ყველაზე იდუმალი ეტაპი ფორმულა 1-ის კალენდარში
მონაკოს გრანპრი - ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრია სპორტულ კალენდარში: ეს უნიკალური რბოლა ტარდება ტრასაზე, რომელსაც შეესაბამება ეპითეტი "მაგიური"...

მაინც რაში მდგომარეობს მონაკოს მაგია? ყველაფერი იწყება იმ მომენტიდან, როცა თქვენი ავტომობილი საფრანგეთის მხრიდან გვირაბიდან გამოდის და სხვა სამყაროში ინაცვლებს. იქ თქვენ გელით საოცარი ზღაპრის ხუთი დღე, რის შემდეგაც მოგიწევთ ყოველდღიურ რეალობაში დაბრუნება.

აქ ყველაფერი გაკვირვებას იწვევს: ტროტუარები, რომელიც შეღებილია წითელ-თეთრ გამაში პილოტთა გმირობის აღსანიშნავად, ან ასობით შუქნიშანი, რომელთა დემონტაჟია საჭირო იმ დღეებში, როცა მონაკოში ფორმულა 1 ჩადის.

თქვენ იგრძნობთ მაგიას, თუ აღმოჩნდებით გრიმალდის სასახლის უკან კლდოვან ფერდობზე. ელიტა იახტებზე ერთობა, მათი მფლობელები ადარებენ თავიანთი ხომალდების ზომებსა და სიგრძეს, მაგრამ მონაკოს გრანპრი - მაინც სახალხო რბოლაა. აქ ათასობით გულშემატკივარი იყრის თავს და მათი წყალობით, არისტოკრატული სათავადოს ტერიტორია ავტოსპორტისადმი ვნებით იჟღინთება. ნამდვილი ენთუზიასტები საყვარელ რბოლას ახლო მდებარე გორაკებიდან უყურებენ.

რა თქმა უნდა, ყველგან იგრძნობა ხიფათი. ტრასის ან ბარიერის თითოეულ მეტრს შეუძლია მოყვეს თავისი ისტორია... დაუჯერებელი სანახაობის მოწმენი არიან ისინი, ვინც რბოლას თვალს ადევნებს აუზის გარე მხრიდან: თქვენ დაინახავთ, როგორ იწევიან ჰაერში ბოლიდები ბარიერზე გადასვლისას, როგორ ეშვებიან ტრასაზე და თან ჯდებიან მოსახვევში, რის შემდეგაც, საბურავები ასფალტზე შავ კვალს ტოვებენ. და წამის მეასედებში მანქანები ქრებიან თვალთახედვის არედან. მაგრამ ეს ერთი წამიც საკმარისია იმისთვის, რომ შემთხვევითი მაყურებელი ავტოსპორტის დიდი გულშემატკივარი გახდეს.

მაგრამ, მონაკოს მაგიას დიადი პილოტებიც მოუტყუებია. ამ ტრასაზე ცდებოდა ყველა - და ეს ძვირად უჯდებოდათ. სწრაფი წრე ამ საქალაქო ტრასაზე არ ექვემდებარება სამეცნიერო გათვლებს, ტელემეტრიაც ყველაფერს ვერ აფიქსირებს - აქ მნიშვნელოვანია შეგრძნებები. შეუძლებელია ბარიერებთან კონტაქტის თავიდან აცილება, მაგრამ მანქანები ოდნავ უნდა შეეხონ მათ: პილოტი ერთდროულად მეგობრულად უნდა ეპყრობოდეს ბარიერებს და ამასთან, ერიდოს მათ, როგორც მტერს. ისეთი გამოცდა, როგორიც აქ პილოტებს ელით, არც სხვა ტრასაზე არ არსებობს.

ტრასაზე ნებისმიერი უსწორმასწორობა, უცხო საგნები, პატარა ორმოები ან ტალღები მაშინვე ეტყობა მოჭიდების ძალას და მრბოლელს მუდმივად უწევს მანქანასთან ბრძოლა, თითქოს ის ცოცხალი ორგანიზმი იყოს. და, რა თქმა უნდა, მონაკო - ეს არის თავის ტკივილი ინჟინრებისთვის, რომლებიც ცდილობენ მოჭიდების მაქსიმალური ძალა მიიღონ.

და კიდევ, იქ არის გვირაბი, რომელსაც მანქანები გამაყრუებელი ხმაურით გადიან. განსაკუთრებით შეიგრძნობა ეს კაკაფონია პირველ წრეებზე, როცა ყველა აგრესიულად უტევს და ცდილობს პოზიციის მოგებას. ამ დროს ისინი უფრო ინსტინქტებით ხელმძღვანელობენ და არა საღი გონებით.

მონაკოს საიდულოებების ამოხსნა აირტონ სენამ შეძლო, რადგან სწორედ მას ეკუთვნის რეკორდი, რომელიც დღემდე არ არის მოხსნილი: ბრაზილიელის ანგარიშზე ამ ტრასაზე ექვსი გამარჯვებაა, თანაც აქედან ხუთი ზედიზედ მოიპოვა - 1989-93 წლებში.

მხოლოდ მონაკოში ჩააქვს თითოეულ პილოტს სმოკინგი - ეს იმ შემთხვევისთვის, თუ მას ტრასაზე გაუმართლებს და შემდეგ "გამარჯვების მეჯლისზე” დასწრება მოუწევს. მხოლოდ აქ არ არის პოდიუმი, მაგრამ, სამაგიეროდ, თავადი ალბერ II პირადად გადასცემს გამარჯვებულს თასს, საღამოს კი თავისი ხარჯით ეპატიჟება მთელს გუნდს.

საინტერესო ციფრები

მონაკოს გრანპრი - უნიკალური რბოლაა. ის რთულია არა მხოლოდ მრბოლელებისთვის, არამედ ორგანიზატორებისთვისაც. მიუხედავად ამისა, მრავალი წლის განმავლობაში ადგილობრივი მარშლებისა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების მუშაობა მაღალ დონეზე დგას.

მონაკოს რიგით 71-ე გრანპრის წინ, ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაქვეყნა საინტერესო ციფრები, რომელიც ორგანიზატორთა მუშაობის რამდენიმე საიდუმლოს ხდის ფარდას.

3340 მეტრი - მონაკოს ტრასის სიგრძე.

305 კმ/სთ - მაქსიმალური სიჩქარე ტრასაზე.

260.52 კილომეტრს გადიან პილოტები რბოლის დროს.

16 მოსახვევს გადიან პილოტები ერთ წრეზე - 6 მარცხენა და 10 მარჯვენა.

3 ათასი საბურავი გამოიყენება დამცავი ბარიერების ასაგებად.

23 კილომეტრი სიგრძისაა უსაფრთხოების დამცავი რელსების საერთო სიგრძე.

20 ათასი კვადრატული მეტრია მავრთულის ბადისგან შემდგარი ღობის ფართობი, რომელიც მაყურებელს იცავს სხვადასხვა ნამსხვრევისგან.

1100 ტონას იწონის კონსტრუქცია, რომლითაც აწყობენ დროებით ტრიბუნებს.

39 ტელეკამერა აშუქებს გრანპრიზე მიმდინარე მოვლენებს.

650 მარშალი მუშაობს ტრასაზე.

220 რადიოგადამცემს გამოიყენებენ მარშლები.

9 რადიოსადგური უზრუნველყოფს გადამცემების მუშაობას.

9 ამწე მზად არის ნებისმიერ დროს მოახდინოს დაზიანებული მანქანის ევაკუირება.

3 მაშველი მანქანა მორიგეობს რბოლის დროს იმ შემთხვევისთვის, თუ ბოლიდიდან პილოტის ამოყვანა გახდა საჭირო.

120 პროფესიონალი მეხანძრე აკონტროლებს სახანძრო უსაფრთხოებას.

7 სახანძრო მანქანას შეუძლია დაუყოვნებლივ გავიდეს ტრასის ნებისმიერ წერტილში შესაბამისი საფრთხის დროს.

500 ცეცხლსაქრობი არის მომზადებული ოპერატიული ჩარევისთვის - თითო ყოველ 15 მეტრზე.

3 სამედიცინო სადგურია ტრასაზე.

3 სამედიცინო ცენტრია მზად დაზარალებულთა მისაღებად.

17 ექიმი მუშაობს სამედიცინო ცენტრებში.

35 ექიმი-რეანიმატორი მუდმივად იმყოფება რბოლის დროს ტრეკთან ახლოს.

40 მაშველი მზად არის აღმოუჩინოს დაზარებულს პირველადი დახმარება.

18 სასწრაფო დახმარების მანქანას შეუძლია დაზარალებული ტრასიდან სამედიცინო ცენტრში გადაიყვანოს.

2 სამედიცინო ვერტმფრენი მუდმივად მორიგეობს ტრასასთან ახლოს.

როსბერგის ტრიუმფით დაიწყო

მონაკოს უქმეები ორი თავისუფალი პრაქტიკით დაიწყო. თავიდან პირველი ვარჯიში მშვიდად მიდიოდა - საწყისი ნახევარი საათი პილოტები ბოქსებში რჩებოდნენ და მხოლოდ საინსტალაციო წრით შემოიფარგლნენ. მხოლოდ სესიის მეორე ნახევარში დაიწყეს გუნდებმა აქტიური მუშაობა.

პირველი პრაქტიკა "მერსედესის" პილოტმა ნიკო როსბერგმა მოიგო, რომელმაც საუკეთესო წრე წუთსა და 16.195 წამში გაიარა. მასთან წამზე ნაკლები წააგო შვიდმა პილოტმა. გარდა ამისა, როსბერგმა ყველაზე მეტი დისტანცია დაფარა - 30 წრე.

მსოფლიოს ჩემპიონატის ამ ეტაპის წინ, ექსპერტების დიდი ნაწილი უპირატესობას "მერსედესს" ანიჭებდა. წინა რბოლებში გერმანული საჯინიბოს წევრები ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ კვალიფიკაციის დროს და შემდეგ, რბოლაში თმობდნენ პოზიციებს. იმის გამო, რომ მონაკოში ძალიან რთულია გასწრება და საბურავების ცვეთის მხრივ დიდ პრობლემებსაც არ ელიან, მომავალ რბოლაში ფავორიტებად სწორედ ნიკო როსბერგსა და ლუის ჰემილტონს ასახელებენ.

და მეორე თავისუფალმა პრაქტიკამ ეს ვარაუდი დაადასტურა - ნიკომ და ლუისმა მეორე ვარჯიშისას დუბლი შეასრულეს - პირველი და მეორე საუკეთესო დრო დააფიქსირეს. მესამე და მეოთხე ადგილები "ფერარის" პილოტებმა - ალონსომ და მასამ დაიკავეს, შემდეგ მოდიან მარკ უებერი, კიმი რაიკონენი და რომენ გროსჟანი...

მონაკოს გრანპრი

ჩატარების ადგილი: მონტე კარლო (მონაკო)

წრის სიგრძე: 3.340 კმ

წრის რეკორდი: 1:14,439 (მიხაელ შუმახერი, 2004)

საერთო ჩათვლა

1. ფეტელი (რედ ბული) - 89 ქულა

2. რაიკონენი (ლოტუსი) - 72

3. ალონსო (ფერარი) - 72

4. ჰემილტონი (მერსედესი) - 50

5. მასა (ფერარი) - 45

6. უებერი (რედ ბული) - 42

7. გროსჟანი (ლოტუსი) - 26

8. დი რესტა (ფორს ინდიან) - 26

უქმეების განრიგი

25 მაისი, 13:00 - III პრაქტიკა

25 მაისი, 16:00 - კვალიფიკაცია

26 მაისი, 16:00 - რბოლა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფორმულა 1-ის პილოტებმა ფეხბურთი წააგეს

ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი
უარი ბელარუსთან თამაშზე - უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდება
ამწე კრანის ფასი თბილისში – როგორ ავირჩიოთ ხარისხიანი სერვისი
"კვარა" ისევ როტაციაში და ორი მნიშვნელოვანი მატჩი პარალელურად
საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა
მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა
საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს
ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა
[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე
"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას
ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს
"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა
გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა
ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს
მამარდაშვილი "აინტრახტთან" სასტარტოშია, ქოჩორაშვილი "მარსელთან" სათადარიგოა
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა
ვარსკვლავური ფინალი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში - ძიუდოში საქართველოს მასტერსი გაიმართა
[PHOTO] "სიტისთან" მატჩამდე მიქაუტაძე ძველ მეგობარს შეხვდა
კატასტროფულმა ზაბარნიმ უნიკალური ანტირეკორდი გაიმეორა
დიდი ცვლილება ფორმულა 1-ში - "ფერარის" მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ტოვებს
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
მონაკოში წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელეს
კორონავირუსის გამო ცვლილებები ფორმულა 1-საც შეეხო
ფორმულა 1: დიდ ცირკში ჯოჯოხეთი იწყება
"ფერარის" უკანასკნელი ჩემპიონი ფორმულა 1-ს ტოვებს
"ფერარი" შემადგენლობას არ შეცვლის
"არ მგონია, ლუისმა მიხაელის რეკორდის გაუმჯობესება მოახერხოს... მიზეზი?" - ფელიპე მასამ ჰამილტონსა და შუმახერზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება - ჩემპიონი კვლავ ფორმულა 1-ში იასპარეზებს?!
რუსი მოდელი, რომელმაც კრიშტიანო რონალდო დააიგნორა [PHOTO]
მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ფორმულა 1-იდან მიდის
ფორმულა 1. ტესტები: "მერსედესი" მზად არის, "ფერარი"?
არავინ დაისჯება - სინგაპურის გრანპრის სტარტზე მომხდარი სარბოლო ინციდენტად შეფასდა
ნიკო როსბერგი აირტონ სენას ნაკვალევზე
ოფიციალურად: მასა დიდ ცირკს ტოვებს
"მიყვარხარ, პატივია გიწოდო ჩემი მეგობარი..." - ჰამილტონი ფეტელს დაემშვიდობა [VIDEO]
კიმი რაიკონენი "ფერარიში" კიდევ ერთი წლით დარჩა
ფორმულა 1-ის ტრაგიკული ამბავი - ნიჭიერი ჟიულ ბიანკის გარდაცვალება და მისი მეოცნებე ნათლულის მისია - ჩემპიონობა ნათლიისთვის!
ფორმულა 1: 2016 წლის სეზონი ციფრებში
"ფერარის" პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ [VIDEO]
შუმახერის კარიერაში ყველაზე მტკივნეული გამარჯვების ისტორია
ლუის ჰემილტონი "ფერარიში" გადადის?! - ბრიტანელი იტალიელებს შეხვდა
ფორმულა 1-ის სკანდალი: 3-გზის ჩემპიონის არაეთიკური ინტერვიუ [VIDEO]
დარჩება ფორმულა 1-ის ჩემპიონი "მერსედესთან" შემდეგ სეზონში?
Forbes: ბოლო 10 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას აქვეყნებს, ლიდერი არც რონალდოა, არც მესი...
"ვნებდები; იმედი მაქვს, ეს სეზონი მალე დასრულდება" - ლუის ჰამილტონი ბოლიდით წელსაც უკმაყოფილოა
"ჩემთვის ეს უფროა გართობა" - ფერნანდო ალონსომ თანამედროვე ბოლიდის მოყვანილობაზე კომენტარი გააკეთა
ფერნანდო ალონსომ ლეგენდარული ფერარი ენცო 5.4 მილიონ ევროდ გაყიდა