ჰოკეი. მსოფლიოს ჩემპიონატი
მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ფინალისტი გახდა შვედეთის ნაკრები, რომელმაც თავის ძველ მეტოქეს - ფინეთს შანსი არ დაუტოვა. ასე რომ, "ტრე კრუნურმა" მიიღო შანსი, 1986 წლის შემდეგ გამხდარიყო პირველი მასპინძელი ქვეყანა, რომელიც პლანეტის საუკეთესო გუნდის ტიტულს მოიპოვებდა.

შვედებს კარგად ახსოვდათ ორი წლის წინანდელი ამბავი, როცა ფინელებმა გაანადგურეს ფინალში და ამ მარცხისთვის რევანში იყო ასაღები. შარშან, ასევე საშინაო ჩემპიონატზე, გუნდებმა მედლები ვერ მოიპოვეს: ფინეთმა მეოთხე ადგილი დაიკავა, შვედეთი კი საერთოდ ვერ გავიდა ნახევარფინალში.

ფინეთმა ფინალი უხეშობით დაიწყო და პირველ ათ წუთში შვედებმა ორჯერ მიიღეს რიცხობრივი უპირატესობა. მეორე ცდაზე მათ შეძლეს ანგარიშის გახსნა - ჰენრიკ სედინის დარტყმას მიმართულება შეუცვალა ლუი ერიქსონმა - 1:0.

"სუომი" შესვენების შემდეგ გააქტიურდა და დიდი დრო მეტოქის ზონაში გაატარა, მაგრამ იმ დღეს არ მისდიოდა თამაში კონტიოლასა და მის პარტნიორებს. თანაც, მეორე პერიოდში სწორედ კონტიოლას გაძევება გახდა საბედისწერო, რადგან შვედებმა ისევ გამოიყენეს რიცხობრივი უპირატესობა - ერიქსონმა დუბლი შეასრულა, საგოლე პასი კი მას ისევ ჰენრიკ სედინმა მისცა - 2:0.

ვერ ვიტყვით, რომ ფინეთის ნაკრები ცუდად თამაშობდა, მაგრამ უფრო კარგი იყო იმ დღეს შვედეთის დაცვა და მეკარე ენროტი. მათ მოახერხეს ნახევარფინალში საკუთარი კარის "მშრალად" შენახვა. მატჩს წერტილი ჰენრიკ სედინმა დაუსვა, რომელმაც ცარიელ კარში გაიტანა. ძმებმა სედინებმა დროულად უშველეს შვედეთს - "ტრე კრუნურმა" პლეი ოფში ხუთი გოლი გაიტანა და ხუთივეში მიიღეს მონაწილეობა "ვანკუვერის" ფორვარდებმა.

შვედეთი-ფინეთი 3:0

1:0, 1:0, 1:0

1:0 ლ. ერიქსონი-3 (ჰ. სედინი-3, დ. სედინი-4), 2:0 ლ. ერიქსონი-4 (ჰ. სედინი-4, დ. სედინი-5), 3:0 ჰ. სედინი-2 (ლ. ერიქსონი-5, ტალინდერი-2).

შვეიცარიის ნაკრებმა ისტორიაში მეორედ მოიპოვა ფინალში თამაშის უფლება. პირველად ეს 1935 წელს მოხდა, როცა ამ გუნდმა ვერცხლის მედლები მოიპოვა. ახლა შვეიცარიელებს მეტის მიღწევის ამბიცია ჰქონდათ, რადგან ფინალამდე ისე მივიდნენ, რომ ზედიზედ ცხრა (!) მატჩი მოიგეს; თან ორჯერ დაამარცხეს ჩეხეთი, მოუგეს შვედეთს, კანადას და აშშ-ის ნაკრებს, რომელმაც მეოთხედფინალში რვა გოლი გაუტანა რუსეთს.

რაც შეეხება ამერიკას, მან 1933 წელს მოიგო ოქრო, ბოლო 21 წლის განმავლობაში კი მხოლოდ ხუთჯერ მიაღწია ნახევარფინალამდე, მაგრამ უფრო შორს წასვლა ვერ შეძლო; 1996 და 2004 წლებში კი ბრინჯაოს მედლები მოიგო.

ამჯერადაც ამერიკას მე-3 ადგილისთვის მატჩით მოუწია დაკმაყოფილება. როგორც ჩანს, შვეიცარიამ კარგად შეისწავლა რუსეთისა და აშშ-ის შეხვედრის ჩანაწერი და არ დაუშვა შაიბის ხშირი დაკარგვა. თან, ევროპელებმა ძალიან აქტიურად დაიწყეს მატჩი და რომ არა ამერიკელთა 19 წლის მეკარე გიბსონი, შეხვედრა დიდი ანგარიშით დასრულდებოდა.

პირველივე შეტევაში უოკერმა ძელს გაარტყა შაიბა, ნიდერაიტერმა კი მეკარე მოატყუა, მაგრამ ცარიელ კარში ვეღარ დაარტყა... საერთო ჯამში, შვეიცარიამ პირველ პერიოდში 18 (!) ზუსტი დარტყმა შეასრულა, მაგრამ ვერ გაიტანა. ამერიკელებმა კი ამ დროის განმავლობაში ცხრაჯერ შეაწუხეს რეტო ბარტა.

მეორე პერიოდში ამერიკელებმა ოდნავ დააცხრეს მეტოქის ტემპი, თუმცა, საერთო ჯამში, კვლავაც სწრაფი, თითქმის უპაუზო თამაში მიდიოდა, რომელსაც მხოლოდ გოლი აკლდა. პირველი შაიბა ზუსტად მატჩის ეკვატორზე გავიდა - ცენტრალურ ზონაში პალუშაიმ შაიბა დაკარგა და პლუსმა და ნიდერაიტერმა კარგად გამოიყენეს "ორი ერთზე" გასვლა.

მესამე პერიოდში შვეიცარიამ სამჯერ ვერ გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობა. სამაგიეროდ, თანაბარი შემადგენლობებისას უოკერი გაიქცა კონტრშეტევაზე და უძლიერესი დარტყმით 2:0 დააფიქსირა.

რეტო ბერამ ბოლომდე "მშრალად" შეინახა საკუთარი კარი, რეტო სურიმ კი ბოლოს ცარიელ კარში გაიტანა - 3:0.

შვეიცარია-აშშ 3:0

0:0, 1:0, 2:0

გოლები: 1:0 ნინო ნიდერაიტერი-5 (პლუსი-6), 2:0 უოკერი-3 (მოზერი-2, ფურერი-1), 3:0 სური-3 (ნიდერაიტერი-3).

შვედეთმა ნავსი გატეხა

შვეიცარიამ კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა და წააგო ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი. არადა, ფინალში პირველი სწორედ შვეიცარიელებმა გაიტანეს - მეხუთე წუთზე გუნდი დააწინაურა ერთადერთმა ლეგიონერმა რომან იოზიმ. სხვათა შორის, შვეიცარიამ ათი მატჩიდან მეცხრედ მოახერხა დაწინაურება, მაგრამ წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, ამჯერად უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.

შვედეთმა მხოლოდ მეცხრე წუთზე შეასრულა პირველი ზუსტი დარტყმა და ის გოლით დასრულდა, რის შემდეგაც მასპინძლები დომინირებდნენ მოედანზე. ბრწყინვალე იყო ამ მატჩში შვედების მეკარე იონას ენროტი, რომელმაც 27-დან 26 დარტყმა მოიგერია და ტურნირის საუკეთესო მეკარის პრიზი მოიპოვა.

პირველ პერიოდში შვეიცარია ზედმეტად უხეშობდა. ერთ ეპიზოდში ამბულმა "2+10" ჯარიმა მიიღო და ჰენრიკ სედინმა რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა. მეორე პერიოდში შვედები ზედმეტად ფრთხილობდნენ და წინ წასვლით თავს არ იკლავდნენ. გადამწყვეტი აღმოჩნდა მესამე პერიოდის შუაში საკუთარ ზონასთან ახლოს შვეიცარიელების შეცდომა, რითაც ლანდესკოგმა და ჰიალმარსონმა კარგად ისარგებლეს - 3:1.

შვედებმა, კლასის ხარჯზე, გამარჯვებამდე მიიყვანეს საქმე, თანაც, დარჩენილ დროში კიდევ ორჯერ აიღეს მეტოქის კარი.

შვედეთი თავისი არსებობის ისტორიაში მეცხრედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. რაც მთავარია, 1986 წლის შემდეგ პირველად, პლანეტის საუკეთესო გუნდი მასპინძელთა ნაკრები გახდა.

მე-3 ადგილისთვის

აშშ-ფინეთი 3:2 (ბ)

0:2, 0:0, 2:0, 0:0

გოლები: 1:0 კ. სმიტი-4 (შჩასტნი-8, მოსი-3), 2:0 შჩასტნი-7 (ტროუბა-2, კ. სმიტი-10), 1:2 კორპიკოსკი-2 (ვაანანენი-3, გრანდლუნდი-1), 2:2 კორპიკოსკი-3 (გრანლუნდი-2, კონტიოლა-8).

გადამწყვეტი ბულიტი: გალჩენიუკი (აშშ).

ფინალი

შვეიცარია-შვედეთი 1:5

1:2, 0:0, 0:3

გოლები: 1:0 იოზი-4 (უოკერი-4), 1:1 გუსტაფსონი-1 (პეტერსონი-4, ლუნდკვისტი-3), 1:2 ჰ. სედინი-3 ), 1:3 ჰიალმარსონი-2 (ლანდესკოგი-4), 1:4 ლ. ერიქსონი-5 (ჰ. სედინი-5), 1:5 ჰ. სედინი-4.

ბომბარდირები

პეტრი კონტიოლა (ფინ) 16 (8+8)

პოლ შჩასტნი (აშშ) 15 (7+8)

კრეიგ სმიტი (აშშ) 14 (4+10)

ილია კოვალჩუკი (რუს) 13 (8+5)

სტივენ სტემკოსი (კან) 12 (7+5)

იუჰამატი აალონენი (ფინ) 11 (4+7)

ალექსანდრ რადულოვი (რუს) 10 (5+5)

ლუი ერიქსონი (შვედ) 10 (5+5)

გოლეადორები

პეტრი კონტიოლა (ფინ) 8

ილია კოვალჩუკი (რუს) 8

პოლ შჩასტნი (აშშ) 7

სტივენ სტემკოსი (კან) 7

ლაურის დარძინსი (ლატ) 5

ალექსანდრ რადულოვი (რუს) 5

ლუი ერიქსონი (შვედ) 5

ნინო ნიდერაიტერი (შვეიც) 5

რეტო სური (შვეიც) 5

ასისტენტები

კრეიგ სმიტი (აშშ) 10

პოლ შჩასტნი (აშშ) 8

პეტრი კონტიოლა (ფინ) 8

რომან კუკუმბერგი (სლოვაკ) 7

იუჰამატი აალონენი (ფინ) 7

სიმბოლური ნაკრები

მეკარე: იონას ენროტი (შვედეთი).

მცველები: რომან იოზი (შვეიცარია), იულენ უოკერი (შვეიცარია).

თავდამსხმელები: პეტრი კონტიოლა (ფინეთი), პოლ შჩასტნი (აშშ), ჰენრიკ სედინი (შვედეთი).

ტურნირის MVP: რომან იოზი (შვეიცარია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

შეურაცხყოფილი რუსეთი

del piero 10
ეს რა სტატიაა რა არის ტო?! ჩემპიონები გახდნენ და ფინალურ მატჩზე არაფერი გითქვამთ...
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა