ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი
"ფილადელფიამ" წარმატებული თამაში გააგრძელა და გუშინ ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა. წამყვანი მოთამაშეების ტრავმებით შესუსტებულ "რეინჯერსთან" მატჩში "მფრინავები" მდევრის როლში აღმოჩდნენ - მეორე პერიოდის დასაწყისში დუბინსკიმ მეკარის მოგერიებულ შაიბაზე ყველას დაასწრო. თუმცა მასპინძლებმა ძალიან მალე დასაჯეს მეტოქე. უნდა აღინიშნოს, რომ "ფილადელფიას" ყველა გოლი ლამაზი გამოვიდა. ანგარიში ამ გუნდმა რიცხობრივი უპირატესობისას გაათანაბრა, როცა კლოდ ჟირუმ ულამაზესი გრძელი პასით რიჩარდსს გაატანინა. მასპინძლები წინ გაიყვანა მეოთხე სამეულის ცენტრფორვარდმა ბლეირ ბეტსმა, რომელმაც სეზონში მესამე შაიბა გაიტანა. ამაში ჰარტნელის დიდი წვლილია, რომელმაც "რეინჯერსის" ზონაში იბრძოლა და დელ ზოტოს აართვა შაიბა. "რეინჯერსს" ბრძოლის ჟინი მოუსპო კრის პრონგერმა, რომელმაც რიცხობრივ უპირატესობაში შორი მანძილიდან ტრადიციული გოლი გაიტანა. პიტერ ლავიოლეტის გუნდი იმყარებს პოზიციებს ატლანტის დივიზიონში - "რეინჯერსსა" და "პიტსბურგს" ოთხი ქულით უსწრებს.

უცნაურია დასავლეთი კონფერენციის ცხრილის ზედა ნაწილში "კოლამბუსის" ხილვა. დებიუტანტი მწვრთნელის სკოტ არნიელის გუნდმა "ატლანტასთან" გასვლითი შეხვედრა მოიგო - 3:0 და ეს კვლავ მეკარე მატიო გარონის დამსახურებაა, რომელმაც ზედიზედ მეორე "მშრალი" მატჩი ჩაატარა. "კოლამბუსი" მეოთხე ადგილზეა კონფერენციაში და შეეძლო ცენტრალური დივიზიონის ლიდერიც გამხდარიყო, მაგრამ გუშინ კონკურენტმა "სენტ ლუისმაც" მოიგო. "ფილადელფიას" მსგავსად, "ბლუზმენებმაც" ზედიზედ მეხუთე მატჩში იმარჯვეს. მათი მორიგი მსხვერპლი "სან ხოსე" გახდა, რომელმაც მიყოლებით მეორე შეხვედრა წააგო ისე, რომ გოლი ვერ გაიტანა.

ზედიზედ მეექვსე მატჩი წააგო "ნიუ იორკ აილენდერსმა". "კუნძელელები" პირადად დაამარცხა "ოტავას" ერთ-ერთმა ლიდერმა ჯეისონ სპეცამ, ვინც თავისი გუნდის ოთხივე გოლში მიიღო მონაწილეობა - გოლი და სამი შედეგიანი პასი.

დასავლეთში დაბრუნებულმა "ვანკუვერმა" სტუმრად "კოლორადოს" დამარცხებით გაიმყარა დივიზიონში ლიდერობა. თითო პერიოდში კანადურმა კლუბმა თითოჯერ გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობა, მეტოქეს კი მხოლოდ ერთი შაიბა გაატანინა. სხვათა შორის, "კენაქსმაც" ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო. "კოლორადოს" შეუძლია თავი იმით იმართლოს, რომ ერთბაშად სამი მცველი დააკლდა - ფუტი, კამისკი და უილსონი. დანარჩენ სამ მცველს (ლიფიტონი, ჰოლოში და შატენკირკი) კი NHL-ში ჯამში მხოლოდ 15 შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული, ამასთან შატენკირკი ლიგაში პირველ მატჩს თამაშობდა. "ვანკუვერი" სამი ქულით უსწრებს "კოლორადოს" და ლიდერობს დივიზიონში. ახლა ჩრდილო-დასავლეთი დივიზიონიდან მხოლოდ "კენაქსი" იმყოფება პლეი ოფის ზონაში, დანარჩენი ოთხი გუნდი კი ამ ზონიდან გავარდა. სამაგიეროდ, ცენტრალური დივიზიონის ხუთივე კლუბი შედის კონფერენციის რვა საუკეთესოს შორის.

ცენტრალური მატჩი გაიმართა ლოს ანჯელესში, სადაც დასავლეთისა და აღმოსავლეთის ლიდერები ხვდებოდნენ ერთმანეთს. "ტამპა ბეის" კალიფორნიული ტურნე აქვს და წინა დღეს ოვერტაიმში დამარცხდა "ანაჰაიმთან", ამჯერად კი ძირითად დროში 0:1 წააგო "კინგზთან". ერთადერთი გოლი მესამე პერიოდში გავიდა - სტუმრები საკუთარი ზონის დატოვებისას შეცდნენ და რაიან სმიტს ცისფერ ხაზთან აჩუქეს შაიბა, მან კი უმეთვალყურეოდ დარჩენილი ჯასტინ უილიამსი მონახა. ფორვარდმა ლამაზ სტილში მოუატყუა მეკარე მაიკ სმიტი.

ატლანტა-კოლამბუსი 0:3

0:0, 0:1, 0:2

გოლები: 0:1 ბრასარი-5 (ვორაჩეკი-6, ნეში-3), 0:2 ვორაჩეკი-1 (მეტოტი-6, ბრასარი-3), 0:3 უმბერგერი-5 (პალსონი-2).

ფილადელფია-რეინჯერსი 4:1

0:0, 3:1, 1:0

გოლები: 0:1 დუბინსკი-8 (დელ ზოტო-4, როჟსივალი-6), 1:1 მ. რიჩარდსი-2 (ჟირუ-6, ლეინო-9), 2:1 ბეტსი-3, 3:1 ჟერდიოვი-3 (ჟირუ-7), 4:1 პრონგერი-3 (ტიმონენი-5, ჰარტნელი-5).

ოტავა-აილენდერსი 4:1

1:0, 2:0, 1:1

გოლები: 1:0 გონჩარი-2 (სპეცა-5, რეგინი-4), 2:0 ჰეილი-1 (სპეცა-6), 3:0 სპეცა-2 (შენონი-3, რეგინი-5), 3:1 მოულსონი-5 (ტავარესი-3, ნილსენი-6), 4:1 კელი-3 (სპეცა-7).

სენტ ლუისი-სან ხოსე 2:0

1:0, 1:0, 0:0

გოლები: 1:0 დ'აგოსტინი-5 (ჯეკმენი-3, პიეტრანჯელო-5), 2:0 პერონი-5 (ოში-9, პიეტრანჯელო-6).

კოლორადო-ვანკუვერი 1:3

0:1, 0:1, 1:1

გოლები: 0:1 კესლერი-5 (დ. სედინი-6, ედლერი-8), 0:2 ჰ. სედინი-2 (ერჰოფი-5, დ. სედინი-7), 0:3 ტორესი-7 (როუმი-1, რეიმონდი-4), 1:3 ვან დერ გულიკი-1 (მაკლეოდი-1, დუპუი-1).

ლოს ანჯელესი-ტამპა ბეი 1:0

0:0, 1:0, 0:0

გოლები: 1:0 ჯასტინ უილიამსი-6 (რ. სმიტი-5, სტოლი-7).

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა