უგულავა: "სპორტული ობიექტები ყველა უბანში ხელმისაწვდომი უნდა იყოს - ეს იქნება ვარკეთილი, გლდანი, ნაძალადევი თუ ნებისმიერი სხვა"

ნაძალადევში ბევრი სახელოვანი ფეხბურთელია გაზრდილი - მიხეილ მესხი, ვლადიმერ ელოშვილი, ზაურ კალოევი, თბილისის "დინამოს" სამი კაპიტანი - მანუჩარ მაჩაიძე, ალექსანდრე ჩივაძე, გიორგი ნემსაძე, აგრეთვე დავით მუჯირი-უფროსი და ასე შემდეგ. და სწორედ ასეთი უბანი 15 წელიწადზე მეტია ხეირიანი მოედნის გარეშე იყო. დღემდე, ბავშვები მხოლოდ ტრიკოტაჟის ფაბრიკის კეთილმოუწყობელ მოედანზე ვარჯიშობდნენ.

"შრომითი რეზერვების" სპორტული კომპლექსის მოედანიც "მარილზე იყო გასული" - ღარიბ უბანში "ფეშენსკოლის" დაარსება ეკონომიკურად მიზანშეუწონელი იყო და ამიტომაც ჩაკვდა საფეხბურთო კერა.

ყველაფერი ორი თვის წინ შეიცვალა, როცა ერთ-ერთმა ებრაულმა კომპანიამ "ნორჩი დინამოელის" საფეხბურთო სკოლა და რამდენიმე თბილისური მოედანი (თუ ყოფილი მოედანი) შეიძინა - ნაძალადევში "შრომითი რეზერვების" სპორტული კომპლექსი, თემქაზე "სიხარულის" სტადიონი, ეროვნული სტადიონის ე. წ. "გარევოი" (რომელიც "ნორჩ დინამოელს" იჯარით აქვს აღებული), 31-ე ქარხნის დასახლებაში "მერანის" საფეხბურთო სკოლის კომპლექსი, გლდანში სკოლა-ინტერნატისა და ე. წ. "ზეემკას" ტერიტორიები, ვარკეთილში არასტანდარტულმოედნიანი საფეხბურთო სკოლა "ედელვაისი".

ამ მოედნებზე მოქმედი სკოლები "ნორჩი დინამოელის" ქსელში გაერთიანდა და ამ გადასახედიდან ძლიერი საფეხბურთო სკოლის კონტურებიც გამოიკვეთა. ამ საქმეს დილარ ხაბულიანმა და "ნორჩი დინამოელის" დირექტორმა ოთარ შენგელიამ მოაბეს თავი.

ამ ობიექტებიდან რამდენიმე მოქმედებს, გასარემონტებლებიდან კი პირველი - ნაძალადევის "შრომითი რეზერვები" გაიხსნა. მას თბილისის მერი გიგი უგულავა ესწრებოდა. ორთვიანი სამუშაოების შემდეგ, შერემონტდა კრივის, ძიუდოს დარბაზები, გასახდელები, საშხაპეები, მოედანზე კი თანამედროვე სტანდარტული ხელოვნურსაფარიანი მოედანი დააგეს, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანია და პირველი ლიგის მატჩებს უპრობლემოდ უმასპინძლებს. მალე კომპლექსში შემავალი სასტუმროც გარემონტდება.

შენგელია ამბობს, რომ დაბალი ფასებით თბილისში ჩამოსული ქართული თუ უცხოური გუნდების მიზიდვას შეეცდება - სასტუმრო, მოედანი, ტრენაჟორების დარბაზი და კვების ბლოკი ის სერვისია, რომლითაც ეს სოციალური პროექტი, წესით, ბიზნესის კუთხითაც გამართლებული უნდა იყოს.

"შრომით რეზერვების" კეთილმოწყობამ, მხოლოდ ერთი "მნიშვნელოვანი" პრობლემა შექმნა - სად გადაიტანენ კომპლექსის საჭიდაო დარბაზიდან გაძევებულ საბანკეტო დარბაზს? თბილისის მერმა იხუმრა - საბანკეტო დარბაზი ცალკე ავაშენოთო.

კომპლექსის ამუშავება მნიშვნელოვანი იმიტომაცაა, რომ 27 ნოემბერს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ორ კონკურენტ ქალაქს - თბილისსა და ბრნოს (ჩეხეთი) შორის უნდა შეირჩეს.

უგულავა: "თბილისის მერიის პროგრამა ძველი კომპლექსების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სპორტული ობიექტები ყველა უბანში ხელმისაწვდომი უნდა იყოს - ეს იქნება ვარკეთილი, ვაზისუბანი, გლდანი, ნაძალადევი თუ ნებისმიერი სხვა. "შრომითი რეზერვები" საშუალებას მოგვცემს, სპორტის სფეროში მეტი ადამიანი დავასაქმოთ. ეს მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, რომ თბილისი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების კანდიდატ ქალაქადაა წარდგენილი. გადაწყვეტილებას 27 ნოემბერს ბელგრადში მიიღებენ, სადაც მე მექნება საშუალება, წარვადგინო ჩვენი ქალაქი. გამარჯვების შემთხვევაში, თბილისი 2015 წელს ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს და ტურნირს უფრო მომზადებული შევხვდებით, უფრო თამამად შევაბიჯებთ იმ ქალაქების რიცხვში, რომელთაც დიდი საერთაშორისო ტურნირების ჩატარების შნო და უნარი გააჩნიათ. თუ ჩვენ ამას შევძლებთ, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ თბილისი უფრო მსხვილი კალიბრის სპორტულ ღონისძიებებსაც უმასპინძლებს".

ძველი 35-ე სკოლის დახურვის შემდეგ, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე "შრომითი რეზერვების" ყველაზე მისაღები სკოლა გახდება, რადგან ამ რაიონებში სხვა მოწყობილი სკოლა თითქმის არ დარჩა. საფეხბურთო სკოლის დირექტორი ოთარ შენგელია ამბობს: "ჩვენ გვაქვს საშუალება, ბავშვები საღამოს, განათებულ სტადიონზე ვავარჯიშოთ, რაც მოედნის დატვირთვას გაზრდის. ამ ეტაპზე "ნორჩი დინამოელში" 12 ჯგუფი იფუნქციონერებს და 600 ბავშვს მივიღებთ, მაგრამ თემქაზე, გლდანში და "ზეემკაზე" სტადიონების გახსნის შემდეგ 1000 ბავშვსაც ვავარჯიშებთ. თემქის "სიხარულის" სტადიონიც მალე ამოქმედდება. იქ ხელოვნური საფარი მალე დაიგება, მოეწყობა გასახდელები, საშხაპეები და 2000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები. შემიძლია გითხრათ, რომ თბილისს ერთი ძალიან კოხტა სტადიონი შეემატება, რომელიც უმაღლესი ლიგის სტანდარტს უპრობლემოდ დააკამყოფილებს. "შრომითი რეზერვების" მოედანზე კი პირველი ლიგის მატჩების მასპინძლობას შევძლებთ. იქვე იქნება სასტუმრო, ტრენაჟორების დარბაზი, კვების ბლოკი და რაიონიდან ან უცხოეთიდან ჩამოსულ კლუბებსას ღირსეულად ვუმასპინძლებთ".

დილარ ხაბულიანი: "თბილისში სპორტული კომპლექსების აღგდგენის საშუალება დედაქალაქის მერიის პროგრამამ მოგვცა. სოციალურმა კვლევამ აჩვენა, რომ ნაძალადევში ყველაზე პოპულარული სახეობა ფეხბურთია, სტადიონი კი ფაქტობრივად არ იყო. ჩვენ ამ პრობლემის მოგვარება გადავწყვიტეთ. თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი სტადიონი იქნება. იმედია, "შრომით რეზერვებში" ქართული ფეხბურთის ღირსეულ თაობებს გავზრდით. მალე აქ არსებულ სასტუმროსაც გავარემონტებთ და კომპლექსი სრულად დაიტვირთება. მალე კი თემქაზე ევროსტანდარტების შესაფერის სტადიონსაც ავაშენებთ, სადაც იქნება გასახდელები, საშხაპეები, 2 000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები. ქართული ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ უბანში საფეხბურთო სკოლის ფილიალისა და სტანდარტული სტადიონის ამოქმედება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის