რასიზმი: დღის უმთავრესი თემა
ფიფას 63-ე კონგრესის მონაწილეებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი ორგანიზაციის წესებში შესატან ცვლილებების პროექტს, რომელიც საფეხბურთო აგენტების მუშაობას დაარეგულირებს.

ინიციატივა ფიფას ფეხბურთელთა სტატუსის განმსაზღვრელი კომიტეტისა და ამავე დროს სადავო საკითხთა განმხილველი პალატის წევრ ჯეფ ტომპსონს ეკუთვნის. აქვე გეტყვით, კანონმდებლობაში შესატან რა ცვლილებებზეა ლაპარაკი:

1. უნდა შეიცვალოს აქამდე მოქმედი ლიცენზირების სისტემა;

2. წესებში ჩაიწეროს მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც აგენტობის პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს

3. შეიქმნას სისტემა, რომელიც აგენტების რეგისტრაციას უზრუნველყოფს.

აღნიშნული თემების დასამუშავებლად შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც წესების ახალ რედაქციას უმაღლეს საფეხბურთო ორგანოს მომდევნო წლის გაზაფხულზე წარუდგენს.

კონგრესმა განიხილა მეორე მნიშვნელოვანი საკითხიც. საქმე ეხება გარიგებული თამაშების წინააღმდეგ ბრძოლას. საკითხის განხილვას მხარი დაუჭირა კონგრესის მონაწილეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ. ამ მავნე პრაქტიკასთან საბრძოლველად ფიფა სამომავლოდ ცვლილებების შეტანას გეგმავს სადისციპლინოსა და ეთიკის კოდექსებში, ასევე მთელ რიგ სხვა დოკუმენტებშიც. უკვე გადაწყვეტილია, რომ ორგანიზაცია ამ საკითხის განხილვას მეტ სემინარს მიუძღვნის. ამას გარდა იგეგმება თანამშრომლობის გაღრმავება ინტერპოლთან, რათა უკვე გამოვლენილი გარიგებული თამაშების გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად წარიმართოს.

რასიზმი: დღის უმთავრესი თემა

შეიძლება უკვე დადგა კიდეც დრო, რომ ფეხბურთმა გადამწყვეტი დარტყმა მიაყენოს ისეთ საშინელ მოვლენას, როგორიც არის რასიზმი, რადგან, გადაჭარბების გარეშე შეიძლება იმის თქმა, რომ ის ძირს უთხრის მსოფლიოში სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობის განვითარებას. ფიფამ ახალი რეზოლუცია მიიღო რასიზმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ. აი, რა თქვა ზეპ ბლატერმა კონგრესის მონაწილეთა წინაშე გამოსვლისას:

"წელს ჩვენ უკვე რამდენჯერმე შევეჩეხეთ რასიზმის გამოვლენის უმახინჯეს ფორმებს, რაც ჩირქს სცხებს სრულიად საფეხბურთო სამყაროს. მე ვგულისხმობ სიძულვილის პოლიტიკას – რასიზმს, უმეცრებას, დისკრიმინაციას, აუტანლობას. ეს არის არაცივილიზებული, ამორალური ძალა, რომელიც თვითგანადგურებისკენ არის მიმართული და რომელიც ჩვენში მხოლოდ უარყოფით დამოკიდებულებას უნდა იწვევდეს. დიდი იმედი მაქვს ახალი მკაცრი რეზოლუციის, რომლითაც რასისტებს სერიოზულ შეტყობინებას ვუგზავნით".

ახალი დოკუმენტით დაკანონდება ახალი უმკაცრესი სანქციები რასიზმის გამოვლენის შემთხვევაში. რეზოლუციის თანახმად, ფეხბურთელი, ვინც მსგავს ქმედებებში იქნება შემჩნეული, მინიმუმ, 5-თამაშიან დისკვალიფიკაციას მიიღებს. ანალოგიურად დაისჯებიან საფეხბურთო სამყაროს სხვა წარმომადგენლებიც. ცალკე პუნქტი ეხება წესის დამრღვევ კლუბებს: შედარებით მსუბუქ შემთხვევაში, სუბიექტი მკაცრ გაფრთხილებას მიიღებს, გარკვეული თანხით დაჯარიმდება ან მომდევნო თამაშ(ებ)ს ცარიელი ტრიბუნების წინაშე გამართავს. ინციდენტის განმეორების შემთხვევაში კი კლუბს ჩემპიონატში ქულები დააკლდება ან სულაც შეჯიბრებიდან მოიკვეთება. თანაც ყოველი ასეთი საქმის განხილვა კიდევ უფრო სკულპულოზურად წარიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფიფას დაგეგმილი რევოლუცია სატრანსფერო ბაზარზე

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ეს ყველაფერი როგორ გავიგო?" - გვარდიოლა აღშფოთებულია
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
გარიცხეთ რუსეთი და მოკვეთეთ ირანი - უკრაინელები უეფასა და ფიფას მიმართავენ
კიდევ უფრო მკაცრი წესები რასიზმის წინააღმდეგ - ინფანტინოს ინიციატივა
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს