"ტოტენჰემ ჰოთსპურის" მწვრთნელი ჰარი რედნაპი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის სანქციებს გადარჩა
"ტოტენჰემ ჰოთსპურის" მწვრთნელი ჰარი რედნაპი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის სანქციებს გადარჩა. მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ტოტენჰემის" შეხვედრაში მანჩესტერელი ნანის მიერ ლონდონელთა კარში გატანილმა კურიოზულმა გოლმა რედნაპი აღაშფოთა და მან მატჩისშემდგომ სატელევიზიო კომენტარში მსაჯი მარკ ლეტენბერგი და მისი ასისტენტები გააკრიტიკა. უფრო სწორედ, "სფურზის" თავკაცმა თქვა, რომ სადისციპლინი კომისიის წინაშე წარდგომის წინ არბიტრი და თანამსაჯები პირს შეკრავენ და თავის გასამართლებლად საერთო ვერსიას მოიფიქრებენ.

აი, ამ კომენტარის გამო ფეხბურთის ასოციაციამ რედნაპზე ფიქრში მთელი 48 საათი დახარჯა. შეგახსენებთ, რომ თავად მწვრთნელი იმუქრებოდა, თუ ასოციაცია დამსჯის, თავად მის წინააღმდეგ საქმეს აღვძრავო. ვერ გეტყვით ამ მუქარამ ითამაშა თუ არა რაიმე როლი, მაგრამ ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ფეხბურთის ასოციაციის პრესმდივანმა ასეთი განცხადება გააკეთა:

"არანაირ სანქციებს არ მივმართავთ. საქმე საერთოდ არ განიხილება. ერთადერთი, ჰარი რედნაპი გავაფრთხილეთ, რომ მომავალში თავის კომენტარებს დააკვირდეს. მას სიტყვების მეტად აწონვა მოუწევს".

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთის ასოციაციამ საერთოდ წაუყრუა რედნაპის მუქარას, რომ მომავალში ბოიკოტს გამოაცხადებს და მატჩისშემდგომ სატელევიზიო ინტერვიუებს აღარ მისცემს. როგორც მოგახსენეთ, თემა ერთი იყო: რედნაპმა მსაჯებს სათქმელის შეთანხმებაში დასდო ბრალი, რაც, თავის მხრივ, კლეტენბერგის უპატიოსნებას ნიშნავდა.

"არ მგონია, რომ ეს საკითხი საერთოდ ღირდა ამდენ ლაპარაკად და განხილვად, - თქვა რედნაპმა ჩემპიონთა ლიგაში "ინტერის" 3:1 დამარცხების შემდეგ, - მიხარია, რომ საღმა აზრმა გაიმარჯვა".

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე