"ტორპედოს" თავკაცობამ ფანები გააფრთხილა - ამათ საკუთარი ქომაგები დაიჭირეს და თქვენ რას გიზამენო?!
გუშინ, "ფაზისზე" სატურნირო ცხრილის მეზობლების პაექრობას მრავალ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: ქუთათურებს უნდა დაემტკიცებინათ, რომ ჩავარდნილი სტარტი ნამდვილად შემთხვევითი იყო და ამას ბოლოდროინდელი წარმატებული სერიის გაგრძელებით შეძლებდნენ; კოლხებს კი პირიქით, მოგებით - ჩინებული სტარტის შემდეგ დიდი ჩავარდნა უნდა შეეჩერებინათ.

პირველი, რაც სტადიონზე მისულებს თვალში მოგვხვდა, ერთდროულად სამი რამ იყო: წინა ფაზისური სკანდალის შემდეგ მოსალოდნელი - უაღრესად გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები; "I არხის" მოძრავი სადგური - ფოთიდან, თუ არ ვცდები, პირველად მოხდა პირდაპირი ტრანსლაცია; მესამე და მთავარი - ქართული ნოვაცია: ალბათ, მსოფლიოში არ ექნება პრეცედენტი, ნახევარი სტადიონი დაესაჯოთ! დიახ, "ფაზისის" დასავლეთ ტრიბუნაზე არავინ იჯდა, რადგან, როგორც გვითხრეს, ასეთი დირექტივა სფფ-პფლ-დან მიიღეს. აქვე ეს თემა ამოვწუროთ და ვთქვათ - ამ გადაწყვეტილების მიმღები ფოთის სტადიონზე, სავარაუდოდ, ნამყოფი არ უნდა იყოს. ტრიბუნა სრულად არის იზოლირებული და გამოყოფილი მოედნიდან, შესაბამისად, გაუგებარია, ქართულ სტადიონებზე ისედაც მცირერიცხოვანი ქომაგი მოდის და მასაც დისკომფორტი ტყუილად შეუქმნა: სტადიონის გარშემო წრე არტყმევინო, თანაც ამით დამატებითი პრობლემის ალბათობა შექმნა - ქუთათურთა აქტიურ ფან-კლუბს თუ გავითვალისწინებთ, გვერდიგვერდ მსხდომი მეტოქეთა ქომაგები დამატებითი თავის ტკივილია უბრალოდ.

ახლა რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ის სტუმართა უპირატესობით დაიწყო და ქუთათურებმა შედეგი უკვე მესამე წუთზე მიიღეს, თანაც როგორც ბოლოს გამოჩნდა, მეგრული კლუბის დასამარცხებლად საკმარისი ერთადერთი გოლი ამ კუთხის გვარების წარმომადგენლების ანგარიშზეა - მარჯვენა ფრთაზე კარგად გავიდა სევასტი თოდუა და შორეული გადაცემა გაუკეთა კვარაცხელიას, ვისი თავურიც გიზო შენგელიასთვის აუღებელი აღმოჩნდა - 1:0.

ზუსტად ერთ წუთში გიორგი დათუნაიშვილი გადიოდა იმავე ფლანგიდან და თითქოს პირისპირ უნდა შეყროდა მეკარეს, მაგრამ ცოტათი დააგვიანა. კიდევ 5 წუთში უკვე მარცხნიდან ჩაწოდებულს კარგად გამოეხმაურა საბანაძე, რომლის თავურიც შენგელიამ რის ვაი-ვაგლახით გადააგდო ხარიხის ზემოთ.

მე-17 წუთზე "ტორპედო" პენალტს ითხოვდა, როცა საბანაძის დარტყმული ინწკირველს ხელზე მოხვდა, მაგრამ იქვე მდგომმა გიორგი ვადაჭკორიამ მიიჩნია, რომ განზრახ ხელით თამაში არ ყოფილა, რითიც ქუთათურთა პროტესტი დაიმსახურა.

ამის შემდეგაც სტუმრები დომინირებდნენ. აშკარა იყო, ვარჯიშების ჩაგდებამ კოლხებზე ძლიერ იმოქმედა. ფიზიკურად იმერლები აშკარად უკეთ გამოიყურებოდნენ, "კოლხეთი" კი მძიმედ მოძრაობდა, უფრო ბურთის მოგერიებაზე იყვნენ ორიენტირებულნი, ვიდრე რაიმე ღირებული კომბინაცია შეექმნათ. ერთადერთი ხიფათი მასპინძლებმა ტაიმის შუაში შექმნეს, როცა ციცხვაია მარცხენა ფლანგზე კარგად გაიჭრა, ქუთათურთა მეკარის შეცდომით ისარგებლა, თავზეც გადაუგდო ბურთი, მაგრამ... ფარულავამ იყოჩაღა და თავისიანები გადაარჩინა.

როგორც მოსალოდნელი იყო, შესვენებისას ბესიკ შეროზიამ ტაქტიკური ცვლილება გააკეთა, თან ერთობ სარისკოც - ერთი მცველი მოხსნა და ლაშა გვალია შეუშვა. თითქოს, ამით ქუთათურებს კონტრშეტევებისთვის ხელ-ფეხი უნდა გახსნოდათ, მაგრამ სამი მცველით მოთამაშე მასპინძლებს მეორე ტაიმში ხეირიანად ერთხელ დაემუქრნენ - 50-ე წუთზე ფლანგიდან კარგად გაიჭრა თორნიკე თარხნიშვილი და საჯარიმოში შესულმა შენგელიას შორეულ კუთხეში დაურტყა - მასპინძლები ამჯერადაც მეკარემ გადაარჩინა.

ამის შემდეგ აშკარა იყო, რომ სტუმრები უფრო მეტად ანგარიშის შენარჩუნებაზე მეტს ფიქრობდნენ. "კოლხეთმა" კი აშკარად მოუმატა თამაშს, თუმცა რეალური ხიფათი მაინც ვერ შექმნა. სულ ორი, ასე თუ ისე დასამახსოვრებელი ეპიზოდი ჩავინიშნეთ და ორივე - დათა სიჭინავას აქტიურობის წყალობით. პირველად, სტუმართა მეკარე არცთუ დამაჯერებლად გაისარჯა, მაგრამ ბურთის კუთხურზე გადაგდება მაინც მოახერხა, ხოლო მეორე მომენტში "ტორპედო" სწორედ მიგინეიშვილმა გადაარჩინა აშკარა გოლისაგან.

ბოლოს კი იყო მეტად საორჭოფო ეპიზოდი - შეტევაში მთელი ძალით გადასულ კოლხებს გატანა შეეძლოთ, მეტიც - რეზო ჯიქია ვალდებულიც იყო, გამაყაიმებელი გოლი გაეტანა, მან ჯერ თოდუა ჩამოიტოვა, შემდეგ მეკარეც მოატყუა და დაარტყა კიდეც, მაგრამ მიგინეიშვილმა ქუთათურებს 3 ქულა შეუნარჩუნა.

ეს გოლი რომ გასულიყო, სამართალდამცველებს ქუთაისელი ფანების მოსაგერიებლად დიდი ჯაფა დაადგებოდათ. სტუმრები მიიჩნევდნენ, რომ ჯიქიამ მათი კაპიტანი წესების დარღვევით შეაჩერა. "ტორპედოს" ფეხბურთელებმა მსაჯების ქმედება მოედანზევე გააპროტესტეს, განსაკუთრებით ლაინსმენს სთხოვდნენ პასუხს (თითქოს, უკეთ ხედავდა ეპიზოდს). ქუთათურებმა თანამსაჯს შეაგინეს კიდეც, მაგრამ მან ამას წაუყრუა. არადა, სწორედ ამიტომ მოხდა ფოთში გამართულ წინა შეხვედრაში არეულობა - მსაჯები ხან რეაგირებენ ასეთ შემთხვევებზე, ხან - არა, რაც ნამდვილად გაუმართლებელია.

მას შემდეგ, რაც არბიტრმა საფინალო ჩასტვინა, სტუმრებმა მოედნის ცენტრში დაუწყეს მსაჯებს "საქმის გარჩევა", თუმცა სიტუაცია მალევე განიმუხტა. სამაგიეროდ, სამსაჯო-გასახდელისკენ "ტორპედოს" ფან-კლუბის წევრები დაიძრნენ, სავარაუდოდ, მათი სურვილი იყო, მსაჯების "შესამკობად" აპრობირებული ფრაზები ვადაჭკორიასა და კომპანიისთვის ახლოდან გაეგონებინათ, მაგრამ პოლიციამ მათ სამსაჯოსთან მიახლოების საშუალება არ მისცა. მცირე ინციდენტიც მოხდა, რის შემდეგაც ფანები სამართალდამცველებმა სტადიონის ეზოდან გაიყვანეს. ისინი "ტორპედოს" თავკაცობამ გააფრთხილა - ამათ საკუთარი ქომაგები დაიჭირეს და თქვენ რას გიზამენო?!

მატჩის შემდეგ

გიორგი გიგატაძე (ტორპედო): "ფოთში რთული თამაში რომ გვექნებოდა, წინასწარ ვხვდებოდით. ჩვენთვის "კოლხეთი" მოუხერხებელი მეტოქეა, ეს მეც კარგად მაქვს გამონაცადი. ამჟამად მეტოქეს გარკვეული პრობლემები აქვს და ამან, სავარაუდოდ, მათ თამაშს დაღი დაასვა. მოგებით, რა თქმა უნდა, გახარებული ვარ".

ბესიკ შეროზია (კოლხეთი): "წინა შეხვედრებში კოშმარული წაგებების შემდეგ რეაბილიტაციას დღეს ვგეგმავდით, ამისთვის ფეხბურთელებთან გარკვეული სამუშაოები გავწიეთ. სწრაფმა გოლმა ჩვენს თამაშზე იმოქმედა. მეორე ნახევარში სამ მცველზე გადავეწყვეთ, რითაც ვეცადეთ მეტოქისთვის ცენტრი წაგვერთვა. ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად კიდეც მოვახერხეთ, მომენტებიც შევქმენით, მაგრამ ვერ გავიტანეთ. "ტორპედომ" მოგება დაიმსახურა, მაგრამ ფრედაც რომ დასრულებულიყო შეხვედრა, არ იქნებოდა უსამართლო შედეგი".

05.11. ფოთი. ფაზისი. 800 მაყურებელი

კოლხეთი 0

ტორპედო 1

0:1 კვარაცხელია (3. თოდუას პასით)

კოლხეთი ტორპედო

4-4-1-1 4-4-2

გ. შენგელია მიგინეიშვილი

ჭითანავა ფოფხაძე

ცხვიტარია ს. თოდუა

ინწკირველი ფარულავა

გველესიანი ჩიქვილაძე

გულუა დათუნაიშვილი

ჯოჯუა დიღმელაშვილი

გოგონაია გურული

სიჭინავა თარხნიშვილი

რ. ჯიქია საბანაძე

ციცხვაია ვ. კვარაცხელია

მწვრთნელი მწვრთნელი

ბ. შეროზია გ. გიგატაძე

კოლხეთი

46. ჭითანავა - გვალია

70. გულუა - სილაგავა

90. ჯოჯუა - თედიაშვილი

სათადარიგოები: გორდეზიანი, ბუკია, დეკანოსიძე, ლემონჯავა

ტორპედო

67. საბანაძე - გიგაური

73. გურული - ლომაშვილი

84. კვარაცხელია - გ. ჩხეტიანი

სათადარიგოები: ქვილითაია, კემუხტაშვილი, მაჭავარიანი, ნ. კვასხვაძე

გაფრთხილება: გულუა (69), ციცხვაია (75), ჩიქვილაძე (77), თოდუა (84), ჩხეტიანი (86)

არბიტრი: გ. ვადაჭკორია

თომა ჩალაძე ფოთიდან

pasuxi
ხო, ასე თქვენ ფიქრობთ. მაგრამ რა დავწერო და რა არა, თავად ვწყვეტ. ამასთან, მაამებლური წერა არ მიმაჩნია კარგ საქმედ. შემიძლია, დაგამშვიდოთ, რომ აღარ ვაპირებ ფეხბურთზე და სპორტზე წერას და არაფერი გაქვთ სანერვიულო. მე თუ ვანგრევ ქართულ ფეხბურთს და ტორპედოს ვემტერები, თამაშიდან გავდივარ. წარმატებები კლუბსაც და ქართულ ფეხბურთსაც! მე ორივე გამიხარდება გულწრფელად.
pasuxi
არავის ვაბუნტებ, ღმერთმა დამიფაროს. მხოლოდ შენი თავი რომ გგონია მართალი, შეუმცდარი არავინაა. ნუ გგონია, რომ სხვა მართალს არ ამბობს ან მართალს არ წერს.მე ჩემი სიმართლე დავწერე, რაც დავინახე და ჩემი აზრი გამოვთქვი, რისი სრული უფლება აქვს ყველა ადამიანს. ისევე, როგორც შენ (იმედია, ასეთი მომართვას არ მიწყენ)უფლება გაქვს, მოგეწონოს, არ მოგეწონოს ჩემი ან სხვისი ნაწერი. ასევე სრული უფლება გაქვს, რომ ''დინამოს'' ფანად ჩამთვალო ან რაიმე სხვა მოსაზრება გაგიჩნდეს. არაფერზე პრეტენზია არ მაქვს, მე ვწერ ფეხბურთზე, თქვენ დაპოსტავთ. მაგრამ ის უხამსობა რაც აქ იყო და რაც სხვადასხვა ფორუმზე იქნებოდა, არ ჯდება არც ერთ ჩარჩოში. ასეთ ხალხს მე კლავიატურის ძველ ბიჭებად ვთვლი. რა უნდა დაწეროს ვინმემ ისეთი, რომ საკუთარ თავს ასეთი შეურაცხყოფა მიაყენოს ადამიანმა _ ქართველ კაცს ასეთი უხამსობა არ ეკადრება და ეს საკუთარი თავის შეურაცხყოფაა ნამდვილად! თუ ვინმეს ჰგონია, გინება არ ვიცი ან შემეშინდა? ყველამ თავის გულში ჩაიხედოს. მე ბოდიში მოვიხადე, თუკი რაიმე ვინმეს ეწყინა თქო, თქვენგან კი არავის გასჩენია ამის სურვილი. არც ვითხოვ, უფალმა მოგიტევოთ. და ბოლო კომენტარი ჩემს წერილზე _ მე დავწერე, რომ ''სავარაუდოდ'', აზრი გამოვთქვი და არაფერი მიმტკიცებია. იმ საკითხზე ვერ ვთანხმდებით, რომ ფანებს ეზოში არაფერი ესაქმებოდათ. მოკლედ, აქ აღარ დავპოსტავ. თუ ვინმეს სურვილი აქვს, ჩემი სკაიპია mateguruli
pasuxi
ერთიც, პოლემიკის გაგრძელებას არ ვაპირებ. სავარაუდოდ, არც ქართული ფეხბურთის თამაშების გაშუქებას. არა ამ კონკრეტული მიზეზით. მოკლედ, აღარ შეწუხდებით ჩემი ცუდი წერილებით. გულწრფელად წარმატებას გისურვებთ. მე ყველაფერი მოგიტევეთ. უფალი გფარავდეთ.
pasuxi
თუ არ ვიცი, არ ყოფილა, ფანებს არაფერი ესაქმებათ იმ ზონაში, რომელიც დაცულია... ასე რომ, ფანებისა და პოლიციის ''ურთიერთობა'' უნდა დამეწერა. გამოვთქვი რეალური ვარაუდი, რომ მსაჯებისთვის ახლოდან გაგონება სურდათ, რადგან ფეხბურთელებთან მიმავალი ხალხი ზოგადად მსაჯს არ აგინებს. სერგი, რა არის კაცობა და რა არა, მაგის გარკვევას და მით უფრო შენთან არ ვაპირებ. რაღა უნდა გამერკვია, ბოლოს და ბოლოს, ჭიშკარში, რომელსაც პოლიცია აკონტროლებს, ფანები არ უნდა შედიოდნენ და პოლიციის მრავალჯერადი გაფრთხილების მიუხედავად, მაინც არ უნდა ცდილობდნენ იგივეს გაკეთებას.ფოთელი პოლიციელების დაცვას არ ვაპირებ, მაგრამ ისინი აკონტროლებდნენ ზონას, სადაც შესვლა მხოლოდ საშებითაა, მხოლოდ ოფიც პირები შედიან და მონაწილეები...
sergie
მაგ 800 მაყურებლიდან 100-150 ჩვენი იყო ეს ისე ზოგადად!
sergie
აუ არავის მსაჯი არ აინტერესებდა ბიჭები მე როგორც ვიცი ბიჭებისგან მაგარი გახარებულები იყვნენ და არაფერი უთქვიათ და სტადინზე თუ ასეა მოწყობილი რრო მსაჯების გასავლელი უნდა გაევლოთ რა ამათი ბრალია?და რო არიცი ნუ წერ ეგ არაა კაცობა
trumania
აი ესე რო დაგეწერა რაც დაინახე არაფერი არ მოხდებოდა ზედმეტი.ჩვენ მსაჯები სულ არ გვაინტერესებდა.მსაჯები ქუთაისში ყოველ კვირაში ჩამოდიან და აშკარა პენლებს არ დებენ მაგრამ ქუთაისში არ უგრძელებს საუბარს ვინმე სტადიონს გარეთ და მოგებულ თამაშზე რატო ავიშარებდით,მითუმეტეს ფოთში.ჩვენზე ან ტორპედოზე ან ქუთაისის გულშემატკივარზე ისეთს ნუ დაწერთ რასაც ვერ დაინახავთ ან ვერ გაიგონებთ. 1 ბოთლი ისროლეს ნაბეღლავის და გახდა ბოთლების წვიმად ჟურნალისტებისთვის.წყალი ვეღარ შეგვიტანია სტადიონზე მაგ ჯარიმის გამო. 11000 კაციდან 1 ბოთე და და ქვის სროლია იქნება აბა რას იზამს მარა 10999 კაცი რო დაზარალდა ამ უაზრობით ეს ვის აინტერესებს.
werilis avtori
ძალიან ვწუხვარ, რომ უსაფუძვლოდ განაწყენებულხართ. ჯერ ერთი, წერილში წერია, ''სავარაუდოდ, მათი სურვილი იყო, მსაჯების "შესამკობად" აპრობირებული ფრაზები ვადაჭკორიასა და კომპანიისთვის ახლოდან გაეგონებინათ'', რისი საფუძველი მრავალ მიზეზთა გამო არსებობდა: 1) ბოლო წამებზე მსაჯმა ‘’ტორპედოს’’ საწინააღმდეგოდ უხეში შეცდომა დაუშვა; 2) ამის გამო ქომაგები სკანდირებდნენ მსაჯების ''შემამკობელ'' ფრაზებს; 3) სტადიონის ეზოში ჩამოსული ფანები აგინებდნენ მსაჯებს; 4) ქუთაისელი ქომაგები შევიდნენ იმ მხრიდან, სადაც პირდაპირ არის სამსაჯო და ‘’კოლხეთის’’ გასახდელი; 5) თუ ისინი საკუთარი კლუბის ქომაგებისკენ მიდიოდნენ, მათ ამისთვის უნდა გაევლოთ სამსაჯოს წინა ტერიტორია და მოედნის გავლით მისულიყვნენ საკუთარი გუნდის