში გაუთანაბრა. არადა, ბოლნისელებს ის მატჩი რომ მოეგოთ, ამ ჩემპიონატის ერთადერთი შემორჩენილი ინტრიგაც აღარ იქნებოდა და ბათუმის "დინამოსაც" მხოლოდ და მხოლოდ რეგლამენტის შეცვლა თუ უშველიდათ.

ახლა კი, დაქვეითების ორივე კანდიდატმა მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებაზე უნდა იფიქროს: ერთნაირი ქულების შემთხვევაში უპირატესობა ბათუმის "დინამოს" მხარეს იქნება.

თუმცა, რეგლამენტის ეს პუნქტი (ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა) მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოქმედდება, ბათუმის "დინამო" სტუმრად "მეტალურგს" თუ დაამარცხებს, ხოლო "სიონი" ასევე გასვლით შეხვედრაში ფრედ ითამაშებს "მერანთან". ანუ, ისეთი სიტუაციაც შეიძლება შეიქმნას, რომ ბათუმის "დინამოს", შესაძლოა, რუსთავში გამარჯვებაც არ ეყოს: "სიონმა" თუ თავისი მატჩი მოიგო, მაშინ ყველაფერი გარკვეული იქნება.

ვნახოთ, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ და XXIV ჩემპიონატის ავად თუ კარგად ჩამთავრებასაც დაველოდოთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა