მთავარია, გუნდი მუშაობს და ყველა ღონეს ხმარობს, რათა ისტორია შეცვალოს
"მანჩესტერ სიტისთვის" პოლონეთში ჩასვლა ევროლიგის მორიგ მატჩზე მეტი გამოდგაო, წერენ ინგლისური გაზეთები - მოგეხსენებათ, ისტლენდელებმა გუშინ პოზნანში ითამაშეს, თუმცა საკუთრივ შეხვედრაზე არანაკლები მნიშვნელობა გუნდის მოგზაურამ და მატჩისწინა პრეს-კონფერენციამ შეიძინა. საქმე ის გახლავთ, რომ ბოლო დროს დაუღალავად ლაპარაკობენ, თითქოს "სიტიში" ურთიერთობები არეულია, ფეხბურთელებს მწვრთნელის რობერტო მანჩინის რიდი და პატივისცემა არ აქვთ და არ ემორჩილებიან მას.

წარამარა უსვამენ ხაზს, რომ ბოლო შეხვედრებში ისტლენდელმა ფეხბურთელებმა თავი ვერ შეიკავეს და ერთმანეთს საჯაროდ წაუყენეს პრეტენზიები. მათ შორის კამათი ფეხბურთელებისთვის დამახასიათებელ ურთიერთსაყვედურებზე მეტს ჰგავდა - "არსენალთან" შეხვედრაში ჯეიმს მილნერმა და იაია ტურემ უყვირეს ერთმანეთს, "ვულვერჰემპტონთან" მატჩის დროს კი ემანუელ ადებაიორმა და ვენსან კომპანიმ გაიწიეს ერთმანეთისკენ. ამ ამბიდან ორიოდ დღეში ცნობილი გახდა, რომ გარეთ ბერი, ჯო ჰარტი, ადამ ჯონსონი და შეი გივენი "ვულვზთან" წაგებული წაგებული თამაშით სულაც არ ყოფილან შეწუხებულები, შოტლანდიაში წასულან და იქაურ ცნობილ გოლფ კლუბში გემრიელად მოულხენიათ. მანჩინისა და კარლოს ტევესის ურთიერთღრიალის ცოტა უფრო ადრინდელმა ამბავმა ხომ საერთოდ, მსოფლიოს ყველა გაზეთი შემოირბინა. ახლა კი ბოლო ჭორებზე: მათ თანახმად მანჩინი კოტდივუარელ ძმებს, კოლო და იაია ტურეებს წაეჩხუბა.

"დამთავრებულა ჩემი საქმე და ის არის - იხუმრა "სიტის" იტალიელმა მწვრთნელმა პრეს-კონფერენციაზე - თურმე, კარლოს ტევესთან, კოლოსთან, იაიასთან და მთელ დანარჩენ გუნდთან კონფლიქტი მქონია. პირდაპირ გეტყვით, ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია, რას ლაპარაკობენ. მთავარია, რომ გუნდი მუშაობს და ყველა ღონეს ხმარობს, რათა ისტორია შეცვალოს. რაც შეეხება მატყუერებს, თუ მათ თავიანთი ტყუილების დაწერა უნდათ, მე ხელს ვერ შევუშლი".

კლიბში შექმნილი არეულობა მწვრთნელთან ერთად ჯეიმს მილნერმაც უარყო: "ჩემი და იაიას კამათი ეპიზოდმა გამოიწვია. ასეთი რაღაცები ყოველ შეხვედრაში ხდება, ყოველდღიურობაში კი ჩემსა და იაიას შორის არანაირი პრობლემა არ არსებობს. ეს წაკამათებები ამტკიცებს, რომ ჩვენ, "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელებს, გამარჯვება გვსურს, წარმატებას ვართ დახარბებულნი. იცით, როდესაც "მანჩესტერ სიტი" გქვია, რაღაც პედესტალზე დგახარ და შენს იქიდან ჩამოგდებას ცდილობენ. ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ამ პედესტალზე დავიმკვიდროთ ადგილი. მთავარია, ჭორებს ყურადღება არ მივაქციოთ და დაბეჯითებით განვაგრძოთ მუშაობა. რაც შეეხებაწვრთნელს, რობერტო მანჩინის, ჩვენ მას ასი პროცენტით ვენდობით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა