ბოლოხანს, უელსელი გარეთ ბეილის გარშემო დიდი აჟიოტაჟია ატეხილი
ბოლოხანს, უელსელი გარეთ ბეილის გარშემო დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. ეს აჟიოტაჟი განსაკუთრებით მისმა ორმა თამაშმა გამოიწვია - ბეილი ჩემპიონთა ლიგაში "ინტერის" წინააღმდეგ შეუდარებელი იყო. და აი, ახალი ამბავი: მისი კლუბი "ტოტენჰემ ჰოთსპური" 21 წლის ვარსკვლავთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე ფიქრობს.

რასაკვირველია, "სფურზის" თავმჯდომარე დენიელ ლივი ასე შიშმა ააჩქარა. მან იცის, რომ ბეილის შეძენის სურვილი რამდენიმე დიდ კლუბს გაუჩნდა და ახლა ყველა ღონეს იხმარს, რათა უელსელი ვინმემ არ მოთაფლოს. საამისოდ, ლივი ფეხბურთელსა და მის აგენტს კარგად მომზადებული წინადადებით შეხვდება. კარგად მომზადებაში, უპირველეს ყოვლისა, რასაკვირველია, ხელფასის და კონტრაქტის ვადის გაზრდა იგულისხმება - დღეს ბეილისა და "ტოტენჰემის" ხელშეკრულებაში წერია, რომ მათი თანამშრომლობის ბოლო ვადა 2014 წელია.

ჰაფბეკმა "სფურზთან" ამ კონტრაქტს ხელი მაისში მოაწერა და მის თანახმად კვირაში 30 ათას ფუნტს იღებს. ეს, თავისთავად, წინა ხელშეკრულებასთან შედარებით გახლდათ წინ გადადგმული ნაბიჯი - ბეილი ხომ ერთერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელმაც, გასულ ჩემპიონატში, "ტოტენჰემის" მეოთხე ადგილზე გასვლასა და ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრაში შეიტანა წილი. მეორე მხრივ კი 30 ათასი ფუნტი მისი თანაგუნდელების რობი კინისა და რაფაელ ვან დერ ვაარტის გასამრჯელოთა ნახევარიც კი არ არის, ასე რომ მდგომარეობას სასწრაფოდ სჭირდება გამოსწორება.

ზოგადად როგორი ხელფასებია "ტოტენჰემ ჰოთსპურში"? ევროპის ყველაზე მდიდარი კლუბების ჯამაგირებთან შედარებით "დეზები", რასაკვირველია, მოკრძალებულ თანხებს არიგებენ, მაგრამ ერთი გამოკვეთილი თვისება აქვთ - როგორც კი ახალგაზრდას პროგრესს შეამჩნევენ, დაუყოვნებლივ უზრდიან გასამრჯელოს. "რეალს", "ბარსელონას" და "მანჩესტერ სიტის" "სფურზი", რასაკვირველია, ვერ გამოედევნება, მაგრამ ბეილს რომ მოლაპარაკებები გაუმართოს, ამისი შნო ნამდვილად აქვს. საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ უელსელს კვირაში 50 ათასზე მეტს დაუნიშნავენ.

გარეთ ბეილი "ტოტენჰემ ჰოთსპურში" 2007 წლის მაისში "საუთჰემპტონიდან" გადავიდა. მასში ლონდონელებმა პირველ გადახდაზე 5 მილიონი ფუნტი გადაიხადეს და ხელშეკრულებაში ჩაწერეს, რომ თუ ბიჭი წარმატებას მიაღწევდა, "საუთჰემპტონს" ერთი ამდენსაც ჩაურიცხავდნენ.

შეგახსენებთ, რომ "ინტერის" შთამბეჭდავი ძლევის შემდეგ ბეიოლმა განაცხადა, რომ "ტოტენჰემის" დონის გუნდებიდან ფეხბურთელები არ გარბიან. მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა თქვა: "ჩვენ არანაირ შემოთავაზებას არ განვიხილავთ. ჩვენმა თავმჯდომარემ თქვა, რომ გარეთ ბეილი არ იყიდება და მისი ეს ნათქვამი ძალიან მახარებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა