ღია შეხვედრა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა და მას დაახლოებით ასი ადამიანი დაესწრო
"ლელოს" წინა ნომერში "ზესტაფონის" ღია წერილი გაგაცანით, სადაც კლუბში არსებულ პრობლემებზე იყო საუბარი და ამავდროულად, გაჟღერდა თხოვნა სპორტის მინისტრ ლევან ყიფიანისადმი, რათა პირადად ჩასულიყო ზესტაფონში და კლუბში შექმნილ მდგომარეობას ადგილზე გასცნობოდა.

მინისტრის პასუხმა არ დააყოვნა და 17 მაისს ყიფიანი ზესტაფონს ესტუმრა.

ღია შეხვედრა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა და მას დაახლოებით ასი ადამიანი დაესწრო.

სპორტის სამინისტროს მინისტრის გარდა, მისი მოადგილე აკაკი ლოდია წარმოადგენდა, მასპინძელთა მხრიდან კი სამინისტროს მაღალჩინოსნებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ ქამუშაძე, "ზესტაფონის" ვიცე-პრეზიდენტი ვასილ გველესიანი და კლუბის პრესსამსახურის უფროსი სერგო ფუტკარაძე დახვდნენ

საუბარი საკმაოდ ემოციური და შინაარსიანი გამოვიდა. საბოლოოდ, მხარეებმა საერთო ენა გამონახეს. მინისტრმა მასპინძლებს უთხრა, რომ სამინისტრო უახლოეს დღეებში კერძო კლუბების შესახებ სპეციალურ პროგრამას გამოაქვეყნებს, სადაც სხვების მსგავსად, "ზესტაფონის" ინტერესებიც იქნება გათვალისწინებული.

ზესტაფონელებმა გამოთქვეს იმედი, რომ მათი კლუბის არსებობას საფრთხე არ დაემუქრება და ამის სურვილი სტუმრებმაც დააფიქსირეს.

უფრო კონკრეტულად კი, თვის ბოლომდე შევიტყობთ, რა შედეგი მოჰყვება ამ შეხვედრას. იმედს გამოვთქვამთ, რომ არც "ზესტაფონის" და არც მსგავსი პრობლემების წინაშე მდგარი სხვა ქართული კლუბების მომავალი ბუნდოვანი არ დარჩება და ისინი ყველა უსიამოვნების დაძლევას შეძლებენ.

რაც შეეხება 18 მაისს, უმაღლესი ლიგის ბოლო ტურში გასამართ "დინამო"-"ზესტაფონს", მას ჩაშლა აღარ ემუქრება.

შეგახსენებთ, ამ შეხვედრის ჩატარება სათუო იყო, რადგან ზემოთ ნახსენები პრობლემების გამო იმერული კლუბი მატჩისწინა შეკრებაზე არ იყო გადასული. თუმცა მატჩის წინა დღეს გაირკვა, რომ "ზესტაფონი" "დინამოს" მაინც დაუპირისპირდება, ოღონდ არცთუ უძლიერესი შემადგენლობით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

”ზესტაფონი”: გვინდა შეგახსენოთ, რომ ეს სწორედ ის ლევან ყიფიანი გახლავთ...

ლევან ყიფიანი: ჩვენი პროგრამის შესახებ ილია კოკაიამაც იცოდა!

დომინოს პრინციპი - ილია კოკაია "ზესტაფონს" არ მიატოვებსო...

ზვიად სიჭინავა: ილია კოკაიას მეგობრულად ვთხოვ, არ მიატოვოს "ზესტაფონი"

ილია კოკაიამ მუნიციპალიტეტს "ზესტაფონის" გადაცემის წერილით მიმართა

ისევ ილია კოკაია და მორიგი ნაღმი: ამას ვერც წარმოვიდგენდი...

giorgi
როდის გაგაგდებენ მინისტრობიდან ერთ სული მაკვს.სპორტის სამკარო დაისვენებს შე ***
ramo
საიდან აქვს კოკაიას ზესტაფონის ფეროში წილები? კი არ ვლანძღავ, არამედ მივანიშნებ რომ მას ზესტაფონელებთან ვალდებულებები აქვს და ბოლომდე უნდა მიყვეს საქმეს. რესპუბლიკას სადა აქვს კერძო კლუბების შენახვის თავი. მუნიციპალიტეტი სხვა ამბავია.
ramo
ეს ზესტაფონელები თავისი კოკაიანად რას გვეაგრესიულებიან. ადგეს და თქვენი მუნიციპალიტეტი დაგეხმაროთ, ისევე როგორც გორშია.
gaga
კიპიანო რას გავხარ წადი რააა? *** ხარ
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს