ნიკა ფირცხალავა თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი, ვიცე-კაპიტანი და გამორჩეული პიროვნებაა. მასთან გასაუბრების შემდეგ მიხვდებით, რომ...

ნიკა ფირცხალავა თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი, ვიცე-კაპიტანი და გამორჩეული პიროვნებაა. მასთან გასაუბრების შემდეგ მიხვდებით, რომ ფართო თვალსაწიერი აქვს. არცაა გასაკვირი - აქტიური საფეხბურთო კარიერის პარალელურად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი დაამთავრა. ასეთ განათლებულ ფეხბურთელს იშვიათად წააწყდებით...

ფირცხალავა "დინამოს" ძირითად შემადგენლობაში პატარა ასაკისა ჩაირიცხა და დიდ იმედებს იძლეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 23 წლისაა, გუნდის ვიცე-კაპიტნადაც დანიშნეს. "დინამოს" ყოფილი მთავარი მწვრთნელები - დუშან უჰრინი და რაინერ ცობელი ენდობოდნენ და საკვანძო მოთამაშედ განიხილავდნენ...

თუმცა გამუდმებულმა ტრავმებმა ფეხბურთელი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. ზედიზედ სამჯერ მენისკის ოპერაცია გაიკეთა და აღმოჩნდა, რომ ბოლომდე ვერ განიკურნა. სრული 2 წელი მარტო მკურნალობაში დაკარგა...

ის არ არის იმ ტიპის ადამიანი, ღირსება რომ არ გააჩნია. ფირცხალავა მომხდარს განიცდიდა და ვერ ეგუებოდა იმ ფაქტს, რომ "დინამოს" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი და ვიცე-კაპიტანი ძირითადში რომ ვერ ხვდებოდა.

შესაძლოა, ამის შედეგია ის, რაც გუშინ გახდა ცნობილი - ევროპის ლიგაზე ტალინის "ფლორასთან" მატჩის შემდეგ ნიკა "დინამოს" ვარჯიშებზე აღარ გამოჩენილა.

"სამწუხაროდ, "ფლორასთან" საპასუხო შეხვედრაში ფირცხალავა დაგვაკლდება. მასზე გუნდი დიდ იმედებს ამყარებდა და დღესაც ამყარებს... მაგრამ სამწუხაროდ, გაუთავებელმა ტრავმებმა მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც იმოქმედა. ფირცხალავამ გარკვეული დრო ითხოვა დასვენებისთვის. საბოლოო გადაწყვეტილებას ესტონეთიდან დაბრუნების შემდეგ ერთობლივად მივიღებთ", - განაცხადა "დინამოს" მმართველმა დირექტორმა ბუბა ტყავაძემ.

ვერ გეტყვით, ამ ყველაფრის პრელუდია იყო თუ არა ის, რაც "ფლორასთან" მატჩის დროს ვიხილეთ - ნიკა მოედანზე აშკარად გაღიზიანებული გამოვიდა და ორიოდე ეპიზოდში მოწინააღმდეგეს მისთვის უჩვეულო აგრესიით შეეჯახა. ფირცხალავა ბრძოლისუნარიანობით ყოველთვის გამოირჩეოდა, მაგრამ... აგრესიულობით - არასდროს.

ახლა კი ვიგებთ, რომ ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტა, რაც 23 წლის უნიჭიერესი ფეხბურთელისთვის არასწორი გადაწყვეტილება გვგონია. ერთ-ერთი მოტივი, რის გამოც ნიკას თამაში აღარ სურს, ესაა - სამი წელია არ მითამაშია და როცა ბიჭების ნაწილი 300 ლარზე თამაშობს, უხერხულია, მათზე ბევრად მეტ ხელფასს ვიღებდეო.

ვფიქრობთ, "დინამოს" ხელმძღვანელები ყველაფერს გააკეთებენ, გადაწყვეტილება რომ შეაცვლევინონ და ფირცხალავა კვლავ ქართული ფეხბურთის სამსახურში ჩააყენონ - ჩვენ დასაკარგი ფეხბურთელი არ გვყავს, მით უფრო, ასეთი პიროვნება. ქართულ ფეხბურთში ხომ სწორედ ასეთი კეთილშობილი ადამიანების კატასტროფული ნაკლებობაა...

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა