უეფამ ჩემპიონთა ლიგის და ევროპალიგის ფინალისტი სტადიონები დაასახელა
უეფამ დაასახელა 2014/15 წლების სეზონის ევროთასების ფინალური მატჩების მასპინძელი სტადიონები.

2015 წლის მაისში ჩემპიონთა ლიგის ფინალს ბერლინის "ოლიმპიაშტადიონი" უმასპინძლებს, 2015 წლის ევროპალიგის ფინალი კი ვარშავის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება. ეს გადაწყვეტილებები უეფას აღმასრულებელი კომიტეტის ლონდონის შეკრებაზე მიიღეს.

ბერლინის სტადიონი 1936 წელს გაიხსნა ოლიმპიური თამაშებისთვის. 1963 წლიდან ამ სტადიონზე "ჰერტა" თამაშობს, რომლის ღირსებასაც ლევან კობიაშვილი იცავს. 1974 წლის მუნდიალზე ამ სტადიონმა სამ მატჩს უმასპინძლა. 2006 წელს კიდევ ერთი მუნდიალი ჩატარდა გერმანიაში. "ოლიმპიურმა" სტადიონმა ამჯერად 6 მატჩს უმასპინძლა, მათ შორის, ფინალს იტალიასა და საფრანგეთს შორის (გავიხსენოთ ცნობილი ინციდენტი ზინედინ ზიდანსა და მარკო მატერაცის შორის). ამ სტადიონზე 1985 წლიდან იმართება გერმანიის თასის ფინალები.

სტადიონს რეკონსტრუქცია 2006 წლის მუნდიალის წინ ჩაუტარეს. სტადიონზე 74 ათასი გულშემატკივარი ეტევა. "ოლიმპიაშტადიონი" დიდი მუსიკალური კონცერტების მასპინძელიცაა.

ვარშავის სტადიონმა უმასპინძლა ევრო 2012-ის გახსნის მატჩს. სტადიონი მდინარე ვისტულას აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარეობს. 1983 წელს პაპმა იოანე პავლე II-ემ ამ სტადიონზე მესა ჩაატარა, რომელსაც 100 ათასი ადამიანი დაესწრო. სტადიონი ხელახლა 2012 წლის იანვარში გაიხსნა. მას გასაშლელი სახურავი აქვს. "ეროვნულზე" 57 ათასი ადამიანი ეტევა.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ამ ორ სტადიონზე გამარჯვებული გუნდები ევროპის სუპერთასისთვის თბილისში ჩამოვლენ აგვისტოში სათამაშოდ.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის ევროპალიგის ფინალს 15 მაისს "ამსტერდამ არენამ" უმასპინძლა, ხოლო 25 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალი ლონდონურ "უემბლიზე" გაიმართება. 2014 წლის ფინალისტი სტადიონები შარშან გაირკვა: ჩემპიონთა ლიგის ფინალი ლისაბონში, "ესტადიუ დუ სპორტზე" გაიმართება. ევროპალიგის ფინალს კი ტურინში, "იუვენტუსის" ახალი სტადიონი უმასპინძლებს.

კონგრესი

24 მაისს ლონდონში უეფას XXXVII კონგრესი გაიმართება, რომელზეც ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი. გაიმართება აღმასკომის არჩევნები, მიიღებენ რასიზმთან მებრძოლ რეზოლუციას, იმსჯელებენ გიბრალტარის უეფას წევრად მიღებაზე და განიხილავენ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

2015 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალს ბერლინი უმასპინძლებს

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
წყალბურთი: "დინამომ" და "თბილისმა" მეტოქეები მარტივად დაამარცხეს
წყალბურთელ ვაჟთა ჩემპიონატის ფინალი: "დინამომ" პირველი შეხვედრა მოიგო
დე ლაურენტისი: ფეხბურთი ავადაა - ოსიმენის ტრანსფერი?
[IVDEO] კატასტროფული დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - ტოტენჰემის მეკარე მე-16 წუთზე შეცვალეს
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
წყალბურთი: ჩემპიონატის ფინალურ სერიაში "თბილისმა" ანგარიში გაათანაბრა
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
წყალბურთი. ჩემპიონატი: ლიდერებმა კვლავ გაიმარჯვეს
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
აირევა მონასტერი - უეფა ევროტურნირების სრულ რეფორმას გეგმავს
წყალბურთი. "თბილისი" საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
თასის გათამაშების პირველი მეოთხედფინალისტი თბილისის "ოლიმპია"
THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე