ლაშას "გინესი" ბუნდესლიგაში "სკაილაინერსთან" მეორე-მესამე ადგილებს იყოფს
ლაშა გამყრელიძის "გისენმა" კვირას ევროლიგის წარმომადგენელ "ბამბერგთან" თანაბრად ითამაშა (80:81 დათმო). ამ შეხვედრის შემდეგ ახალგაზრდა გისენელებმა უფრო მეტად ირწმუნეს საკუთარი შესაძლებლობებისა და დიუსელდორფში გამართული შეხვედრა თავიდანვე დამაჯერებლად დაიწყეს. "გისენი" მასპინძელ "გიგანტებს" პირველი ტაიმის შემდეგ 46:36-ს უგებდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში გამყრელიძემ სამქულიანი გამოიყენა, მას ბრუკსმა მიბაძა, შემდეგ მათ ორქულიანით ოვჩინა შეეშველა და სტუმრები 16 ქულით დაწინაურდნენ (56:40). გისენელებმა რომ თავი ქუდში დაიგულეს, სწორედ მაშინ ამოქმედდნენ "გიგანტები", რომელთა შორის ლაშას ყოფილი თანაგუნდელი ("მიტელდოიჩერიდან") ნიკიტა ხარჩენკოვი გამოირჩეოდა. შეხვედრის დასრულებამდე 1:28 წუთით ადრე მასპინძლები პირველად დაწინაურდნენ - 82:81. საპასუხოდ, გამყრელიძემ ორი საჯარიმო გამოიყენა. შემდეგ იყო რაითის (დიუსელდორფი) ორქულიანი, სმიტის (გისენი) ერთი საჯარიმო, 83:83 და ოვერტაიმი...

დამატებითი ხუთწუთეულის დასრულებას 9 წამი უკლდა, როცა ლაშა გამყრელიძე საჯარიმოს ხაზთან დადგა, ორივე ტყორცნა გამოიყენა და სხვაობა 3 ქულამდე გაზარდა - 92:89. ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა, საბოლოოდ 94:89 "გისენის" სასარგებლოდ.

გამყრელიძის მონაგარი ასე გამოიყურებოდა: 27 წუთი, 10 ქულა (3-დან 0 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 3 მოხსნა, 2 პასი.

ბუნდესლიგას "ბამბერგი" ლიდერობს, შვიდივე მატჩი მოგებული აქვს. "გისენი" "სკაილაინერსთან" მეორე-მესამე ადგილებს იყოფს: 5 მოგება, 2 წაგება. ლაშას თანაგუნდელები მომდევნო მატჩს 6 ნოემბერს, ფრანკფურტში სწორედ "სკაილაინერსის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა