რუსულმა "კომსომოლსკაია პრავდამ" თბილისის "დინამოს", ვლადიკავკაზის "ალანიასა" და საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველის ინტერვიუ გამოაქვეყნა
რუსულმა "კომსომოლსკაია პრავდამ" თბილისის "დინამოს", ვლადიკავკაზის "ალანიასა" და საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველის, მურთაზ შელიას ინტერვიუ გამოაქვეყნა.

შემდეგ ის აფხაზურ "კომსომოლკაში" (გაზეთს სხვადასხვა ქვეყანაში გამოსცემენ) თარგმნეს, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

საქმე ისაა, რომ შელია იხსენებს, რომ საქართველოში, სოფელ კოჩარაში დაიბადა. სკანდალიც ამას მოჰყვა - კოჩარა ოჩამჩირის რაიონის სოფელია და აფხაზებმა ისე თარგმნეს, რომ ეს ეპიზოდი არ ჩაუსწორებიათ და სწორედ ეს გახდა უსიამოვნების მიზეზი.

ინტერვიუში შელიამ ბევრ თემაზე ილაპარაკა - კარიერაზე, "დინამოზე", "ალანიაში" გატარებულ წლებზე, საკუთარ ბიზნესზე...

"ვლადიკავკაზში გადასვლამდე ვოვა გუცაევმა ვალერი გაზაევს შემახვედრა. "მერკანტილური" კითხვა დავუსვი - პრემიების ამბავი როგორ იქნებოდა? მითხრა, რომ ჩემპინობის შემთხვევაში მივიღებდით. მივხვდი, რომ სერიოზული მიზნებისთვის ბრძოლა მოგვიწევდა.

... 1996 წელს ნოვოროსიისკში ვთამაშობდით. 1:1 იყო და შეხევდრა მთავრდებოდა. გაზაევი გაბრაზდა, საფინალო სასტვენს არ დაელოდა და გასახდელში გავარდა.

ამ დროს, ინალ ჯიოევის პასით თავური დარტყმით ჩვენები დავაწინაურე. გასახდელში უზომოდ გახარებულმა გაზაევმა კინაღამ გამგუდა.

სხვათა შორის, იმ წელს ჩემპიონატში ყველა 5 გოლი გასვლაზე გავიტანე. ერთხელ ვლადიკავკაზში უეფას თასზე ბელგიური "ანდერლეხტის" კარიც ავიღე. ეს იყო ევროთასებზე "ალანიას" ერთად-ერთი მოგება.

... ძალიან არასტანდარტული ფეხი მაქვს. მაშინ 49 ზომა ბუცების შოვნა ძალიან ძნელი იყო. ამის გამო, ყოველი შეხვედრის შემდეგ "ალანიას" ადმინისტრატორს, ბორის ძასოხოვს ბუცები შესაკეთებლად მიჰქონდა.

... "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი 2,5 წლით გავაფორმე. პირველივე შეხვედრაში, გასვლაზე "ბირმინგემს" 89-ე წუთზე გავუტანე. მაგრამ ამ გუნდში მხოლოდ 15 შეხვედრა ჩავატარე. წინა ჯვარედინი იოგები დამიზიანდა და საბოლოოდ, კარიერა ამის გამო დავასრულე.

... ფეხბურთში ვსაქმიანობდი, ვმუშაობდი თბილისის "დინამოში", თბილისში პოპულარული რესტორანი "მონოპოლი" გავხსენი, რომლის სტუმრები ცნობილი ადამიანები არიან - მურთაზ ხურცილავა, ალექსანდრე ჩივაძე, კახა კალაძე, რევაზ ჩელებაძე.

ჩემთან ნამყოფები არიან ვალერი გაზაევი და ომარ თეთრაძე. ხშირად ჩამოდის ნაზიმ სულეიმანოვიც. საუკეთესო თამადა უდავოდ ჩივაძე, მას არაჩვეულევბბრივი იუმორი აქვს.

... რუსულთან შედარებით, საქართველოს ჩემპიონატის დონე მკვეთრად დაეცა. ჩვენი ბავშვთა ფეხბურთი კი, კომერციალიზაციის შედეგად, ახლა ცოტას აინტერესებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
18 წ. | როტაციით ინგლისთან
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
დიდი დაბრუნებები ქართულ ფეხბურთში - ლევან ყენიას წინამორბედები
გოჩა ხოჯავა და ოთარ მარცვალაძე ვლადიკავკაზის "ალანიაში" ითამაშებენ
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
"ვაჩვენეთ ყველაფერი საუკეთესო, რაც კი ქართულ ფეხბურთს ჰქონდა..."
ყველა დროის 10 საუკეთესო ქართველი ლეგიონერი რუსეთის ჩემპიონატში
ახრიკ ცვეიბა 50 - ქართველების მეგობარი
მურთაზ შელიას ქალიშვილი პარიზის მოდის კვირეულზე გამოვიდა [PHOTO]
ჯანო ანანიძემ ვლადიკავკაზის "ალანიას" გაუტანა [VIDEO]
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
"პატრიოტი და ღირსეული კაცია!" - გაზაევი ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებამ აღაფრთოვანა
შოთა გრიგალაშვილის გამო შეიძლება "სკა-ენერგია" დაისაჯოს
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
ლაშა ლომიძე და ანა შელია დაინიშნენ
გიორგი ჭანტურია: ქართველები შეურაცხყოფას კაცურად ვპასუხობთ
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა