"პაშინგის" უნიკალური გამარჯვება, პოდოლსკის სწრაფი გოლი
დღევანდელ მიმოხილვაში საკმაოდ ბევრ საინტერესო და განსხვავებულ თემაზე ვისაუბრებთ. დაწყებით კი "პაშინგის" მართლაც უნიკალური გამარჯვებით დავიწყებთ...

94-წლიან ისტორიაში, ავსტრიის თასი მესამე ლიგის გუნდს არასდროს მოეგო, სანამ ხუთშაბათს ეს "პაშინგმა" არ გააკეთა. წინა ეტაპებზე "რაპიდის" და "ზალცბურგის" დამარცხების შემდეგ მესამე ლიგის წარმომადგენელმა ფინალში ჩემპიონ "აუსტრიას" სძლია, რომელიც ისტორიაში 28-ე თასის მოსაპოვებლად იბრძოდა. "პაშინგი" გახდა პირველი ევროპული კლუბი პოლონური გდანსკის "ლეხიას" შემდეგ, რომელმაც ქვეყნის თასი მესამე დივიზიონის ბინადრის რანგში მოიგო. "ლეხიამ" პოლონეთის თასზე 1983 წელს იმარჯვა. შეხვედრის შემდეგ გამარჯვების მომტანი გოლის ავტორმა დანიელ სობკოვამ განაცხადა:

"ეს ყველაფერი დაუჯერებელია, გაოგნებული ვარ. დღევანდელი დღე საუკეთესოა ჩემს კარიერაში".

57 - მილიონი ევრო დაუჯდა "ბარსელონას" ნეიმარის შეძენა. ამ გარიგების წყალობით, 21 წლის ფეხბურთელი ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ბრაზილიელი გახდა. პირველ ადგილზეა კაკა, რომელიც 2009 წელს "რეალში" 65 მილიონ ევროდ გადავიდა. სულ კი ნეიმარი ყველაზე ძვირფას ფეხბურთელებს შორის მერვე ადგილზე აღმოჩნდა კრიშტიანო რონალდოს, ზინედინ ზიდანის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის, ლუიშ ფიგუს, ჰალკის, ფერნანდო ტორესის და კაკას შემდეგ.

პელეს ეპოქის შემდეგ ნეიმარი "სანტოსის" საუკეთესო ბომბარდირია - მან 229 შეხვედრაში 138 გოლი გაიტანა.

ეს კვირა "ბარსელონასთვის" ორმაგად წარმატებული გამოდგა. კატალონიურმა გუნდმა ბოლო ტურშიც იმარჯვა, 100 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილზე გასულ "რეალს" 15 ქულით გაასწრო. ლა ლიგის ისტორიაში ჩემპიონს და ვიცე-ჩემპიონს შორის ამხელა უპირატესობა არასდროს დაფიქსირებულა.

9 - წამი იყო გასული მატჩის დაწყებიდან, როდესაც ლუკას პოდოლსკიმ გოლი გაიტანა და გერმანიის ნაკრების რეკორდსმენი გახდა. ეს ბურთი გერმანიის ნაკრების ისტორიაში 1955-ე იყო, მაგრამ სანაკრებო დონეზე რეკორდსმენად მაინც სან მარინოს ნაკრების ფეხბურთელი დავიდე გოტიე რჩება, რომელმაც 1993 წლის ნოემბერში ინგლისის ნაკრების კარში გოლი 8,3 წამის შემდეგ გაიტანა.

გერმანიამ ეკვადორს 4:2 მოუგო, პოდოლსკიმ კი დუბლი შეასრულა. ახლა "არსენალის" ფორვარდის ანგარიშზე 46 სანაკრებო გოლია და ის ბუნდესნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მეოთხე ადგილს იკავეს და მხოლოდ ერთი ბურთით ჩამორჩება მესამეზე მყოფ რუდი ფიოლერს და იურგენ კლინსმანს (47-47 გოლი).

ოთხი დღის შემდეგ აშშ-ის ნაკრების წინააღმდეგ ლარს ბენდერმა და სვენ ბენდერმა ერთად ითამაშეს და ბოლო 39 წლის განმავლობაში გახდნენ პირველი ტყუპები, რომლებმაც გერმანიის ნაკრების ღირსება ერთად დაიცვეს. 39 წლის წინ ეს ერვინ კრემერსმა და ჰელმუტ კრემერსმა გააკეთეს. ეს შეხვედრა გერმანიამ 3:4 წააგო. აშშ-ის ნაკრების მხრიდან დუბლი კლინტ დემპსიმ შეასრულა, 35 სანაკრებო გოლი დააგროვა და ერიკ ვინალდას გადაასწრო. ამჟამად ლონდონის "ტოტენჰემის" ნახევარმცველი ნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილს იკავებს და მხოლოდ ლენდონ დონოვანს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზეც 49 ბურთია.

6 - გოლი 53 წუთში - ეკვადორის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში მოთამაშე არგენტინელმა ფორვარდმა დანიელ ნეკულმანმა "მუნისიპალი" ორმაგი ჰეთ თრიქით დაამწუხრა, მისმა "დეპორტივო ოლმედომ" კი 7:1 მოიგო. თავდამსხმელის ანგარიშზე უკვე 16 გოლია და ის უახლოეს მდევარს 9 ბურთით უსწრებს.

"ეს დღე მუდამ მემახსოვრება. ერთ შეხვედრაში ექვსი გოლი არასდროს გამეტანა. აქამდე ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა პოკერი იყო," - განაცხადა მატჩის შემდეგ ბედნიერმა ნეკულმანმა.

საინტერესოა, რომ 28 წლის ფეხბურთელი არ იყო ერთადერთი, ვინც წინა კვირაში ერთ შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. კამბოჯის ჩემპიონატში მოთამაშე ჩოუნ ჩუმმა, რომელიც "ნაგა კორპის" ღირსებას იცავს, ასევე 6 ბურთი შეაგდო, მისმა გუნდმა კი ბოლო ადგილზე მყოფ "სენატ გენერალ სეკრეტარიატს" 12:0 მოუგო.

4 - საჩემპიონო ტიტული ზედიზედ - "ბაზელი" გახდა მეორე კლუბი შვეიცარიის ისტორიაში, რომელმაც ასეთი რამ გააკეთა. მანამდე ზედიზედ 4-ჯერ შვეიცარიის ჩემპიონი მხოლოდ ბერნის "იანგ ბოიზი" გახდა (1957, 1958, 1959, 1960).

"ბაზელმა" ისტორიაში მე-16 ტიტული მოიგო და ის ქვეყნის ყველაზე წარმატებულ კლუბთა შორის მესამე ადგილზეა, გავარდნილი "სერვეტის" (17-გზის ჩემპიონი) და "გრასჰოპერის" (26-გზის ჩემპიონი) შემდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კვირა ციფრებში: რეკორდები და ტიტულები

ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
ფეხბურთის პირველი მილიარდერი — როგორ დაწერა კრიშტიანო რონალდომ ფინანსური ისტორია
მთავარი კანდიდატი ჯერარდია - ლეგენდარული ინგლისელი შესაძლოა, "რეინჯერსში" დაბრუნდეს
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
კონტრაქტი იგივე რჩება, ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება - რაიამ საწადელს მიაღწია
ტერზიჩმა უარი თქვა, კონსეისაო საუდის არაბეთში წავიდა - "მონაკოს" ორი კანდიდატი დარჩა
სერჟიო კონსეისაო "მილანიდან" წასვლის შემდეგ საუდის არაბეთში დასაქმდა
ფანტასტიკური ფინალი საქართველოს სუპერთასის ფინალში - თსუ-მ "ქუთაისი" მესამე ოვერტაიმში დაამარცხა
ევროპული კალათბურთის მომავალი ნისლშია – NBA ახალ დივიზიონს ამზადებს
ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა - სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?
ფიბა-მ ქართველი მსაჯები და კომისარი მატჩებით დატვირთა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდი ჩაიბაროს
ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს
ენდრიკს ალონსო არ ათამაშებს და ბრაზილიელს პრემიერ ლიგის ვარიანტი გამოუჩნდა
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას გეგმავს
"აინტრახტი" მორიგ დიდ შემოსავალს ელის - კლუბი უზუნს 80 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს
გამოტოვებს თუ არა იამალი "ელ კლასიკოს" - "ბარსელონას" ვარსკვლავის დაბრუნების თარიღი ცნობილია
[PHOTO] "არ შეიძლება მისი დედა იყოს... 20 წლის გოგოს წააგავს" - "კაირატის" მეკარის დედამ ყველა გააოგნა
პსჟ-ის ახალი ვიცე-კაპიტანი ჰყავს - ის თავად გუნდის ფეხბურთელებმა აირჩიეს
[VIDEO] როგორ აიღეს მამარდაშვილის კარი მეორედ - კუკურელიამ ახსნა, რა იყო "ლივერპულის" მთავარი სისუსტე ამ მომენტში
კიტეიშვილმა ავსტრია დაიპყრო - ქართველი ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დაასახელეს!
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი დებიუტი ახალ გუნდში - "ტორონტო" დენვერთან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
''დორტმუნდის'' ფეხბურთელის პირველი აღიარება სამშობლოში
ᓙᓕᓘᓠᓐ ᕪᕘᓤᓠᕔᓑᓨᓘ: ᕚᕘᓡᓐᓑᓝᓜᓘᕡ ᓒᓛᓘᓠᓔᓑᓘ ᕓᓐ ᕚᓔᓜᓓᓝᕜᓘᕡ ᓞᓐᕡᓣᓮᓘ
პოდოლსკი მისსავე ორგანიზებული საქველმოქმედო მატჩიდან გააძევეს [VIDEO]
ᓘᓣᓠᓒᓔᓜ ᓙᓚᓘᓜᓡᓛᓐᓜᓘ: ᓒᓔᓠᓛᓐᓜᓘᓐᓡ ᓢᓘᓢᓣᓚᓘ, ᓩᓕᓔᓜ - ᓯᓒᓣᓤᓘᓓᓐᓜ ᓒᓐᓡᓕᓚᓐ
ლუკას პოდოლსკი თურქეთში დაბრუნდა
ლუკას პოდოლსკიმ კიოლნში საშაურმე გახსნა
"ჰერტა" სუპერკლუბობას ლამობს - ჯაკას, გიოტცეს და დრაქსლერის შეძენას შეეცდება
კლინსმანი სამხრეთ კორეის ნაკრებიდან დაითხოვეს
ფეხბურთელები, რომლებმაც 2014 წელს კარიერა დაასრულეს
ᓒᓐᓑᓠᓐᓖᓔᓑᓣᓚᓛᓐ ᓒᓕᓐᓠᓓᓘᓝᓚᓐᓛ ᓛᓔᓢოᓥᓔ ᓒᓣᓜᓓᓘᓡ ᓮᓔᓚᓒᓐᓨᓕᓔᓠᓘᓚᓘ ᓛᓬᓕᓠᓗნᓔᓚᓘ "ᓒᓐᓓᓐᓐᓒᓓᓝ" [VIDEO]
იურგენ კლინსმანმა განმარტა, რატომ დატოვა დანიშვნიდან 2.5 თვეში "ჰერტა"
კლინსმანმა გამოთქვა მოსაზრება, რატომ გააფუჭა კეინმა მეორე პენალტი საფრანგეთის წინააღმდეგ
ლუკას პოდოლსკი გერმანიაში შაურმების ქსელს აფართოვებს
პირველად 2020 წლის შემდეგ - იურგენ კლინსმანი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა
ლუკას პოდოლსკი: მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ძლიერი დარტყმით დამაჯილდოვა
ᓛᓣᓜᓓᓘᓐᕚᕘ 2014: ᓛᓝᓬᓐᕤᓔᓛ ᓛᓐᓡᓬᓐᕕᓚᓔᓑᓔᓚᓡ ᓛᓝᓣᓒᕝ
გერმანია-ინგლისი 1:0 - "ათიანის" გამოთხოვება და ბენეფისი [VIDEO]
პრემიერლიგის მომაკვდინებელი დუეტები - ისინი არავის ინდობდნენ!