რუსეთის 16-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუნდში ორ ქართველ ახალგაზრდას უხმო
რუსეთის 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მომავალი შესარჩევი ციკლისთვის ემზადება. ახლა გუნდი მოსამზადებელ ეტაპს უკრაინაში ატარებს, სადაც ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტის - ვიქტორ ბანიკოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ტარდება.

შევიტყვეთ, რომ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერგეი კირიაკოვმა შეკრებაზე ორი ქართველი ახალგაზრდა წაიყვანა - ნახევარმცველები ნიკა ყიფიანი და გიორგი მელქაძე.

მათზე "ლელო" უკვე წერდა: თბილისში დაბადებული 15 წლის ყიფიანი მოსკოვის "ლოკომოტივის" 17-წლამდელთა გუნდის პლეიმეიკერი, ბომბარდირი და ლიდერია.

მოსკოვის "სპარტაკის" აღზრდილი მელქაძეც შემტევი ნახევარმცველია, არის გუნდის კაპიტანი და ბომბარდირი.

ორივეს სისტემატურად იწვევდნენ რუსეთის 16-წლამდელთა ნაკრებში და მათ ბანიკოვის ტურნირზეც ითამაშეს: სერბეთის ნაკრებთან ყიფიანი მოედანზე 41-ე წუთზე გამოჩნდა, მელქაძე - 72-ეზე.

სამაგიეროდ, ლატვიასთან ნიკა ძირითადში იყო და 51-ე წუთზე შეცვალეს, მელქაძე ამჯერადაც სათადარიგოებში იყო და თამაშში 41-ე წუთზე ჩაერთო. პირველი მატჩი 0:0 დასრულდა, ლატვიელებს კი რუსებმა 5:2 მოუგეს.

მესამე მატჩი კირიაკოვის გაწვრთნილებმა ჩეხებთან 1:1 დაასრულეს, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და ფინალში თურქეთს დაუპირისპირდნენ.

კირიაკოვმა ორივე ქართველი ნახევარმცველი შეცვლაზე ათამაშა - ნიკა ყიფიანი მოედანზე 41-ე წუთზე შევიდა, გიორგი მელქაძე კი - 62-ეზე.

რუსებმა მეტოქეს ვერაფერი მოუხერხეს, 0:1 წააგეს და საბოლოოდ, მე-2 ადგილს დასჯერდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ddd
აი ამიტო იკარგება საქარტველოში ფეხბურთელი
gia
გამყიდველი ქართველები ხზართ ყველანი განურჩევლად
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა