სუპერლიგის ფინალის პირველ შეხვედრაში გეორგიოს კეცელიდისის გუნდმა "ოლიმპი" 79:71 დაამარცხა
როგორც მოსალოდნელი იყო, სუპერლიგის ფინალში "ოლიმპი" და "შსს აკადემია" გავიდნენ. მატჩის წინ ორ გამოცდილ მწვრთნელთან მომიწია დალაპარაკება. ერთმა შანსები 50-50-ზე შეაფასა, მეორემ - 60-40-ზე, "ოლიმპის" სასარგებლოდ.

ეს იმას ნიშნავდა, რომ ორივე გუნდი თანაბარი ძალისაა და სერიაშიც თანაბარ ბრძოლებს უნდა დავლოდებოდით.

ასეც მოხდა - მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ "ოლიმპთან" თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა, მეოთხე პერიოდის დასაწყისში, მიხეილ ბერიშვილის სამქულიანების წყალობით, ოლიმპელებმა 9:0 გაქცევა მოაწყვეს და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს - 61:62.

სამქულიანები ვახსენეთ და ამ კომპონენტმა დიდწილად იმოქმედა მატჩის შედეგზე. პირველ ტაიმში მხოლოდ "ოლიმპს" ჰქონდა ჩაგდებული 2 სამიანი, მეორე ნახევარში კი ორივე გუნდმა 8-8 შორეული ტყორცნა გამოიყენა და იოლი წარმოსადგენია, რაოდენ სანახაობრივი გამოდგა მეორე 20-წუთიანი მონაკვეთი.

სხვათა შორის, მას მერე, რაც "ოლიმპმა" სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა (მეოთხე რაუნდში), "შსს აკადემიას" კალათბურთელებმა ასევე სამქულიანებით სხვაობა ჯერ ხუთ ქულამდე გაზარდეს, შემდეგ - რვამდე და საბოლოოდ მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს.

ძალოვნებმა საბოლოოდ მოახერხეს ფარქვეშ უპირატესობის მოპოვება. მართალია, ეს უპირატესობა შთამბეჭდავი არ იყო, მაგრამ გამარჯვებისთვის მაინც საკმარისი აღმოჩნდა.

21 მაისს სერიის მეორე მატჩია და როგორც მწვრთნელებმა თქვეს, კიდევ უფრო საინტერესო ორთაბრძოლა უნდა გამოდგეს. 18 საათზე სპორტის სასახლეში გელით.

მატჩის შემდეგ:

გეორგიოს კეცელიდისი (შსს აკადემია):

"როგორც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე აღვნიშნე, დიდი წარმატება იყო ჩვენთვის ფინალში გასვლა. ალბათ, სეზონის დასაწყისში ზოგი არც ელოდა ჩვენგან ამ შედეგს.

მოვედით, რათა აგვეღნიშნა ფინალში გასვლა და ამ სიხარულს დაემატა საქართველოს საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ გამარჯვება.

ჩემს მოთამაშეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ "ოლიმპთან" თამაშისას, რომელსაც ძალიან კარგი შემადგენლობა და მწვრთნელი ჰყავს, არასდროს შეიძლება მოდუნება. დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში კონცენტრაცია დავკარგეთ და მაშინვე მეტოქემ 3 სამქულიანი ჩააგდო.

ორივე გუნდისთვის ძალიან რთული იქნება ხვალინდელი თამაში, რადგან წარმოუდგენელია ზედიზედ ორი თამაშის ასეთ დონეზე ჩატარება.

დავისვენებთ და განვეწყობით მეორე მატჩისთვის და შევეცდებით, კიდევ ერთი გამარჯვება მოვიპოვოთ".

გია კაზანჯიანი (ოლიმპი):

"ვულოცავ "შსს აკადემიას" გამარჯვებას. ყველა კომპონენტში გვაჯობეს - მოხსნებში, პასებში, ჯარიმებში. შეხვედრა ლოგიკური შედეგით დასრულდა.

თუმცა სერია ახლა დაიწყო, ყველაფერი წინაა და ვეცდებით, ხვალ უკეთესად ვითამაშოთ როგორც დაცვაში, ისე შეტევაში".

ბენჯამინ რეიმონდი (შსს აკადემია):

"განსხვავებით თასის გათამაშებისა, სუპერლიგის ყოველ თამაშს ისე ვუყურებთ, როგორც ფინალს და მაქსიმუმს ვაკეთებთ".

მიხეილ ბერიშვილი (ოლიმპი):

"იმედია, გამოვასწორებთ შეცდომებს და აგრესიულად შევხვდებით მეორე თამაშს. გპირდებით, ხვალინდელი შეხვედრა კიდევ უფრო დაძაბული და საინტერესო იქნება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბერიშვილის შედეგიანი თამაშის მიუხედავად მისი გუნდი ლიდერთან დამარცხდა
საქართველოს U16 ნაკრები სტამბოლში საბერძნეთთან ბრძოლაში დამარცხდა
სანაძის 20 ქულა და მარცხი ყატარის თასის გათამაშებაში
U18. უკრაინა-საქართველო 71:72 - კიდევ ერთი საოცარი გამარჯვება
"ბათუმმა" "დინამოსაც" სძლია და მე-7 ადგილზე გამაგრდა
U16. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში საასპარეზოდ გაემგზავრა
ბერიშვილის 27 ქულა და ბოლო პერიოდში წაგებული თასის ფინალი
კალათბურთის გაკვეთილები სკოლის ფიზკულტურის მასწავლებლებისთვის დაიწყო
ბერიშვილის "ალ შამალი" ლიდერებში გამაგრდა
მიხეილ ბერიშვილს მოგებულ მატჩში სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა
20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები სომხეთში, საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა
ბერიშვილის ორმაგი დუბლი და ყატარის ჩემპიონობის შანსი