საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი ამსტერდამელთა მთავარ მწვრთნელს, ფრანკ დე ბურს მოეწონა
ევროპის ჩემპიონატზე გასული გია ცეცაძის საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყველაზე უმცროსი წევრი 1996 წელს დაბადებული ლუკა ზარანდია გახლავთ.

17 წლის თავდამსხმელმა წლეულს ელიტრაუნდზე მეორედ იასპარეზა - პირველად გიორგი დევდარიანის 17-წლამდელებში, ახლა კი ბელგიაში 19-წლამდელებში.

ლუკა ზარანდია თბილისის "ლოკომოტივის" წევრია. მან ბელგიაში ჯვაროსნების ფორმა მხოლოდ მასპინძლებთან ბოლო შეხვედრაში მოირგო და გამარჯვებაში წვლილი შეიტანა - 74-ე წუთზე დანიშნული პენალტი სწორედ მისი წაქცევისთვის დაინიშნა.

შევიტყვეთ, რომ ლუკას თავს მნიშვნელოვანი ამბები ხდება. არაორდინარული, ტექნიკური და შედეგიანი ფეხბურთელი ჯერ კიდევ 17-წლამდელებში ასპარეზობის შემდეგ დაინტერესდნენ, როდესაც საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა და სამ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა.

მაშინ ზარანდიამ გაგვიმხილა, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შემდეგ მისით რამდენიმე კლუბი დაინტერესდა - გერმანული "ჰოფენჰაიმი", სანკტ-პეტერბურგის "ზენიტი", უკრაინული დონეცკის "შახტარი" და კიევის "დინამო", აგრეთვე ჰოლანდიური არნემის "ვიტესი" და ამსტერდამის "აიაქსი".

არ დაუმალავს, მათგან ყველაზე სასურველი "ვიტესი" არისო. თუმცა, ისიც თქვა, რომ ეს ყველაფერი ჯერ ინტერესის დონეზე რჩებოდა და ყველაფერი ელიტრაუნდის შემდეგ გადაწყდებოდა, მანამდე კლუბიდან კლუბში სიარული არ მარგებსო.

ამ ინფორმაციას გულშემატკივრის მწვავე რეაქცია მოჰყვა, გააგიჟეს ეს ბავშვიც, "ბარსელონა" ან "მილანი" არ ინტერესდებაო?! მაგრამ როდესაც უტყუარ ფაქტებს ვფლობთ, ასეთი გესლიანი რეაქციების შიშით ვერ წავუყრუებთ.

"ლელომ" შეიტყო, რომ ელიტრაუნდამდე ლუკა ზარანდია ჰოლანდიაში გაემგზავრა და ამსტერდამის "აიაქსში" ისინჯებოდა - ჯერ 17-წლამდელებში, შემდეგ 19-წლიანებში, ბოლოს კი "აიაქსის" დუბლშემადგენლობაში და გვითხრეს, რომ ამსტერდამელთა მთავარ მწვრთნელს, ფრანკ დე ბურს მოეწონა.

მაგრამ 17 წლის თავდამსხმელი, სავარაუდოდ, მაინც მერაბ ჟორდანიას "ვიტესში" გადავა. ჰოლანდიური კლუბის ქართველი პრეზიდენტი ბელგიაში ელიტრაუნდის შეხვედრებს დაესწრო. ჟორდანია ლუკას პერსპექტიულობაში კიდევ ერთხელ დარწმუნდა და მოწადინებულია, ზარანდიამ კარიერული სვლა სწორედ მისი ხელმძღვანელობით გააგრძელოს.

"აიაქსის" მოწონების მიუხედავად, ცხადია, რომ ქართველს ჟორდანია უფრო უპატრონებს.

ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ქართველი არასრულწლოვანები შრომისა და ხელშეკრულების გაფორმების სრულყოფილი უფლებით ვერ სარგებლობენ. ამის გამო, ზარანდია ჯერ კონტრაქტს ვერ გააფორმებს, მაგრამ არნემელები მას სტაჟირებაზე ხშირად ჩასვლას სთავაზობენ, კლუბს და უცხო გარემოს რომ შეეგუოს.

თუმცა, სად ამოყოფს საბოლოდ თავს 17 წლის ქართველი, ეს ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გადაწყდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

U19. ბელგია - საქართველო 0:2 - მზიანი ღამე ბელგიაში [VIDEO]

არნემის "ვიტესი" ამ ზაფხულს კიდევ ორ ქართველს დაიმატებს

ლუკა ზარანდია: ამათგან "ვიტესი" ყველაზე სასურველია

bnb
დიდება მერაბს ქართველ ჟურნალისტს - ასე უცხოელამ ჟურმალისტმა რომ მოინდომოს "მის ქართულ მწვერვალამდე" ჩამოსვლა - მაინც ვერ შეძლებს. ჟორები სტატიათ ასაღო ამას ნიჟი უნდა - თანაც ქართული. კი - უპატრონებს აბა რას უზამს!?!?!?!
malxazi
არსადაც არ უნდა წავიდეს,ჯერ საქართველოს დონეზე დაამტკიცოს თუ რამე შეუძლია.უნდა დამთავრდეს ქართველი ფეხბურთელების გასასინჯად აქეთ-იქით ტარება.თუ ჩვენ ჩემპიონატს არ გავაძლიერებთ,ისე ქართული ფეხბურთი არ განვითარდება.
Walkabout
ხომ უნდა დაუკვირდეთ რას წერთ? რას ქვია ჟორდანია უფრო უპატრონებს???)) ეგრე მამამისი უფრო უპატრონებს და ყავდეს მაშინ სახლში... აიაქსი რომ ვიტესს ჯობია, აიაქსის სკოლა რომ საუკეთესოა და თუ მიიწვევენ აიაქსში წასვლა რომ ჯობია რათ უნდა მაგას ლაპარაკი...
lasha
ძაან მოწონებიათ აიაქსში, ვან დერ სარს და მგონი დე ბურს შოთასთვის დაურეკავთ და უთქვამთ ძაან მაგარი ბიჭო გყავთო...
ZURA
აიაქსში წავიდეს სჯობს
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
იეგოიანმა ნიდერლანდებში გუნდი გამოიცვალა
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
"მწვრთნელის ადგილას რომ ვიყო, ამ ორ ფეხბურთელს აუცილებლად გამოვიძახებდი" - გიორგი დევდარიანი
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
კანკავას, კვეკვესკირსა და ზარანდიას ხელფასები საგრძნობლად შეუმცირეს
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
ნახეთ ვინ დაბრუნდა - ზარანდიამ ვარჯიში განაახლა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
ზარანდია ისევ პოლონეთში ითამაშებს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
პსჟ-მ "აიაქსის" ბელგიელი გარემარბი 55 მილიონად შეიძინა
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
"გურია თუდეის" ექსკლუზივი: ლანჩხუთის „გურიას“ 100%-იან წილს სფფ-ის ექს-პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას შვილის, კახი ჟორდანიას კომპანია ყიდულობს!
მერაბ ჟორდანია "აუსტრიას" შეიძენს - მისი ვაჟი კი უკვე გუნდში ჩაირიცხა
ლუკა ზარანდია "ტობოლიდან" "ზულტე-ვარეგემში" ბრუნდება
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
წიტაიშვილმა პენალტი მოიპოვა - "ლეხმა" გაიმარჯვა
"ვიტესი" გაკოტრებას გადარჩა და მომავალ სეზონში კლუბში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს
"ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! ეს არის ფსკერი და ნაგავი" - მერაბ ჟორდანიამ "დინამოს" გამოსვლა სკანდალურად შეაფასა
"ტორინოსთან" მატჩის შემდეგ მირეკავს ლეგენდარული ჩირო ფერარა და "კვარაზე" მეუბნება... - მერაბ ჟორდანია
"ხვიჩას გარეშე "ნაპოლი" სოფლის გუნდია" - მერაბ ჟორდანია
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
უკრაინელი ფეხბურთელი "ჟირონადან" "აიაქსში" გადავიდა
ფილიპ კოკუ სამშობლოში დაბრუნდა და მორიგი ნიდერლანდური გუნდი ჩაიბარა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
ოფიციალურად - ზარანდია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
დუბლიორი ხვიჩასთვის - პსჟ "აიაქსის" გარემარბს დაიმატებს
"ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია" - სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა
კაშია "ვიტესის" გადასარჩენად - საქართველოს ნაკრების კაპიტანი თავის ყოფილ კლუბს ფინანსურად დაეხმარა
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
პსჟ "კვარას" პოზიციაზე 21 წლის ტალანტს ყიდულობს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
"აიაქსმა" 5:0 მოიგო - მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
[VIDEO] იეგოიანის ჩინებული საგოლე პასი და წიხლი სახეში - "ექსელსიორი" სტუმრად "აიაქსს "ფრედ" ეთამაშა