აურელიო დე ლაურენტისი: ვალტერ მაცარის შენარჩუნება ბევრჯერ ვცადეთ
ვალტერ მაცარისთან ერთად "ინტერის" ისტორიაში ახალი ერა იწყება - ასეთი განცხადება გააკეთა მილანური გრანდის პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ და შემდეგ განავრცო თემა:

"მადლობას ვუხდი ანდრეა სტრამაჩონის გაწეული სამუშაოსთვის და იმ პროფესიონალიზმისთვის, რომელიც გამოავლინა. ყველაზე რთულ პერიოდშიც კი, ანდრეა ენთუზიაზმით იყო აღსავსე და საქმეს დიდი მონდომებით აკეთებდა. ვალტერ მაცარი თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია და დარწმუნებული ვარ, რომ მასთან ერთად "ინტერი" გაცილებით ძლიერი იქნება. ჩვენი მიზანი დიდი გუნდის შექმნაა და ამ გზაზე ვალტერს უდიდესი როლი დაეკისრება.

"ინტერი" ისევ იბრძოლებს უმაღლესი მიზნებისთვის".

51 წლის ვალტერ მაცარი "ინტერის" ახალი მთავარი მწვრთნელია - მართალია, კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა, მაგრამ ამას არაფერი უდგას წინ. ხელშეკრულება 2-წლიანი იქნება, თუმცა მორატი დარწმუნებულია, რომ მაცარი გაცილებით დიდხანს დარჩება "ინტერში". თვითონ მწვრთნელი ჯერჯერობით კომენტარისგან თავს იკავებს და პრესის ფურცლებზე არ ჩნდება. სამაგიეროდ, "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ამოიდგა ხმა და ისეთი თქვა, მთელი საფეხბურთო იტალია აალაპარაკა:

"შეიძლებოდა თუ არა მაცარის შენარჩუნება? - ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა დარჩენაზე დაგვეყოლიებინა, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. შეიძლება კაცმა ცოლს გაყრაზე ხელი ააღებინოს, მაგრამ თუ ქალს სხვასთან დაწოლა უნდა, მაინც უღალატებს. ასე რომ, მაცარის შესანარჩუნებლად საჭიროზე მეტი გავაკეთეთ. ვალტერი ბრწყინვალე სპეციალისტია, "ნაპოლის" წინსვლაში ლომის წილი მიუძღვის და ახალ გუნდშიც წარმატებებს ვუსურვებ".

მართალია, დე ლაურენტისმა მაცარის წარმატებები უსურვა, მაგრამ იქამდე თქვა ისეთი რამ, აშკარად ნაწყენი უნდა იყოს მწვრთნელზე... შემდეგ დე ლაურენტისი რაფაელ ბენიტესის თემას შეეხო და შემდეგი განაცხადა:

"ოფიციალურად ჯერ კიდევ არ დამიდასტურებია, რომ მაცარის რაფაელ ბენიტესი შეცვლის. ასე რომ, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურად რჩება. რაფას "ჩელსისთან" 30 ივნისს ეწურება კონტრაქტი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მის დანიშვნაზე ლაპარაკი. ისე, დასამალი არაა, რომ ესპანელთან წინასწარ შეთანხმებას მივაღწიე და ეს "ტვიტერზეც" დავადასტურე. რაფა ბრწყინვალე სპეციალისტია და დარწმუნებული ვარ, მის ხელში გუნდი პროგრესს გააგრძელებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

იტალიური როქი: ვალტერ მაცარი "ინტერში", რაფაელ ბენიტესი "ნაპოლიში"

კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ᕒᓛᓐᓓᓚᓝᓑᕗ, ᓙᕐᓞᓘᓢᓐᓜᓝ! - ᓣᓪᕮᓝᓞᓚᕐᕜᕔᓢᓔᕚᕘ, ᓙᕘᓑᓝᓠᓒᓘ ᕓᓐ ᕛᓝᓜᓡᕢᕠᕘ ᓮᕐᓕᓘᕔᓠ ᓫᕐᕜᕔᓢᓘ
მასიმო მორატი "ინტერში" არ დაბრუნდება
დე ლაურენტისს ფულით ვერ მოთაფლავთ - აურელიომ პრინციპულობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა
"ის უნიკალურია და დემბელესა და ბარკოლასგან ამით განსხვავდება" - მაცარიმ ქართველზე ისაუბრა
"ის უნიკალურია და დემბელესა და ბარკოლასგან ამით განსხვავდება" - მაცარიმ ქართველზე ისაუბრა
მორატი: მესის მამამ "ინტერის" ოფისთან ახლოს სახლი იყიდა, რას უნდა ნიშნავდეს?!
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
სეზონის ტოპ-5 იმედგაცრუება იტალიაში
სერია A: სამწვრთნელო კარუსელის მოლოდინში
მოიესს კიდევ ერთი შანსი მისცეს - ბენიტესი მოლოდინის რეჟიმშია
"ეს ქართველი ფენომენი სად მონახეს?" - ხვიჩას თვით მორატი და მოჯი აქებენ
"გაათავისუფლეს თუ არა მაცარი?" - ოსიმენმა ფანს უპასუხა [VIDEO]
"ნაპოლის" "ბარსელონასთან" მატჩში უკვე ახალი მწვრთნელი ეყოლება
უკვე ოფიციალურად - "ნაპოლის" მწვრთნელად კალცონა დაინიშნა
"ნაპოლი" უფრო მეტს იმსახურებდა, ვიდრე მაცარი იყო" - დე ლაურენტისის პირველი კომენტარი მწვრთნელის გათავისუფლების შემდეგ
სავარაუდო ტრანსფერი: მურიელი გაბიადინის შემცვლელად?
"კვარაცხელიას ისეთივე გავლენა აქვს, როგორც რონალდოს" - მორატიმ ხვიჩა ბრაზილიელს შეადარა და წარმატება უსურვა
კვარაცხელიას ბენიტესი გაწვრთნის? - იტალიური პრესა ესპანელის "ნაპოლიში" შესაძლო დაბრუნებაზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
ᓐᓜᓓᓠᓔᓐ ᓡᓢᓠᓐᓛᓐᕩᓝᓜᓘ "ᓣᓓᓘᓜᓔᓖᓔᓡ" ᓩᓐᓘᓑᓐᓠᓔᓑᓡ
"ფიორენტინა": ვინ შეცვლის ვინჩენცო მონტელას?
მოურინიო: "რეალში" წასვლა ამ გამარჯვების შემდეგ გადავწყვიტე
"მთხოვა, ეს მეორედ აღარ მეთქვა" - ბენიტესმა სპალეტისა და "ნაპოლიზე" ისაუბრა
მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ისტორიაში - ბენიტესმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
32 მილიონად ნაყიდს 80 მილიონად გაყიდის - დე ლაურენტისმა შეიძლება მაკტომინეის ტრანსფერით გვარიანად იხეიროს
მასიმო მორატი ფეხბურთს უბრუნდება - "ინტერის" ყოფილი მფლობელი სერია C-ს კლუბს ყიდულობს