ერევანში საგზატკეცილო ველოსპორტში სამ ასაკობრივ ჯგუფში სომხეთის ღია პირველობა გაიმართა
ერევანში საგზატკეცილო ველოსპორტში სამ ასაკობრივ ჯგუფში სომხეთის ღია პირველობა გაიმართა.

საქართველოდან მხოლოდ იუნიორები და კადეტები (1997-98 წწ. დაბადებულნი) ჩაებნენ ასპარეზობაში.

ჩვენს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ომარ ფხაკაძე, რომელსაც მეზობელი ქვეყნიდან დაბრუნებისთანავე გავესაუბრეთ.

- იუნიორებიდან სამი სპორტსმენი გვყავდა წაყვანილი, კადეტებიდან კი სომხეთში რვა ჩვენიანი ასპარეზობდა, მაგრამ ამ რვიდან ხუთი 1999-2000 წლებში დაბადებული იყო, რომლებიც "თბილისი-2015"-ისთვის ემზადებიან. - ამბობს ფედერაციის პრეზიდენტი. - შეჯიბრება საკმაოდ რთული და, ამდენად, საინტერესო გამოდგა. ჩვენმა დიმიტრი ხოსიაურმა იუნიორების ინდივიდუალურ რბოლაში მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო ჯგუფურ რბოლაში ყველას აჯობა.

კადეტებიდან ათეულში ყველა შევიდა, თუმცა საპრიზო ადგილზე კრიტერიუმში ამ ასაკობრივი ჯგუფის ლიდერმა გიორგი პეტრინმა იმარჯვა. იგი 1999 წელსაა დაბადებული და ორი წლით უფროსებთან ჭიდილში მესამე ადგილის დაკავება ძალიან კარგი შედეგია.

- ასე რომ, ბოლო ტურნირებიდან უმედლოდ არ ბრუნდებით...

- ეს სპორტსმენებთან ერთად მწვრთნელების დიდი დამსახურებაცაა, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა მაღალ შედეგებს მიაღწიონ. სომხეთში ისიც იყო თვალსაჩინო, რომ ჩვენს ბიჭებში გუნდური სულისკვეთება იგრძნობოდა, რაც თავისთავად მწვრთნელების დამსახურებაა. ბიჭები სწავლობენ ერთმანეთის დახმარებას, მხარში დგომას. ასე რომ, შეიძლება ითქვას, ნელ-ნელა ყალიბდება სპორტული კულტურა.

- მწვრთნელები ვინ არიან?

- იუნიორთა ნაკრების მწვრთნელია კობა აბაიშვილი, კადეტებისა - ანატოლი სტაშევსკი.

- ამ შეჯიბრებამდე ჟენევაში ველოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის ასამბლეაზე იყავით მიწვეული. ორი სიტყვით ამ ფორუმზეც გვითხარით...

- ორმოცზე მეტი ფედერაციის წარმომადგენელი შევიკრიბეთ. ორდღიანი სემინარები გვქონდა. ოთხი საკითხი განვიხილეთ: მენეჯმენტი ველოსპორტში, პრესასთან ურთიერთობა, მასობრიობის განვითარება და სპონსორების მოძიება.

მთავარი ის არის, რომ კარგი ურთიერთობები დავამყარე როგორც საერთაშორისო ფედერაციის მესვეურებთან, ისე ცალკეულ ქვეყნებთან.

არის დაპირებები დახმარებაზე, ინვენტარსაც შეგვპირდნენ. უნდა ითქვას, რომ ბოლო ათწლეულებში საქართველოს არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია საერთაშორისო ფედერაციებთან, რამაც საგრძნობლად ჩამოგვაქვეითა.

როცა ურთიერთობა არა გაქვს, ბუნებრივია, ყურადღებაც თითქმის არ გექნება. ახლა თავიდან ვცდილობ ამ ურთიერთობების აღდგენას.

თითქმის ყოველდღიური კონტაქტი თუ არ გექნა საერთაშორისო ფედერაციებთან, ძალიან გაგიჭირდება წინსვლა. ჩვენისთანა ფედერაციისთვის ძალიან სასარგებლოა მოწინავე ქვეყნებთან ურთიერთობა. მათგან უნდა ვისწავლოთ ის, თუ როგორ მიაღწიეს წარმატებებს.

- ახლო მომავალში რა შეჯიბრებები გელით?

- 26-29 მაისს მოსკოვში ლესნიკოვის მემორიალი ტარდება, სადაც იასპარეზებენ მსოფლიოს უძლიერესი სპორტსმენები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ინგლისიდან... ჩვენგან მხოლოდ სატრეკო ველოსპორტის ლიდერი დავით ასკურავა გაემგზავრება.

გარდა ამისა, ზაფხულში რამდენიმე ტურნირი გველოდება. მოგეხსენებათ, გამოცდილების მისაღებად და სპორტული დონის ასაწევად აუცილებელია მაღალი რანგის შეჯიბრებებში მონაწილეობა.

ჩვენც ყველანაირად ვეცდებით, სამივე დისციპლინის მიმდევრებს მივაღებინოთ მონაწილეობა ასეთი დონის ტურნირებში.

ყოველი წარმომადგენლობითი ტურნირი თითო ნაბიჯით წინ გწევს და გვინდა, მომავალი წლისთვის უფრო დახვეწილი და ძლიერი გუნდი გვყავდეს. რაც მთავარია, მონდომება არის როგორც სპორტსმენთა, ისე მწვრთნელთა მხრიდან.

დავით ჭელიძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა