ინფრასტრუქტურა

სოჭის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ დმიტრი ჩერნიშენკომ სიამაყით განუცხადა ჟურნალისტებს, რომ სოჭის ოლიმპიადის ახალი ტექნოლოგიების და ინოვაციების გათვალისწინებით სპორტული ინფრასტრუქტურა ყველაზე საუკეთესო და თანამედროვე იქნება მსოფლიოში. პრაქტიკულად ყველა ობიექტი შეიქმნა `სუფთა ფურცლიდან~ და არა მხოლოდ სპორტული ობიექტები. იგივე ითქმის გზებზე. ოლიმპიური პარკიდან სამი მიმართულებით შეიძლება მოხვედრა სპორტული შეჯიბრებების ადგილამდე. მსურველებს დღეში 6 ასპარეზობის დასწრების შესაძლებლობა ექნებათ. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ოლიმპიადების ისტორიაში.

სტუმრები

არავითარი შეზღუდვა, ყველა მსურველს მიეცემა შესაძლებლობა დაუბრკოლებლად ჩავიდნენ სოჭში ოლიმპიადის დღეებში. ჯერ არ აკონკრეტებენ, მაგრამ დმიტრი ჩერნიშენკოს თქმით, ძალიან ბევრ სტუმარს მოელიან. მანვე განაცხადა, რომ სასტუმროს ფასებს სახელმწიფო არეგულირებს და ძალიან მაღალია. არ აცხადებენ, მაგრამ სწორედ სასტუმროების უსაშველო სიძვირე შეიძლება გახდეს სოჭის ოლიმპიადაზე ტურისტების ნაკადის შემაფერხებელი მიზეზი.

ტესტირება

სოჭში ფაქტობრივად დამთავრდა სპორტული ობიექტების ტესტირება. ჩატარდა 70-მდე სხვადასხვა სატესტო შეჯიბრება. წლეულს დარჩა მხოლოდ სამი გამოცდა _ ჰოკეიში აგვისტოში, საერთაშორისო წვრთნები ბობსლეიში, ციგაობასა და სკელეტონში _ ოქტომბერსა და ნოემბერში. ჩატარებულმა ტესტებმა უცხოეთის პრესაში ქება დაიმსახურა. დამკვირვებლები ხაზს უსვამენ, რომ ტესტირების პერიოდში მოხდა მიწისძვრაც, წყალდიდობაც, ქარიშხალიც, იყო ექსტრემალურად თბილი დღეებიც და თოვლცვენაც, მაგრამ სიძნელეებს თავი ჩინებულად გაართვა საორგანიზაციო კომიტეტმა შესაბამის სამსახურებთან ერთად. მოჰყავთ ასეთი მაგალითი: თხილამურებით რბოლასა და ბიატლონში პარალიმპიური თასის გათამაშების დროებითი ინფრასტრუქტურა და ტრასები ქარიშხალს და მეწყერს პრაქტიკულად გაუნადგურებია, თუმცა ერთ ღამეში ყველაფერი გაუწმენდიათ და აღუდგენიათ, შეჯიბრებები არ შეფერხებულა...

მოამზადა

თენგიზ გაჩეჩილაძემ

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა