3 ივნისს "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში სფფ-ის პრეზიდენტმა, რევაზ არველაძემ და გია ცეცაძემ განვლილი ელიტრაუნდი შეაჯამეს
3 ივნისს "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში სფფ-ის პრეზიდენტმა - ზვიად სიჭინავამ, გენერალურმა მდივანმა - რევაზ არველაძემ და 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - გია ცეცაძემ განვლილი ელიტრაუნდი მედიასთან ერთად შეაჯამეს.

პრესკონფერენციას 19-წლამდელთა ნაკრების სრული შემადგენლობაც ესწრებოდა.

ზვიად სიჭინავა: "მე ბელგიაშიც ვუთხარი ბიჭებს და ახლაც ვიმეორებ, რომ ისინი გმირები არიან.

საქართველოში ბავშვთა ფეხბურთი მკვდარი რომ არაა, ამ ბიჭებმა დაამტკიცეს. ძალიან მაგრები არიან და არ დავიღლები მათზე ლაპარაკით.

ამ ნაკრებს ჰყავს მეკარე, რომელსაც გიორგი ლორიას მერე, ნომერ პირველი შემიძლია ვუწოდო. ლუკა ზარანდიამ კი ორი წლით უფროსებში ითამაშა და თავი მშვენივრად წარმოაჩინა.

ალბათ, ინგლისელები უკვე ვეღარ გვიტანენ, რადგან ზედიზედ ორი წელია, მათ ასაკობრივ ნაკრებებს ჯგუფში ვტოვებთ.

ახლა ჩვენი მიზანი უფრო რთული და საპასუხისმგებლოა. 20 ივლისიდან ჩვენ ყველა წავალთ ლიტვაში და ბიჭებს მხარში ამოვუდგებით, რომ იგივე არ განმეორდეს, რაც შოტლანდიასთან მატჩში მსაჯმა იკადრა.

მიზანი ერთია, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დროშა ღირსეულად წარმოვაჩინოთ. 4 ივნისს გია ცეცაძეს კონტრაქტს გავუხანგრძლივებთ.

როცა ის ამ ნაკრების მწვრთნელად დავნიშნეთ, მეკითხებოდნენ - რატომ ცეცაძეო? დღეს მე ყველას ვპასუხობ - იმიტომ! იცით, რომ ფედერაციას დაფინანსება თითქმის 50 პროცენტით გაუნახევრდა, მაგრამ გეუბნებით, რომ ამ ბიჭებს არაფერი მოაკლდებათ და ყველაფერი გეგმის მიხედვით იქნება.

ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ქართველი ჟურნალისტები ლიტვაში წამოვიდნენ და თავიანთი თვალით ნახონ ყველაფერი. იმედი მაქვს, სახელმწიფო გვერდში დაუდგება ნაკრებს და ყველაფერი კარგად იქნება".

გია ცეცაძე: "ბიჭებს კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ როცა თანადგომა და პატრონობა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა, ფედერაციის ხელმძღვანელები ჩვენს გვერდით იყვნენ და მხარში გვედგნენ.

ეს წარმატება ერთმანეთის და ჩვენი საქმის სიყვარულმა მოგვიტანა. ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე სტატისტების როლში ნამდვილად არ ვიქნებით.

ჯანსაღი და რეალური ამბიციები გვაქვს და ვფიქრობ, სამეულში მოსახვედრად ვიბრძოლებთ.

ხვალიდან ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად დავსხდებით და ყველაფერს დეტალურად გავწერთ. ორი შეკრება გვექნება და ტესტ-მატჩები.

ლიტვაში ჩემპიონატამდე 5-6 დღით ადრე გავემგზავრებით და დასკვნით მომზადებას იქ გავივლით.

ვფიქრობ, ქართული ფეხბურთის ხიბლი შეტევაა და ჩემი გუნდი ასეთ ფეხბურთს თამაშობს. ჩვენი თამაში დაბალანსებულია.

როცა ბურთით ვართ, ყველა გატანას ცდილობს; ხოლო როცა ბურთით არ ვართ, ყველა ჩვენი კარის მცველია.

მთავარია, ფეხბურთი ვითამაშოთ და თამაშით ვთქვათ ჩვენი სათქმელი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩემს სამწვრთნელო შტაბს მადლობა ვუთხრა.

მათ გარეშე მე ვერაფერს გავხდებოდი. ზაზა ბაკურაძე, თემურ ლორთქიფანიძე, გრიგოლ ჭანტურია, ჩვენი სამედიცინო შტაბი, გუნდის მენეჯერი - დავით დათუნაშვილი - ყველას დიდი მადლობა".

რევაზ არველაძე: "ფედერაციის უპირველესი ვალდებულებაა, რომ ყველა ნაკრებს შესაბამისი პირობები შევუქმნათ. დღეს ჩვენთვის მთავარი საფიქრალი მომავალი ევროპის ჩემპიონატია.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 19-წლამდელები იდეალურად მომზადებულები შეხვდნენ ევროპირველობას. თუ ვინმე მხარში ამოგვიდგება, ხომ კარგი... ჩვენ ფიფას კონგრესზე წასვლა გადავდეთ და ბელგიაში ჩავედით, რადგან სხვანაირად არც შეიძლებოდა.

10 ასეთ კონგრესს გადავდებ და ასეთი თამაშის სანახავად ყოველთვის წავალ. ამაზე დიდი სიხარული და ბედნიერება არ არსებობს. მეც მინდა ყველას მადლობა ვუთხრა - გიას, სამწვრთნელო შტაბს და ბიჭებს".

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ფედერაციის ხელმძღვანელობა და 19-წლამდელთა ნაკრები სპორტის სამინისტროში, მინისტრთან შესახვედრად წავიდნენ.

ლევან ყიფიანმა ყველას მიულოცა ეს წარმატება და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მათ მაქსიმალურ მხარდაჭერას ჰპირდება.

ლევან ყიფიანი: "ასეთი წარმატებებით განებივრებულები არ ვართ და თქვენი გამარჯვება ორმაგად სასიხარულოა. კიდევ ერთხელ გილოცავთ!

მე პირველი მატჩის შემდეგ უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ტურნირს დადებითი შედეგით დავამთავრებდით.

აქედან ყველა თქვენს გვერდით ვიყავით. ძალიან მინდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე კარგად იასპარეზოთ. ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ჩვენ დავსახავთ გეგმებს, რომ ლიტვაში გამგზავრებამდე, მოსამზადებლად ყველა პირობა შეგიქმნათ".

სფფ-ის პრესსამსახური

ასევე იხილეთ:

გია ცეცაძე: ჩვენი ცეკვები - ხორუმი, აჭარული, მთიულურიც - სულ შეტევაა

გაბრწყინებული საქართველო: ჰქმენ, რაც შენი ფერია

თემურ ქეცბაია 19-წლამდელთა ნაკრებზე: ამ ბიჭებს უნდა მივხედოთ [VIDEO]

მარბიელი
როცა მოხვედი, ფეხბურთი არ ვიცი, მაგრამ ბიზნესმენი ვარო იძახოდი;მაინტერესებს სახელმწიფო და ფიფა–უეფას დაფინანსების გარეშე რამდენით გაიზარდა შენს დროს ფედერაციის შემოსავალი? ნაკრების მწვრთნელს თვეში 209500 ლარს რომ უხდი რა გამართლება აქვს, ზოგჯერ თვე– თვენახევარი საერთოდ არ ჩამოდის საქართველოში
daviti
მაგარი მასხარაა დომენტი რა"როცა ის ამ ნაკრების მწვრთნელად დავნიშნეთ, მეკითხებოდნენ - რატომ ცეცაძეო? დღეს მე ყველას ვპასუხობ - იმიტომ!"არ უნდა იცინო ახლა ამაზე კაცმა?მაგრამ სამწუხაროდ რომ,არ გვაქვს საქმე სასაცილოდ?ოე,სიჭინავა ესეიგი ცეცაძე იმიტომ რომ,შედეგი და თამაშის ხარისხი აქვს ხო?მაშინ გეკითხები რატომ ქეცბაია?????!!!!!
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
Geo Team: "ბაიერნის" ფეხბურთელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში უხმეს
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა