"ლივერპულმა" კოლო ტურე უკვე დაიბევა და კიდევ ერთ მცველს ეძებს
ბრიტანული "დეილი მეილის" ჟურნალისტის, დომინიკ კინგის მტკიცებით, "მანჩესტერ სიტის" 32 წლის ივუარელი ცენტრალური მცველი კოლო ტურე კარიერას "ლივერპულში" განაგრძობს.

ვეტერანს "ქალაქელებთან" ხელშეკრულება ერთი თვის შემდეგ უმთავრდება. შესაბამისად, ის "ენფილდზე" სრულიად უსასყიდლოდ ამოჰყოფს თავს. "სიტიში" ფეხბურთელმა ოთხი წელიწადი გაატარა, თუმცა ძირითადის მოთამაშედ არასოდეს მიიჩნეოდა. ამ ხნის განმავლობაში მან სულ 99 თამაში ჩაატარა. ბრენდან როჯერსი კოლო ტურეს პენსიაზე გასული ჯეიმი კარაგერის შემცვლელად განიხილავს. ამჟამად ივუარელი ამერიკაში იმყოფება გუნდთან ერთად, მერსისაიდს კი ის ოკეანის გაღმიდან დაბრუნებისთანავე ესტუმრება.

აფრიკელის აგენტსა და "ლივერპულს" შორის პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება უკვე მიღწეულია. მოსალაპარაკებელი მხოლოდ დეტალებიღა დარჩა. რამდენიმე დღის წინ ჩვენ უკვე ვწერდით, რომ კოლო ტურე უპირატესობას ინგლისურ კლუბებს მიანიჭებდა, რადგან მას ამ ქვეყნიდან წასვლის პერსპექტივა არ ხიბლავს.

12 მილიონი პაპადოპულოსში

"ლივერპულ ექოს" ინფორმაციით, "ლივერპული" მზად არის, "შალკეს" 21 წლის ბერძენი ცენტრალური მცველი კირიაკოს პაპადოპულოსი შეიძინოს. ბერძენ ფეხბურთელზე მოლაპარაკებების დაწყებას "წითლები" შარშან შემოდგომაზეც აპირებდნენ, მაგრამ ნოემბერში კირიაკოსი მარცხენა მუხლზე საოპერაციო შეიქნა, რის გამოც მან ბუნდესლიგის მე-2 წრე მთლიანად გამოტოვა. ამჟამად ის უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

მერსისაიდელები იმედოვნებენ, რომ გერმანელები 12 მილიონ ფუნტს (14,13 მლნ ევრო) დათანხმდებიან. კოლო ტურეს გარდა, კიდევ ერთი სტოპერით დაინტერესება შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ბრენდან როჯერსი მარტინ შკრტელთან გამოთხოვებას აპირებს. 28 წლის სლოვაკი 2013 წლის იანვრიდან მოყოლებული, სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 2-ჯერ მოხვდა. იყო შემთხვევები, როცა ის საერთოდ განაცხადს მიღმაც კი რჩებოდა.

"ლივერპული" პაპადოპულოსის გარდა, ეშლი უილიამსისა ("სუონსი", 28 წლის) და ტობი ალდერვეირელდის ("აიაქსი", 24 წლის) კანდიდატურებსაც განიხილავს. ზემოთ ხსენებული წყაროს ცნობით, როჯერსმა ლისაბონის "სპორტინგს" 20 წლის ტიაგუ ილორიში 3,5 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ პორტუგალიელებს თანხა ეცოტავათ.

ერთი სიტყვით, მომდევნო სეზონისთვის "ენფილდზე" აუცილებლად გამოჩნდება მინიმუმ ორი ახალი უკანახაზელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლეგენდა, სახელად ჯეიმი კარაგერი

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა