ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მერსისაიდელთა დიადი მიზნები

მერსისაიდელთა დიადი მიზნები

"ლივერპულის" ახალ მეპატრონეს ჯონ ჰენრის ყმაწვილთა აღზრდის სისტემის გამოცვლა სურს
"ლივერპულის" ახალ მეპატრონეს ჯონ ჰენრის ყმაწვილთა აღზრდის სისტემის გამოცვლა სურს. ის ამბობს, რომ მერსისაიდელები "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "არსენალს" მხოლოდ ასე თუ გაუტოლდებიან. მართლაც, მას მერე, რაც 1990-იანი წლების ბოლოს "წითლების" შემადგენლობაში ფეხი ადგილობრივი საფეხბურთო სკოლის აღზრდილმა სტივენ ჯერარდმა მოიკიდა, ლივერპულელი გუნდში აღარ გაჭაჭანებულა და ფანებთან შეხვედრის დროს სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება. მან თქვა, რომ ხსენებული "იუნაიტედი" და "არსენალი" ამ ამხრივ ძალიან წინ არიან. მათ ისეთი ფეხბურთელები აღზარდეს როგორებიც არიან დევიდ ბექჰემი, რაიან გიგზი, ჯეკ უილშერი, კიერან გიბზი და სხვა. რასაკვირველია, ბექჰემსა და უილშერს შორის დროში დიდი განსხვავებაა, მაგრამ ჩვენ, ამ შემთხვევაში იმას ვიმეორებთ, რაც ჰენრიმ ბრძანა.

"მოედანზე გაცილებით უფრო სხარტად უნდა ვმოქმედებდეთ, - თქვა ამერიკელმა, რომელმაც "ლივერპული" ოქტომბერში გადაიფორმა, - "არსენალსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" ეს თვისება საკუთარი ახალგაზრდების წყალობით აქვს მიმადლებული, ჩვენ კი ამ უპირატესობას მოკლებულნი ვართ. ერთი სიტყვით, ამ მიმართულებით დიდი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენ, ახალი მეპატრონეები "ლივერპულში" დიდი ხნით მოვედით და ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ხანგრძლივი ვადით გვაქვს ჩაფიქრებული. ყველაფერზე მთავარია კლუბში საჭირო ხალხი მოვიყვანოთ. აქ, როგორც ფეხბურთელებს, ასევე სხვადასხვა თანამდებობის ადამიანებს ვგულისხმობ".

შეხვედრაზე ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ფანებს ჰენრის ნალაპარაკები მოეწონათ. არადა, ისინი ბოლო წლების განმავლობაში უცხოელ ინვესტორთა კრიტიკას უფრო დაეჩვიენ, ვიდრე ქებას. წინა მეპატრონეები, რომლებიც ჰენრის მსგავსად ამერიკელები იყვნენ, ფულს ადგილობრივი კადრების აღზრდის ნაცვლად საზღვარგარეთიდან ვარსკვლავების მოზიდვაში ხარჯავდნენ. "წითლების" ქომაგთა გასაღიზიანებლად მერსისაიდელი ახალგაზრდების ფეხბურთელებად ჩამოყალიბებაში "ევერტონმა" გაცილებით უფრო შთამბეჭდავი ნაბიჯები გადადგა.

და მაინც, იყო საკითხები, რომლებიც ფანებს არ მოეწონათ. რასაკვირველია, ეს ფულთან იყო დაკავშირებული. კერძოდ, ჰენრიმ თქვა, რომ მას არავისთვის არანაირი წერილობითი გარანტია არ მიუცია იმასთან დაკავშირებით, რომ ფული, რომლითაც მან "ლივერპული" შეიძინა, მომავალში ისევ კლუბს არ დააწვება ვალად.

"რამდენადაც მახსოვს ამაზე ლაპარაკი არც გვქონია. ჩვენ ყველანი შევთანხმდით, რომ არსებული ყველა კრედიტი, სტადიონის ასაშენებელი ფულის გარდა, უნდა დაიფაროს", - თქვა ახალმა მეპატრონემ, რომელიც ამ კვირაში კლუბთან დაკავშირებული ყველა მთავარი საკითხის მოსაგვარებლად ინგლისშია. მთავარ საკითხებში შედის როი ჰოჯსონთან საიანვრო ფულზე ლაპარაკიც. ერთი რამ ამთავითვე ცხადია: ჰოჯსონი ფეხბურთელებს თავის გემოზე ვეღარ იყიდის.

ჰენრიმ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ უეფას ახალი კანონების თანახმად კლუბებბის მეპატრონეებს ბიუჯეტის გაუთვალისწინებლად ჯიბეზე ხელის გაკვრის საშუალება აღარ ექნებათ.

ბოლოს კი ჰენრიმ ფანებთან შეხვედრა მაინც ოპტიმისტურად დაასრულა. "მართალია, ამ წუთას ბევრ კლუბს მთელ რიგ საკითხებში ჩამოვრჩებით, მაგრამ მაინც გამოვნახავთ გზებს, რომლებიც ჩემპიონობამდე მიგვიყვანს".

ჯო კოული კი კვირას, "ბოლტონთან" ნატკენი ორთავა კუნთის გამო ორ კვირას გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ "წითლებმა" ბოლტონელებს 1:0 მოუგეს. ის, რომ გარემარბის ტრავმა მთლად სახუმარო არ იყო, იმთავითვე ჩანდა, მაგრამ ახლა, თამაშიდან რამდენიმე დღის შემდეგ გადაღებულმა სურათმა უკვე საბოლოოდ გამოკვეთა შექმნილი მდგომარეობა.

ექიმმა პიტერ ბრუკნერმა თქვა: "ახალმა სურათმა დაადასტურა, რომ ჯოს ორთავა კუნთი აქვს გაჭიმული. ეს, რასაკვირველია, სერიოზული ტრავმა არ არის, მაგრამ ორკვირიან მკურნალობას მაინც მოითხოვს”.

ასე და ამგვარად, კოულს მომავალ კვირას, "ენფილდზე" "ჩელსისთან" თამაშის გამოტოვება მოუწევს და ეს რომ მერსისაიდელთათვის დიდი დანაკლისია ჰოჯსონის ამ ნათქვამიდანაც ჩანს:

"ბოლო შეხვედრაში ჯომ ცალკეულ ეპიზოდებში უბრალოდ დიდებული ფეხბურთი გვაჩვენა. განსაკუთრებით ფერნანდო ტორესთან ააწყო შესანიშნავი პარტნიორობა. ის ძალიან თავდადებული და დაუზარელი ფეხბურთელია, მაგრამ საუკეთესო თამაში ჯერ კიდევ წინ აქვს და ამის შესახებ თავადაც კარგად მოეხსენება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა