აბრამ გრანტი: "მეც და სხვა მწვრთნელებიც ანანიძეს მსოფლიო დონის ტალანტად მივიჩნევთ"

ჩვენი ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ტალანტი ჯანო ანანიძე არაერთი რჩეული გუნდის მწვრთნელს რომ მოსწონს, ამაში ახალი არაფერია. ლონდონის "ვესტ ჰემის" თავკაცმა ავრამ გრანტმაც ახსენა ანანიძე და ჩვენებურის მიმართ კომპლიმენტი არ დაიშურა. მან საუბარი კოლეგა ვალერი კარპინით დაიწყო და მერე ჯანოზე გადავიდა.

"მოსკოვის "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი ვალერი კარპინი საუცხოო ფეხბურთელი იყო. ის ესპანეთის პრიმერა დივიზიონში გამოდიოდა და შთამბეჭდავადაც თამაშობდა. მწვრთნელი-კარპინის მიმართაც დიდი სიმპათიით ვარ განწყობილი. ის ახალგაზრდა ფეხბურთელებს აძლევს თავის გამოჩენის შესაძლებლობას. კარპინმა 17, 18 და 19 წლის ფეხბურთელებს დაუთმო გზა და ისინიც ამართლებენ. თუნდაც ჯანო ანანიძე ავიღოთ. მას დიდი პოტენციალი აქვს. მეც და სხვა მწვრთნელებიც ანანიძეს მსოფლიო დონის ტალანტად მივიჩნევთ", - პოპულარულ "სპორტ ექსპრესთან" საუბარში აღნიშნა აბრამ გრანტმა.

ანანიძეზე ერთსაც გამცნობთ. რუსული წყაროების მიხედვით, ჯანოთი დაინტერესებული კიდევ ერთი კლუბი გააქტიურდა - "სევილიის" სკაუტები ზაფხულის შემდეგ კიდევ ერთხელ ჩავიდნენ რუსეთში და "როსტოვთან" მოსკოვის "სპარტაკის" მატჩი ნახეს. დედაქალაქელებმა 2:1 მოიგეს. ანანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 64 წუთიც დაჰყო მოედანზე. "სევილიის" სკაუტები ჯანოს გამო უკვე მეორედ ჩავიდნენ რუსეთის დედაქალაქში. იქაური მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ ზამთრის სატრანსფერო პაუზისას "სევილია" კიდევ უფრო გააქტიურდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა