ფოთში საფეხბურთო კლუბის 100-წლიანი იუბილის აღნიშვნის ხალისი არავის აქვს - "კოლხეთი" უმაღლესი ლიგიდან გავარდა
ფოთის "კოლხეთის" გულშემატკივრებს იმედი ჰქონდათ, რომ 2013 წელი გუნდისთვის წარმატებული იქნებოდა. ერთ-ერთ უძველეს ქართულ კლუბს ხომ 100 წელი შეუსრულდა. ასეთ დროს კი ყველას მაქსიმალურად პატრონობენ, ზრუნვას და ფულს არ აკლებენ, იუბილე ღირსეულად რომ აღნიშნონ.

სამწუხაროდ, ფოთის "კოლხეთს" საპირისპირო დაემართა. კლუბის მესვეურთა მცდელობის მიუხედავად, წლეულს კოლხებს საარსებოდ მხოლოდ 300 ათასი ლარი გამოუყვეს, რაც გუნდს პირველ ლიგაში გავარდნასა და "გვირგვინის" შეძენაში თუ დაეხმარა.

ეს სამწუხარო რეალობაა. მისი გულშემატკივრები საშინელ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდნენ, 100-წლიან იუბილეს "კოლხეთს" ასე თუ მიულოცავდნენ და კლუბი კვლავ უმაღლესი ლიგიდან გავარდებოდა.

გუნდის წარუმატებლობის მიზეზებზე კოლხების ერთ-ერთი ლიდერი, გამოცდილი მცველი თემურ ფარულავა გველაპარაკა:

"ლიგიდან გავარდნის უპირველესი მიზეზი ის იყო, რომ სეზონის დაწყებამდე წესიერი მოსამზადებელი შეკრება არ გაგვივლია, სათანადო სავარჯიშო პირობებიც არ იყო და საშემოდგომო ეტაპიც ჩავაგდეთ.

ამის მიუხედავად, რაღაცას მაინც ვახერხებდით, ვიბრძოდით და ვომობდით.

თითქმის გადაწურული იმედი მეორე წრეში დაგვიბრუნდა, რადგან ხელმძღვანელობა შეიცვალა. ჩვენი პრეზიდენტი თემურ ბარქაია გუნდს წამით არ მოსცილებია და პრობლემების მოგვარებას ცდილობდა. მეორე წრეში საწუწუნო არაფერი გვქონდა, პირობებიც გამოსწორდა და ხელფასებსაც დროულად გვირიგებდნენ.

მაგრამ პირველ ეტაპზე წარუმატებლობამ მაინც თავისი ქნა: მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგი ფეხბურთელები გვყავდა, მეტოქეებმა პირველ ეტაპზე დიდი უპირატესობით გაგვასწრეს და დაკარგული პოზიციების დაბრუნება შეუძლებელი აღმოჩნდა.

როდესაც გუნდში ფინანსური კრიზისია, თავს ზემოთ ძალა არაა. ბიჭებს რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ კაცი რომ 300 კილომეტრიდანაა ჩამოსული და ოჯახი ყავს სარჩენი, მას თუ პირობებს არ შეუქმნი, თავის შესაძლებლობებს ვერ გამოავლენს და ამას ვერც მოსთხოვ".

კოლხების 29 წლის მოთამაშე ამბობს, რომ ფოთის ფეხბურთის იუბილეს ასეთ "აღნიშვნას" ვერაფრით წარმოიდგენდა:

"ვერ ვიტყვი, რომ ფოთში ფეხბურთი არ უყვართ და გუნდის ბედი არ ადარდებთ. მაგრამ იყო სხვადასხვა მიზეზი, რის გამოც "კოლხეთი" ასეთ მდგომარეობაში ჩავარდა.

სეზონი ისეთ დროს დაიწყო, კაცი მტერს რომ არ უსურვებდა - საქართველოში არჩევნები ტარდებოდა და ყველა ფინანსური რესურსი მისკენ იყო მიმართული. სხვა ქალაქში გუნდებს კი მიხედეს, მაგრამ მაშინ ფოთში "კოლხეთისთვის" არავის ეცალა.

მეორე წრეში გუნდი თემურ ბარქაიამ ჩაიბარა, ვითარება შეიცვალა და ვიმეორებ, საწუწუნოც არაფერი გვქონდა. მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო - ჩვენმა მატარებელმა ჩაიქროლა და იუბილეს ზეიმის ნაცვლად, დამწუხრებულები შევხვდით.

არა მგონია, ახლა "კოლხეთის" დაარსებიდან 100 წლის აღნიშვნის ხალისი ვინმეს ჰქონდეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თვალსაზრისი: გუნდების შემცირებაზე ვიფიქროთ!

აქტუალური საკითხი: გინდათ საქართველოს უმაღლესი ლიგის გუნდი 100 ლარად?!

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა