"ბიანკონერის" სიმბოლოს "მილანში" გადასვლა ფანტასტიკის სფეროა
"იუვენტუსთან" განცდილი მარცხის შემდეგ, "მილანის" პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ მოულოდნელი განცხადებები გააკეთა. ჯერ იყო და საკუთარი გუნდი შეაქო კარგი გარჯისთვის, შემდეგ კი "მილანში" ალესანდრო დელ პიეროს გადაბირების სურვილი გამოთქვა. მოვუსმინოთ ბერლუსკონის:

"დასრულდა თუ არა თამაში, გასახდელში ჩავედი და ალესანდრო დელ პიეროს პერსონალურად მივულოცე ეს გამარჯვება. ჩემი აზრით, ალე ძალიან დიდი ფეხბურთელია, რომლის მსგავსი ცოტა მოიძებნება ფეხბურთის ისტორიაში. იანვარში, ან უკიდურეს შემთხვევაში ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ერთი ექსტრაკლასის, ამასთან ხარიზმატული ფეხბურთელის გადაბირება მსურს და კარგი იქნება თუ ეს მოთამაშე სწორედ დელ პიერო იქნება. პირადად მქონდა მასთან საუბარი და შევთავაზე, რომ კარიერა "მილანში" გააგრძელოს. გაეღიმა და მითხრა, რომ მისთვის დიდი პატივია ასეთი შეთავაზების მიღება. ვნახოთ, გამორიცხული ნამდვილად არაფერია".

ბერლუსკონის განცხადება უდავოდ საინტერესოა, მაგრამ იტალიელ ჟურნალისტებს ნაკლებად სჯერათ, რომ ეს ტრანსფერი მართლაც შეიძლება განხორციელდეს. რამდენიმე დღის წინ, ალემ პრესასთან საუბარში განაცხადა, რომ თუ "იუვენტუსს" დატოვებს, აუცილებლად უცხოეთში გააგრძელებს კარიერას, რადგან სხვა იტალიურ გუნდში თავი ვერ წარმოუდგენია. ეს სრულიად ბუნებრივიც არის, რადგან იგივე "მილანში" გადასვლით, ავტომატურად "იუვეს", ანუ მშობლიური გუნდის უშუალო კონკურენტი ხდება. დელ პიერო "ბიანკონერის" სიმბოლოა და მისი "მილანში" გადაბარგება ალბათ მაინც ფანტასტიკის სფეროა.

სამაგიეროდ, კარვალიო ამაურის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უნდა იყოს რეალობასთან ახლოს და სწორედ ამ თემაზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა. "გაძეტა დელო სპორტში" გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, ზამთარში "იუვე" კარვალიოსთან გამომშვიდობებას და მის "ფიორენტინაში" გაშვებას აპირებს. ჯერჯერობით, ბრაზილიური წარმოშობის იტალიელი არაფერში ადგია ტურინულ გრანდს, "ვიოლას" კი ჰაერივით სჭირდება ერთი თავდამსხმელი და აქედანვე ზრუნავს, რომ ზამთარში კარგი ტრანსფერი გაჩარხოს. ამაურის აგენტი ჯანპიერო პოჩეტა შემდეგ კომენტარს აკეთებს:

"ჩემი კლიენტის მიმართ ინტერესი დიდია, რაც ნამდვილად არ მიკვირს. ვადასტურებ, რომ ფლორენციული კლუბის მესვეურებთან მქონდა ურთიერთობა, თუმცა მე მხოლოდ ის ვუთხარი, რომ პირველ რიგში ტურინელ კოლეგებთან უნდათ ესაუბრათ. როგორც ვიცი, "იუვეს" მესვეურები ამაურის გასხვისებას არ აპირებენ და გამომდინარე აქედან, მისი "ფიორენტინაში" გადასვლის პერსპექტივა ბუნდოვნად მეჩვენება".

პოჩეტას ასეთი განცხადების მიუხედავად, იტალიაში დარწმუნებულნი არიან, რომ ამაურის "იუვენტუსში" დიდი დღე არ დარჩენია - სხვათა შორის, მისით "პალერმოც" დაინტერესებულია, სადაც დღემდე ეძებენ ედისონ კავანის ღირსეულ შემცვლელს. მიმდინარე სეზონში, "პალერმოსაც" და "ფიორენტინასაც" სწორედ შეტევით ფაზაში უჭირთ და ამაურის მიმართ ინტერესიც ამით აიხსნება. აქვე, შეგახსენებთ, რომ ამაურიმ სწორედ "პალერმოში" წარმატებული თამაშით გაითქვა სახელი და შემდეგ, "იუვენტუსში" გადაბარგდა.

საერთოდ, "მილანთან" გამარჯვების შემდეგ ტურინულ გრანდში ამაღლებული განწყობაა. მაგალითად, სიმონე პეპე აცხადებს, რომ "როსონერის" მისსავე მოედანზე ძლევით უფრო თავდაჯერებულნი გახდნენ და ეს ფსიქოლოიგიური თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია. მარკო სტორარის თქმით, სწორედ ამ გამარჯვებით იწყება "იუვეს" აღმასვლა და მეტიც, აღორძინება. კლუბის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი გულშემატკივრებს ახალ ტრანსფერებს ჰპირდება, მწვრთნელი ლუიჯი დელ ნერი კი ისევ იმას იმეორებს, რომ სწორ გზაზე დგანან. ყველაზე უფრო საინტერესოდ კი კლუბის სპორტული დირექტორის, ჯუზეპე მაროტას სიტყვები გვეჩვენება:

"მართლაც მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, რომელსაც პირველ რიგში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ჰქონდა დიდი მნიშვნელობა. დარწმუნებული ვარ, ტურიდან ტურამდე გუნდი კიდევ უკეთესად ათამაშდეება, თუმცა ეს ფეხის ფეხზე გადადების საფუძველი არ უნდა გახდეს. მუშაობა ძველ რიტმში უნდა გავაგრძელოთ, რათა სატრანსფერო ბაზარზე აქტიურნი ვიყოთ და რგოლები კიდევ უფრო გავაძლიეროთ. მაგალითად, პირადად მე მეჩვენება, რომ განაპირა მცველის შეძენა არ გვაწყენდა, რომესაც მარჯვნივაც შეეძლება თამაში და მარცხნივაც. მარჯვენა ფრთაზე ზდენეკ გრიგერა დაშავდა და ძირითადში მარკო მოტას უწევს ასპარეზობა - მართალია, ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ახალგაზრდაა და მისგან ყველა შეხვედრაში სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობას ვერ მოვითხოვთ. ანალოგიური პრობლემა შეიძლება მარცხნივაც შეგვექმნას, ამიტომ, ერთი მცველი ნამდვლად არ გვაწყენდა".

მაროტას განცხადების შემდეგ, ჟურნალისტები მიდგნენ, მოდგნენ და გამოარკვიეს, რომ "იუვე" გარეთ ბეილის მიმართულებით აპირებს გააქტიურებას. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, ამ ადამიანს მხოლოდ პრემიერლიგის აქტიური მაყურებლები იცნობდნენ, დღეს კი მისი გვარი მთელი საფეხბურთო ევროპისთვის კარგად ცნობილია. "ინტერის" მმუსვრელი, რომელმაც "ჯუზეპე მეაცაზე" სამი გოლი გაუტანა მრისხანე მეტოქეს, ლონდონში კი ორი საგოლე გადაცემა მიითვალა აქტივში და გუნდის გამარჯვებაში მართლაც რომ ლომის წილი დაიდო. ზემოთ, "იუვეს" მარჯვენა ფრთაზე არსებულ პრობვლემაზე ვსაუბრობდით და ბეილზე აქცენტის გაკეთება თითქოს არალოგიკურია, მაგრამ თუ ამის საშუალება იქნა, მის გადაბირებაზე ალბათ არც "იუვე" იტყვის უარს და არც ნებისმიერი სხვა გრანდი. რამდენად მოისურვებს "ტოტენჰემი" წამყვან ფეხბურთელთან განშორებას, რთული სათქმელია, მაგრამ მაროტა ალბათ ცდას არ დააკლებს. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და დანარჩენზე შემდომში ვისაუბროთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის