"ნიუ იორკი" შინ გაუშვეს
ჯერჯერობით 2013 წლის პლეი ოფი ისე მიმდინარეობს, რომ არც ერთ სერიაში შვიდ მატჩამდე საქმე არ მისულა. ასეთი შანსი არსებობდა "ინდიანასა" და "ნიუ იორკის" დაპირისპირებაში - თუ "ნიქსი" შეძლებდა ინდიანაპოლისში მოგებას, კონფერენციის ფინალისტი ნიუ იორკში მეშვიდე მატჩში გაირკვეოდა, მაგრამ "ინდიანამ" არ დაუშვა მოვლენათა ამგვარი განვითარება და ბოლო ნახევარფინალისტი გახდა.

მთავარი მომენტი იყო როი ჰიბერტის დაფარება. სირენამდე 5.05 წუთით ადრე, როცა სტუმრები 92:90-ს იგებდნენ, "პეისერსის" ცენტრმა კარმელო ენტონის არ ჩაატენინა ბურთი, რითაც სათავე დაუდო თავისიანების გადამწყვეტ შტურმს. მასპინძლები 11:2 გაიქცნენ და ამ 11 ქულიდან ცხრა ნიუ იორკში დაბადებულ ლენს სტივენსონს ეკუთვნოდა. მან კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა - 25 ქულა (თამაშიდან - 9/13), 10 მოხსნა და 3 პასი დააგროვა.

სანამ ეს გაქცევა იქნებოდა, სტუმრებს მესამე და მეოთხე მეოთხედების მიჯნაზე სამქულიანების ფანტასტიკური სერია გამოუვიდათ. ისინი პერიმეტრიდან 43.3-პროცენტიანი სიზუსტით ისროდნენ, მაგრამ თამაშიდან ეს მაჩვენებელი მხოლოდ 40 პროცენტი იყო. ასევე, ვუდსონის შეგირდებმა წააგეს ფარქვეშ ბრძოლა (მოხსნები: 36-43), ხოლო სამწამიანიდან დაგროვილი ქულების რაოდენობის შეფარდება "ნიქსისთვის" კატასტროფული იყო - 52:20.

გმირობის ტოლფასი იყო ჯორჯ ჰილის საქციელი. მასპინძლების ძირითადი გამთამაშებელი ტვინის შერყევით თამაშობდა, რომელიც მან წინა შეხვედრაში მიიღო. მართალია, მისი სტატისტიკა იდეალური არ ყოფილა, მაგრამ 42-წუთიან სათამაშო დროში მან ბევრი სარგებლობა მოუტანა თავის გუნდს.

"ინდიანა" ბოლო რვა წლის განმავლობაში პირველად გავიდა აღმოსავლეთი კონფერენციის ფინალში და ბევრი ექსპერტის აზრით, შეუძლია, იქ ბრძოლა მოახვიოს თავს "მაიამის".

ინდიანა-ნიუ იორკი 106:99

29:27, 26:20, 26:34, 25:18

ი: სტივენსონი (25+10 მოხსნა+3 პასი), ჯორჯი (23+5 მოხსნა+4 პასი), ჰიბერტი (21+12 მოხსნა+5 დაფარება), უესტი (17+5 მოხსნა+4 პასი), ჰილი (12+5 მოხსნა+4 პასი).

ნ-ი: ენტონი (39+7 მოხსნა), შამპერტი (19), სმიტი (15+10 მოხსნა+3 პასი).

სერია: 4-2

1/2-ფინალი. კალენდარი

აღმოსავლეთი

მაიამი-ინდიანა

22 მაისი. მაიამი-ინდიანა

24 მაისი. მაიამი-ინდიანა

26 მაისი. ინდიანა-მაიამი

28 მაისი. ინდიანა-მაიამი

30 მაისი. მაიამი-ინდიანა*

1 ივნისი. ინდიანა-მაიამი*

3 ივნისი. მაიამი-ინდიანა*

სან ანტონიო-მემფისი

19 მაისი. სან ანტონიო-მემფისი

21 მაისი. სან ანტონიო-მემფისი

25 მაისი. მემფისი-სან ანტონიო

27 მაისი. მემფისი-სან ანტონიო

29 მაისი. სან ანტონიო-მემფისი*

31 მაისი. მემფისი-სან ანტონიო*

2 ივნისი. სან ანტონიო-მემფისი*

* - საჭიროების შემთხვევაში

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. პლეი ოფი. II რაუნდი: დასავლეთის ფინალი "სპურსი"-"მემფისია"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა