საქართველოს თასის ფინალში თბილისის "დინამომ" საჩხერის "ჩიხურას" დამაჯერებლად მოუგო
ის, რასაც ფეხბურთში მოულოდნელობას ეძახიან, არ მოხდა - ფინალი ფავორიტმა მოიგო.

"დინამო თბილისმა" სეზონი დუბლით დაასრულა, რაც სავსებით ლოგიკური გახლდათ - ეს გუნდი თითქმის ყველა პარამეტრით სხვებზე წინ იდგა.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ჩიხურას" დამრიგებელი სოსო ფრუიძე ამბობდა - "დინამოს" შეტევაში კარგი შემსრულებლები ჰყავს და ამ გუნდის სიძლიერეს მეტწილად ეს განაპირობებსო.

ფრუიძის სიტყვები ფინალში ასი პროცენტით ასრულდა.

არ იყო სასიამოვნო, რომ 22 მაისს გამართულ დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალს ძალიან ცოტა მაყურებელი ჰყავდა. თუ არ ვცდები, აქამდე ასეთი ცუდი დასწრება საქართველოს თასის არც ერთ ფინალს არ ჰქონია. ამ ყველაფერს თავისი მიზეზები აქვს და ამაზე ბჭობა სხვა დროს იყო.

ეს "დინამოს" დღე იყო. პირველი ტაიმის დასაწყისშივე უპირატესობას დუშან უჰრინის გუნდი დაეუფლა. პირველი სახიფათო მომენტიც "დინამოსი" იყო - ჩისკო პირისპირ შეეყარა "ჩიხურას" მეკარე გიორგი სომხიშვილს. ორთაბრძოლის შემდეგ ბურთი პეტერ გრაიციარს მიუვიდა და "დინამო" ამ ყველაფრიდან მხოლოდ კუთხურს გამორჩა. კუთხიდან ჩაწოდებულ ბურთზე კი ირაკლი ძარიას შეეძლო გატანა, მაგრამ მიზანი ვერ გაისწორა.

"დინამოს" არც "ჩიხურა" დაურჩა ვალში - დავით ბოლქვაძის კარგი პასით ნიკა კვასხვაძე გაიჭრა მარჯვენა ფლანგზე, შევიდა მეტოქის საჯარიმოში, თუმცა ხეირიანი არც დარტყმა გამოუვიდა და არც ჩაწოდება.

"დინამოს" თავდასხმის ცენტრში ჩისკო და ჯაბა დვალი ჰყავდა, რომელთაც ფლანგებიდან გრაიციარი და გიორგი მერებაშვილი ეხმარებოდნენ. შეიძლება ითქვას, უმცროსმა უჰრინმა გახსნილი ფეხბურთი შესთავაზა მოწინააღმდეგეს.

მერებაშვილი მარცხენა ფლანგიდან უქმნიდა პრობლემას "ჩიხურას" დაცვას. მან მე-14 წუთზე შოთა კაშიასთან ორთაბრძოლაში 11-მეტრიანი მოიპოვა, ჩისკოს დარტყმა კი სომხიშვილმა კუთხურზე მოიგერია.

სომხიშვილი ის მეკარეა, თუ თამაში წაუვიდა, შესაძლოა, იმ შეხვედრაში ყველა ძნელი ბურთი აიღოს. წესითა და რიგით, გაცუდებული პენალტის შემდეგ "დინამოს" "ჩიხურას" დაჯაბნა უნდა გაძნელებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

გაფუჭებული 11-მეტრიანის შემდეგ "ჩიხურა" თითქოს თამაშის იშტაზე მოვიდა. ბოლქვაძემ ერთხელაც გაუჭრა პასი კვასხვაძეს, ვინც ამჯერად მარცხნიდან შეიჭრა საჯარიმოში. რამდენიმე მცველის გარემოცვაში იმდენი მოახერხა, რომ დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა და დაბალი ბურთი დაარტყა, რომელიც ძელიდან განზე წავიდა.

საგოლე შანსი ჰქონდა ვაჟა ლომაშვილსაც, როცა რევაზ გოცირიძემ კორპუსით კარგად დააკავა მცველი. კარგადაც დაუგორა ბურთი თანაგუნდელს. ლომაშვილის დარტყმა კი გიორგი ლორიამ იოლად მოიგდო ხელებში.

ტაიმის ბოლოს საგოლე შესაძლებლობა უკვე "დინამომ" გაფლანგა - ესპანელმა ჩისკომ შორეულ ძელთან ჩააწოდა კუთხური და თანამემამულე უსტარიცმა მიზანს ააცილა.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, ბოლქვაძემ შორიდან ძლიერად რომ დაურტყა ლორიას. "დინამოსა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ ბურთი კი მოიგერია, მაგრამ ხიფათი ამით არ დასრულდა. კვასხვაძემ მცველი გააბითურა, მერე კი კარის გასწვრივ დააგორა - "ჩიხურამ" ამ ხელსაყრელი სიტუაციიდან მხოლოდ კუთხური მიიღო.

მერე კი მერებაშვილის დროც დადგა. დინამოელმა გარემარბმა მარჯვენა ფლანგიდან გრაიციარის პასი მიიღო, ერთ მცველს თავგზა აუბნია და ძლიერი დარტყმით "ცხრიანში" გაუშვა ბურთი - 1:0.

შემდეგ მერებაშვილმა კუთხური მოიპოვა, ჩააწოდა და ლევან ხმალაძემ თავური დარტყმით გაზარდა "დინამოს" უპირატესობა.

გრაიციარმა ერთხელაც გაილაღა მარჯვენა ფლანგზე, კარის გასწვრივ გაგზავნა ბურთი და ირაკლი ძარიამაც ყველაფერი რიგიანად შეასრულა - 3:0.

შეხვედრის ამ მონაკვეთში "დინამო" კარგად გაპოხილ მანქანას ჰგავდა, თუმცა ყველაფრის იმპულსი და სულისჩამდგმელი მერებაშვილი გახლდათ.

სამი გაშვებული გოლის შემდეგ "ჩიხურამ" თამაში გამოასწორა, რასაც უსტარიცის გაძევებამაც შეუწყო ხელი - გიორგი ქიმაძის პასით კვასხვაძე გადიოდა ხელსაყრელ პოზიციაზე. უსტარიცთან ორთაბრძოლაში მსაჯმა მიიჩნია, რომ ესპანელმა ხელით ითამაშა და ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევა კიდეც.

იხილეთ ვიდეო

კვასხვაძის ჯარიმა ლორიამ კუთხურზე მოიგერია. შემდეგ შოთა კაშიას შორეული, ჭკვიანურად დარტყმული ბურთი კარიდან ოდნავ გამოსულ ლორიას კი გადასცდა, მაგრამ ხარიხამ არ შეუშვა კარში. ედიკ საჯაიას შორეული დარტყმა დინამოელთა მეკარემ უკუაგდო...

"ჩიხურა" დიდი ანგარიშით წაგებას მაინც გადაურჩა - დათო კირკიტაძის ჩაწოდებულ კუთხურს "დინამოს" საჯარიმოში არეულობა მოჰყვა. საჯაიამ ბოლომდე იბრძოლა და ბურთი კარში გადაგზავნა.

მანამდე დვალს ჰქონდა გასატანი - სომხიშვილთან მარტო დარჩა. ორჯერ ცრუ მოძრაობა გააკეთა, მეტად მოხდენილად ცდილობდა გოლის გატანას და საგოლე შანსიც დაკარგა - ანგარიში უკვე 3:0 იყო და დვალს, ალბათ, ჰქონდა ამ ყველაფრის უფლება.

89-ე წუთზე უჰრინმა მერებაშვილი შეცვალა. ალბათ, იმიტომ, რომ გულშემატკივარს ფინალის საუკეთესო ფეხბურთელისთვის ტაშის დაკვრის კიდევ ერთი შესაძლებლობა ჰქონოდა...

იხილეთ ფოტოგალერეა

მატჩის შემდეგ

სოსო ფრუიძე:

"შეხვედრის შედეგზე გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ ინდივიდუალურმა, საშემსრულებლო ოსტატობამ იქონია. პირველ ტაიმში რამდენიმე საგოლე მომენტი შევქმენით და საშემსრულებლო ოსტატობა რომ გვქონოდა... გაიმარჯვა უძლიერესმა, თუმცა შესაძლებელი იყო, მატჩი სხვა შედეგითაც დასრულებულიყო".

დუშან უჰრინი:

"პირველი ტაიმის შემდეგ აქცენტი იმაზე გავაკეთე, რომ მეტი კონცენტრაციით გავსულიყავით მოედანზე. ახლა, პირველ რიგში, არდადეგებზე ვფიქრობთ, დასვენება გვჭირდება. ჩემპიონობა და თასი მოვიგეთ, რითაც ბედნიერები ვართ. ამ გუნდის შენარჩუნებას ვაპირებ, დავიმატებთ ერთ ან მეტ ფეხბურთელს".

ჯაბა დვალი:

"გახარებულები ვართ. კარგა ხანია, რაც "დინამოს" დუბლი არ ჰქონდა მოგებული. კარგად უნდა დავისვენოთ და მერე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოვემზადოთ".

ასევე იხილეთ:

გიორგი მერებაშვილი: თამაშის საკუთარ თავზე აღება სწორი გადაწყვეტილება იყო

ჩისკო: ლამაზი სეზონი ლამაზადვე დავასრულეთ

გიორგი ლორია: არ მეგონა, "ჩიხურა" ასეთ წინააღმდეგობას თუ გაგვიწევდა

გიორგი სეთურიძე: "ჩიხურასთან" ამხელა უპირატესობას არ ველოდი

ირაკლი ძარია: როცა ფინალში "ზესტაფონი" გავიდა, მაშინ სათადარიგო ვიყავი

რევაზ გოცირიძე: მოგების შანსი გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ

ედიკ საჯაია: მგონია, რომ პირველმა გოლმა ფსიქოლოგიურად გაგვტეხა

გიორგი სომხიშვილი: კარგად არ მახსოვს, პენალტი როგორ მოვიგერიე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიგი
ქართული გუნდების თამაშზე ჯერ ისედაც ცოტა ხალხი დადის, რომ დანიშნეს ოთხშაბათს და ისიც 6 საათზე როგორ უნდა მისულიყავი სტადიონზე?
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
სფფ-ში საქართველოს თასის წილისყრა გაიმართა
"უოტფორდმა" ჩისკო გაათავისუფლა
ბელგიიდან "დინამოში" - მან ბელგიასა და რუსეთს საქართველო ამჯობინა
საქართველოს თასის ფინალი ბათუმში გაიმართება
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
დუშან უჰრინი ლევან ყენიაზე: იმედია, ეს შარშანდელის მსგავსი ტრავმა არ არის
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
დუშან უჰრინი: ლევან ყენიას ტრავმა ცუდად გამოიყურება
ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დასასწრები ბილეთების ფასი ცნობილია
ჩისკოს პრემიერლიგის მომგები მწვრთნელი შეცვლის
თასის გათამაშებისთვის გუნდები 1/8-ფინალში დაწყვილდნენ
საქართველოს თასის ფინალი გორში გაიმართება - გაგრას სამგურალი დაუპირისპირდება
ლევან ყენიამ დისკვალიფიკაცია მოიხადა
ლევან ყენია: მიმაჩნია, რომ ამ სიტუაციაში სწორად მოვიქეცი...
საქართველოს თასის გათამაშება მერვედფინალური სერიებით დაიწყო
თასის გათამაშების სამი 1/4-ფინალისტი ცნობილია
ჩემპიონთა ლიგის ფინალი: ფაჩულია, რონალდო, დელ პიერო, სელფი და ცრემლები [PHOTO]
"სამგურალი" ეროვნულ ლიგაში აღზევდა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "სამგურალი" - "ჩიხურა" [LIVE]
ჩისკო Marca-ს მამარდაშვილზე ესაუბრა
ჩისკოს გუნდმა ლიდერი მეორედ დაამარცხა და პრემიერლიგას კიდევ უფრო მიუახლოვდა [VIDEO]
თბილისის "დინამოსა" და "ჩიხურას" ექსფორვარდი კამბოჯაში ითამაშებს
Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის
გავაუმჯობესებ ინგლისურს, ჩავალ ესპანეთში, ვნახავ იტალიურ ფეხბურთს - ჩისკოს გეგმები
ვენა, სევილია, თბილისი - სად ჩატარდება ევროპა ლიგა 2021-ის ფინალი?
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
"სამგურალმა" "ჩიხურას" სძლია და ეროვნულ ლიგაში დაბრუნებასთან ახლოსაა [VIDEO]
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ "ჩელსი" და "ევერტონი" დააჯარიმა
სფფ-ში საქართველოს თასის წილისყრა გაიმართა
ეროვნული ლიგა. XVIII ტური. "დინამო ბთ" - "ჩიხურა" [LIVE]
ბათუმის "დინამო" "ჩიხურას" დაუზავდა და ვერცხლის მედლებს დაეუფლა [VIDEO]
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
ლეგიონი გუშინ: ჯაბა კანკავას მესამე ყვითელი მესამე მატჩში
თბილისის "დინამომ" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ლევან ყენიამ შესაძლოა, "ზლინის" წინააღმდეგ ითამაშოს
ამჯერად სამშობლოში - ჩისკომ "უოტფორდიდან" წამოსვლის შემდეგ ახალი გუნდი 1 თვეში იპოვა