ფეხბურთელები მილანის სასტუმროში ერთმანეთს გადაეხვივნენ
ფრანგი ზინედინ ზიდანი და იტალიელი მარკო მატერაცი, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი სკანდალის გმირები, შერიგდნენ. ეს ოთხშაბათს, მილანის ერთერთ სასტუმროში მოხდა, სადაც ფეხბურთელები ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ. ზიდანმა და მატერაციმ ჯერ ისაუბრეს, შემდეგ კი ერთმანეთს გადაეხვივნენ.

ამჟამად ზიდანი მადრიდის "რეალის" პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის მრჩეველია. 3 ნოემბერს "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის გასვლითი მატჩი გამართა "მილანთან" და ზიდანიც იტალიაში გუნდთან ერთად ჩაფრინდა.

მატერაცი იმ სასტუმროს, სადაც მადრიდელები გაჩერდნენ, "რეალის" მთავარ მწვრთნელთან, ჟოზე მოურინიოსთან შესახვედრად ეწვია. იტალიელი ორი წელი თამაშობდა მოურინიოს ხელმძღვანელობით, როცა იგი მილანის "ინტერს" ედგა სათავეში.

მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალში იტალიისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის ზიდანმა მატერაცის სახეში თავი დაარტყა, რის გამოც მოედნიდან გააძევეს. საბოლოოდ, ფინალი იტალიელებმა პენალტების სერიაში მოიგეს. ერთერთი თერთმეტმეტრიანი სწორედ მატერაციმ გაიტანა.

მოგვიანებით ზიდანმა თავისი საქციელი იმით ახსნა, რომ იტალიელმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მატერაცი დიდი ხნის მანძილზე არ ამბობდა, რა უთხრა მაშინ ზიდანს, მაგრამ ბოლოს აღიარა, რომ ფრანგი ფეხბურთელის და აუგად მოიხსენია და ამისთვის ბოდიშიც მოიხადა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე