ტურინის "იუვენტუსის" დამრიგებელმა დასრულებული სეზონის შეჯამებისას ბრძნული აზრები უხვად გამოთქვა
ტურინის "იუვენტუსის" დამრიგებელმა ანტონიო კონტემ დასრულებული სეზონის შეჯამებისას აღნიშნა, რომ არ ისურვებდა "ინტერის" ბედის გაზიარებას, რომელიც რამდენიმე წლის წინ ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე იყო.

"ჩვენს მშენებარე სახლს კიდევ ერთი აგური უნდა შევმატოთ. მუდმივად უნდა ვიზრუნოთ განვითარებაზე და გავიაზროთ, რომ წარმატება ყოველთვის არაა პროგრესის გარანტია. გამარჯვება ზოგჯერ პროგრესის გარეშეც მოდის.

ჩვენს თვალწინაა "ინტერის" მაგალითი, რომელმაც ერთ სეზონში მოიგო ჩემპიონატი, თასი და ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ შემდეგ ამაზე ვერაფერი დააშენა და ამ წარმატებიდან სულ რაღაც სამი წლის თავზე სულაც ჩააგდო სეზონი.

შარშან მოვიგეთ ჩემპიონატი ისე, რომ მთელი დისტანცია წაუგებლად გავიარეთ. ახლა კიდევ უფრო მეტი ქულა მოვაგროვეთ. დღევანდელი წარმატება სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელიც ჩანდა - ჩვენ ძალიან რთული პერიოდი დავძლიეთ.

უნდა ვიყუროთ წარსულში, რათა შევაფასოთ აწმყო და ვიფიქროთ სამომავლოდ განვითარებაზე. არ უნდა დავკმაყოფილდეთ მიღწეულით და გამუდმებით უნდა ვისწრაფვოდეთ გამარჯვებებისკენ - საამისოდ ჟინი და მოთმინებაა საჭირო", - აქვეყნებს კონტეს ნათქვამს "ფუტბოლ იტალია".

ასევე იხილეთ:

"იუვენტუსის" მწვრთნელს გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობისთვის 2,5 წლით ციხე მიუსაჯეს

ანტონიო კონტე: ხელმძღვანელობასთან მომავალი გეგმები განვიხილეთ [VIDEO]

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა