საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მეორე ტურის მატჩების შემდეგ ფავორიტები გამოიკვეთა
საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მეორე ტურის მატჩების შემდეგ ფავორიტები გამოიკვეთა.

ტრადიციული პრეტენდენტების - ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკისა და ავსტრალიის ნაკრებებთან ერთად, ჩემპიონობაზე პრეტენზიას უელსის, ირლანდიისა და არგენტინის ნაკრებები აცხადებენ.

A ჯგუფში მასპინძელ საფრანგეთთან გამარჯვების შემდეგ სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან წააგო ინგლისის ახალგაზრდულმა გუნდმა - 24:31. "უმცროსი ბოკეს" შემადგენლობაში ისევ გამოირჩეოდნენ მგეზავი რობერტ დუ პრი და გარემარბი სეაბელო სენატლა. ამ უკანასკნელმა ინგლისელებს ორი ლელო გაუტანა.

B ჯგუფს ორი დაუმარცხებელი ლიდერი ჰყავს - ახალი ზელანდია და ირლანდია. "უმცროსმა ოლ ბლექსმა" ავსტრალიის ახალგაზრდულ ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში მოუგო - 14:10. "სამყურებმა" კი ფიჯის ნაკრები დატოვეს უშანსოდ - 46:3. ორ-ორი ლელო გარემარბებმა დარენ სვიტნემმა და რორი შოლესმა მიითვალეს.

ორი გუნდი ლიდერობს C ჯგუფშიც. უელსისა და არგენტინის ნაკრებებმა ორ-ორი გამარჯვება მიითვალეს. "უმცროსმა პუმებმა" მეორე ტურში სამოას ნაკრებს სძლიეს - 28:16. თავი მგეზავმა ემილიანო ბოფელიმ გამოიჩინა, რომელმაც თავისი ფეხჩუბინობის წყალობით გუნდს 18 ქულა მოუტანა.

გაცილებით მწვავე გამოდგა უელსისა და შოტლანდიის ნაკრებების ბრძოლა. "წითელმა ურჩხულებმა", მიუხედავად იმისა, რომ საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ, მეტოქეს მხოლოდ ხუთი ქულის სხვაობით მოუგეს - 26:21. მათ შორის საუკეთესო მგეზავი სემ დევისი იყო, რომელმაც 16 ქულა მიითვალა.

ამასობაში გაირკვა "მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის" გამარჯვებული. იტალიის ნაკრებმა ჩილეში გამართული ტურნირის ფინალში კანადის გუნდს მოუგო - 45:23 და მომავალ წელს ისევ ელიტაში იასპარეზებს მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში.

"უმცროსი სკუადრა აძურა", სავარაუდოდ, აშშ-ის ადგილს დაიკავებს.

A ჯგუფი

სამხრეთ აფრიკა-ინგლისი 31:24, საფრანგეთი-აშშ 45:3

სატურნირო მდგომარეობა: 1. სამხრეთ აფრიკა - 9 ქულა, 2. ინგლისი - 5, 3. საფრანგეთი - 5, 4. აშშ - 0.

B ჯგუფი

ირლანდია-ფიჯი 46:3, ახალი ზელანდია-ავსტრალია 14:10

სატურნირო მდგომარეობა: 1. ახალი ზელანდია - 9 ქულა, 2. ირლანდია - 9, 3. ავსტრალია - 2, 4. ფიჯი - 0.

C ჯგუფი

არგენტინა-სამოა 28:16, უელსი-შოტლანდია 26:21

სატურნირო მდგომარეობა: 1. უელსი - 9 ქულა, 2. არგენტინა - 9, 3. შოტლანდია - 1, 4. სამოა - 0.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა