ფერნანდო ტორესმა აწ უკვე დასრულებული საკლუბო სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა
ფერნანდო ტორესმა "სტემფორდ ბრიჯზე" კარიერა 2011 წლის იანვარში დაიწყო. მას მერე გულშემატკივარს ესპანელთან მხოლოდ ერთი სასაყვედურო აქვს:

"ელ ნინიოს" ცოტა გოლი გააქვს, თორემ მონდომებასა და გუნდისთვის თავდადებას მას არავინ უკარგავს. პრეტენზიას საფუძველი ნამდვილად აქვს.

თავად წარმოიდგინეთ, 29 წლის თავდამსხმელმა მეორე წრეში პრემიერლიგაში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა. "ევერტონამდე" მშრალი სერია 18 შეხვედრა გაგრძელდა.

უკანასკნელად ტორესს 23 დეკემბერს, "ასტონ ვილასთან" (8:0) შეხვედრაში ჰქონდა გატანილი. მერსისაიდელებთან მატჩში ესპანელმა ინგლისის ჩემპიონატში თავისი მე-80 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში ტორესმა საკლუბო დონეზე 64 თამაში ჩაატარა, 22 გოლი შეაგდო და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. აქედან 8 გოლი და 9 პასი - ჩემპიონატში. ამას დაუმატეთ 3 თამაში ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაშიც.

67 შეხვედრა "ელ ნინიოს" აქამდე არასდროს ჩაუტარებია, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ აპირებს გაჩერებას, რადგან "ფურია როხასთან" ერთად კონფედერაციის თასზე გამგზავრებაზე ოცნებობს. ვფიქრობთ, რომ ტორესის თამაშის უარყოფითად შესაფასებლად, ძალიან ძნელია, ვინმეს ენა მოუბრუნდეს:

"დარწმუნებული ვარ, რომ სეზონში ჩატარებული თამაშებით რეკორდი დავამყარე, მაგრამ იმედია, რომ კიდევ ვითამაშებ, რადგან წინ ბრაზილიაში კონფედერაციის თასის გათამაშება გველის. მხოლოდ ამის მერე თუ ჩავთვლი სეზონს დახურულად. როცა ტრავმის შემდეგ მოედანს უბრუნდები, შენდა უნებურად იმაზე ფიქრს იწყებ, რომ სამომავლოდ მაინც აირიდო დაზიანება, შენი სხეული დამატებით რისკებს მოარიდო. მთავარია, დროულად მოახერხო და ექიმს იქამდე მიაკითხო, ვიდრე პროფილაქტიკა უკვე დაგვიანებული არ არის.

ის ფეხბურთელები, რომელთაც მძიმე ტრავმები ჯერ არ ჰქონიათ, ამაზე წინასწარ უნდა დაფიქრდნენ. ამ დროს შეიძლება გეჩვენებოდეს, რომ შენ მსგავსი რამ არ გემუქრება, მაგრამ ეს თითქმის გარდაუვალია. ასაკთან ერთად კი, ამის შანსი კიდევ უფრო იზრდება. ამიტომ შენს თავზე მუშაობა უფრო მეტად გიწევს, ვიდრე ამას წარმოიდგენდი.

ხუან მატამ "ჩელსის" საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება დაიმსახურა. არჩევანის გაკეთება მასა და ედენ აზარს შორის რთული იყო, რადგან გუნდისთვის ბელგიელმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა. თუმცა ხუანის მიღწევები, საიმედოობა და მიზანმიმართულობა განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს. გადატვირთული სეზონის ბოლოს ყველას ძალიან გაგვიჭირდა. მატა კი, ჩემი აზრით, სწორედ ამ დროს ათამაშდა ყველაზე სტაბილურად.

შარშან ჩვენ ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ, წელს – ევროპის ლიგა. იმ გუნდის რიგებში საუკეთესოდ დასახელება, რომელიც ასეთ ტურნირებში იმარჯვებს, კიდევ უფრო საამაყოა. იმედია, ის მომდევნო სეზონს კიდევ უფრო მაღალ დონეზე ჩაატარებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფერნანდო ტორესი: მართლა ძალიან გვინდოდა ევროპალიგის მოგება

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა