ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ჯონი ჯანელიძე: სიჭინავასთან შეხვედრაზე ლეგენდები შემითხზეს

ჯონი ჯანელიძე: სიჭინავასთან შეხვედრაზე ლეგენდები შემითხზეს

”ანდრო ჟორდანიას მსგავსი მწვრთნელები გვაკლია, სოფელ-სოფელ რომ ივლიან და ახალ ხურცილავებსა და მესხებს რომ მოძებნიან”
ცნობილი სპეციალისტი ჯონი ჯანელიძე "დიდ ავიაციაში" აღარ ჩანს: უმაღლესი, პირველი და რეგიონალლიგის არც ერთ გუნდს არ წვრთნის და და არც ბავშვთა ფეხბურთში საქმიანობს. მწვრთნელი, რომელიც პირველი ეროვნული ჩემპიონატის პირველი სენსაციის ავტორი იყო - 1990 წლის 30 მარტს თბილისის "დინამო" მშობლიურ ეროვნულ სტადიონზე ჯანელიძის მიერ გაწვრთნილმა ფოთის "კოლხეთმა" დაამარცხა...

- გამოჩენა ჩემზე არაა დამოკიდებული. თუ არ მიმიწვიეს... მუშაობა კი მინდა, მაგრამ ძალას ხომ არ ვიხმარ. ეტყობა, არავის ვჭირდები. გემოვნებაზე კი არ დაობენ. ახალგაზრდები უფრო უნდათ, ვიდრე გამოცდილები. სამწუხაროდ, პრეზიდენტები თავიანთზე ჭკვიან და გამოცდილ მწვრთნელებს ერიდებიან. არადა, სადაც ვიმუშავე, ყველგან შედეგი მქონდა.

- გამოცდილებს რომ აღარ სწყალობენ, ეს ტენდენციად იქცა...

- ...არადა, რამდენი გამოცდილი სპეციალისტია უმუშევარი, ვალერიან ჩხარტიშვილი, მურთაზ ხურცილავა, ელგუჯა გუგუშვილი, შოთა ჭეიშვილი, ახლა უკვე თემურ მახარაძე... უმუშევარი რეზო ძოძუაშვილი აქ არავის დასჭირდა და აზერბაიჯანში მიიწვიეს... მეშინია, ვინმე არ გამომრჩეს და ზოგადად ვიტყვი - ჩვენ გამოცდილ და პროფესიონალ მწვრთნელებს ვერ ვიყენებთ. რა დააშავა მახარაძემ, რატომ გაუშვეს? "ოლიმპი" ჩემპიონი გახადა, მაგრამ მუდმივად პირველ ადგილზე ვერ გავიდოდა. მწვრთნელის აღმოჩენაა რთული, თორემ მის მოხსნაზე ადვილი არაფერია.

- იქნებ, მიზეზი თქვენი თაობის მწვრთნელთა პიროვნული ან საქმიანი თვისებებისადმი უნდობლობაა? ბევრი ასეც ამბობს.

- იცით რას გეტყვით? დაწურული წვენი პირდაპირ დასალევად არ ვარგა. ასეა დამწყები მწვრთნელიც, "დამაჭრება" მაინც ვაცალოთ და ისე დავნიშნოთ. კარგი ფეხბურთელი ერთია და მწვრთნელობა სულ სხვა პროფესიაა, სწავლა და მუდმივი ძიება სჭირდება.

- საფეხბურთო აკადემია "ოლიმპში" აღარ მუშაობდით?

- ბავშვებში 9 წელი ვიმუშავე. "ოლიმპიდან" შარშან წამოვედი. მას შემდეგ თავისუფალი ვარ.

- თქვენი დაკვირვებით, როგორი თაობა იზრდება?

- საქართველოში ძლიერი თაობები ყოველთვის იბადებოდნენ. მთავარი - სწორი მიდგომა, პირობები, ყურადღებაა და გაიზრდებიან, მაგრამ საქართველოში ამას ვერ ვახერხებთ. ახლა მოედნებზე რომ წუწუნებენ, "ფეშეემ-ში" ბავშვებს ასფალტზე ვავარჯიშებდით, მაგრამ უნიჭიერესი ფეხბურთელები იზრდებოდნენ, რადგან იყო ფეხბურთის სიყვარული, მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელები და ბავშვებს ფულს არ თხოვდნენ.

- ახლანდელ ბავშვებს ძველებური სიყვარული, მწვრთნელებს კი ძველების კვალიფიკაცია არ აქვთ?

- ყველაზე ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ადრე უფრო კვალიფიკაციური მწვრთნელები მუშაობდნენ. არა იმიტომ, რომ მონდომება ან საზრიანობა აკლიათ, ბევრი ნიჭიერი სპეციალისტი მოდის, მაგრამ ხელშეწყობა სჭირდებათ. ჩემს ახალგაზრდობაში ყოველ სამ თვეში ერთხელ სემინარები გვიტარდებოდა, სხვადასხვა რესპუბლიკებში დავდიოდით, ცოდნასა და გამოცდილებას ვიზიარებდით, საკუთარ მინუს-პლუსებს ვხედავდით და ასე ვიზრდებოდით. ხუმრობა ხომ არაა? - 15 რესპუბლიკა 15 სტილია და ეს ძალიან დიდი სკოლა იყო.

- თქვენი და ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას შეხვედრაზე ლეგენდები დადის - თითქოს მან ვერ გიცნოთ და მწარედ უპასუხეთ. თუმცა თბილისური ჭორების არ მჯერა და თავად გვითხარით, რეალურად რა მოხდა.

- კარგია, რომ მკითხეთ, თორემ ხმებმა ჩემამდეც დამახინჯებით მოაღწია და ძალიან შევწუხდი. რეალურად, არაფერიც არ მომხდარა - შემთხვევით შევხვდით და ვერ მიცნო. თავი წარვუდგინე და შენს საკითხში გავერკვევიო. მერაბ ჟორდანიას დროს მოყვარულთა ნაკრები მებარა და ევროპის რეგიონთა თასის გათამაშებაში მეოთხე ადგილი დავიკავეთ. ამ გუნდიდან ძალიან ბევრმა ითამაშა საკმაოდ კარგი ფეხბურთი - ლევაზ გვაზავამ, გიორგი გაბიდაურმა, როინ ონიანმა... ამას გარდა, მის მშობლიურ ზუგდიდშიც მიმუშავია, ზესტაფონში, ფოთში, რა ვიცი, სად აღარ. რაიონში ჩემსავით 16 წელი არც ერთი თბილისელი მწვრთნელი არ საქმიანობდა. მერე ამ ჩვენს საუბარს ვიღაცამ ზედმეტები მიამატა, მაგრამ ამაში სალეგენდო არაფერია!

- საქართველოს ჩემპიონატის შეხვედრებს თუ ესწრებით?

- ძალიან იშვიათად. ძველებურად საინტერესო აღარ არის, დონეც დაბალია. პირველი 3 ჩემპიონატი იდეალურად ჩატარდა, თამაშებიც უფრო სწრაფი და სანახაობრივი იყო. საბჭოთა პირველობაზე მათ დონეზე და ტემპში უნდა გვეთამაშა. ამ მოთხოვნებმა ბევრი მოაზროვნე და კარგი შემსრულებელი წარმოაჩინა. მერე საკუთარ თავში ჩავიკეთეთ და იმ დონეს შევეჩვიეთ, რაც საქართველოში საკმარისია. არადა, შემცირებულმა მოთხოვნებმა უკან დაგვხია. ამას ხელი გუნდების სიმცირემაც შეუწყო. 10-გუნდიანი ჩემპიონატი არაფერს იძლევა. უფროსი ნოდარ ახალკაცი სულელი კი არ იყო, გუნდების რაოდენობა რომ გაზარდა. ვფიქრობ, დღეისათვის ოპტიმალური 16 ან 18 გუნდია. ასეთ გარემოში მეტ ფეხბურთელს და მწვრთნელს ექნება პრაქტიკა და გაზრდის შანსი, საბოლოოდ კი ეს პროცესი ნაკრებზეც აისახებოდა.

- ათბალიანი სისტემით პირველ და დღევანდელ ჩემპიონატს რამდენ ქულას დაუწერდით?

- პირველ ჩემპიონატს 9 ქულით შევაფასებდი, დღევანდელს კი ოთხიანით. თუმცა ვითარება უცებ გამოსწორდება, პურს მეპურე თუ გამოაცხობს. ხალხმა ფული იშოვა და ჰგონიათ, ფეხბურთი იციან. ამ დროს, უამრავ გამოცდილ სპეციალისტს ვერ ვიყენებთ.

- იმდენად კრიტიკულად ხართ განწყობილი, ალბათ, არც ერთი გუნდი არ მოგწონთ.

- არა, რატომ? "ოლიმპი" მომწონს, "ვიტ ჯორჯია", რომელმაც ბევრი ფეხბურთელი გაზარდა და "დინამო", მაგრამ ამ უკანასკნელს მეტი მოეთხოვება. მომწონს ზესტაფონის "მარგვეთი" (იგულისხმა "ზესტაფონი" - რედ.), მაგრამ არასტაბილური გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს და რომ იცოდეთ, ესეც კლასზე მეტყველებს. ადრე გუნდებს სტილი ჰქონდათ, ახლა უმრავლესობა ერთფეროვანია, სტილი, ხასიათი და ინდივიდუალიზმი სადღაც გაქრა. მიმაჩნია, რომ ფოთის "კოლხეთი" დინამოსთან" 0:5 არ უნდა აგებდეს. ისიც გაუგებარია, ფეხბურთელი ვარჯიშს რომ აცდენს. ასე სად გაგონილა? ბევრი პრობლემაა.

ანდრო ჟორდანიას მსგავსი მოსიყვარულე მწვრთნელები გვაკლია, სოფელ-სოფელ რომ ივლიან და ახალ ხურცილავებსა და მესხებს რომ მოძებნიან. 1966 წელს ჟორდანიას ტყიბულის "მეშახტე" ჩააბარეს და მეორე ლიგის აუტსაიდერი პირველ ლიგაში გადაიყვანა. სასწაული კაცი იყო, აქედან რომ გააგდებდნენ, ივანოვო-ვოზნესენსკში მიდიოდა. "დინამოს" რომ გაუჭირდებოდა, მხოლოდ მაშინ ეძახდნენ. ნოე ჟორდანიას ძმიშვილი იყო და არ სწყალობდნენ. არავის შეეშალოს - მილიონებიც რომ დაახარჯოს გუნდს, თუ მწვრთნელი უნიჭოა, იმის დარგული ხე ნაყოფს ვერ გამოიღებს. დღეს ბევრი მწვრთნელი არ მეგულება, რომელიც ყოველდღიურად ეცნობა პრესას, თვალს ადევნებს უცხოურ ლიგებში მიმდინარე ტენდენციებს, აანალიზებს ტაქტიკურ და თეორიულ ცვლილებებს იცის ინგლისური და სხვისი გამოცდილების გაზიარებას არ თაკილობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

• aleqsi

ჯონი ჯანელიძე ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი უნიჭიერესი მწვრთნელი გამორცეულად კოლორიტული ფიგურაა. კარგი სტატიაა, მართლაც საინტერესოა რატომ არიან ესეთი პროფესიონალები ჩრდილში?

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!