გასახდელთან, რომელიც ლოჟის ქვეშ მდებარეობს. ეს კი, არა მგონია, გამართლებული იყოს და ნამდვილად დიდი სხავობაა საღორიის ბაზაზე მისვლასა და ამ შემთხვევას შორის; ქუთათური ფანები, უმჯობესი იყო, უკანა მხრიდან მიდგომოდნენ თავიანთი გუნდის გასახდელს, თუმცა არ ვიცი, იმ დღეს უსაფრთხოების ზომების გამკაცრების გამო, შესაძლოა, დაკეტილი იყო გასახდელის გარეთა შესასვლელი. 6) ქომაგები არ გაატარა პოლიციამ, მოხდა მცირეოდენი შეხლა-შემოხლა... პოლიციამ რამდენიმე მათგანი, ფაქტობრივად, იძულებით გადაიყვანა ეზოდან; 7) არ გამიგონია, რომ ფანები თავიანთ გუნდთან შესახვედრად მიდიოდნენ. ამასთან მსაჯებით უკმაყოფილო ფრაზა ბევრისგან მოვისმინე. 8) თუ არ ვცდები, გია გიგატაძემ (ხმა მისას მივამსგავსე და კარგად ვერ ვხედავდი) თავის ფანებს უთხრა _ ამათ (ანუ ფოთის პოლიციამ) თავისი ქომაგები დაიჭირა და თქვენ რას გიზამენო? ამის შემდეგ, მით უმეტეს, ვერ მექნებოდა ვარაუდი, რომ ფანები მოთამაშეებისკენ მიდიოდნენ; 9) ისევ ტორპედოს თავკაცებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს, რამაზის უთხარით და ფანები ავტობუსში ჩასვანო... მოკლედ, არც თბილისის ''დინამოს'' ფანი ვარ და არც თქვენი მტერი... ლანჩხუთელი ვარ და არც ‘’გურიის’’ ფანი გახლავართ. ვცდილობ, სამართლიანად ვწერო, შეცდომა ვის არ მოსვლია და არც მე ვარ გამონაკლისი, რა თქმა უნდა. წარმატებებს გისურვებთ გულწრფელად, ყველა ჯიგარ ქუთაისელ და ზოგადად ქართველ ფანს შემოვევლე... რაც შეეხება გინების ავტორებს, მაგ ადამიანებს პასუხის ღირსადაც არ ვთვლი, მით უფრო, არ ვაპირებ აქ ვინმეს ვაგინო და საქმე ვურჩიო ‘’კლავიატურის ბიჭებს’’. ყველა ჯიგარ ქუთაისელს გენაცვალეთ და წარმატებებს გისურვებთ! თუკი ვინმეს გული ვატკინე ჩემიწ ერილით (ზემონახსენებ ‘’კლავიატურის მაგარ ბიჭებს’’ არ ვგულისხმობ), ბოდიშს გიხდით. უფალი გვფარავდეს!
beqa1685
ნუ სცხებთ ჩირქს ქუთაისელ გულშემატკივრებს ბატონო თომა გულზე არ გეხატებათ ტორპედო ეს ვიცით მაგრამ მაინც განახებთ ჩვენ ძალას
vaxo
კაი ნუ აგინებთ შეილება მსაჯების საგინებლადმიდიანო ასე ეგონა ამას და მიტო დაწერა. რა პონტია გინება დინამოს 10 კაცი ბალელშიკობს მთელ თბილისშI და შურტ თავისთავად
mishka

ადმინისტრაციაmishka: ნუ იმუქრებით, ხელმეორე გინებაზე მიიღებთ აი პი ბანს

rizespor
წაშლილია
sergie
ტორპედოელები სულ ხვდებიან ფანებს ბაზაზე და ახლა რატო იქნებოდა ვითომ გამონაკლისი ა? შოთია მითხარი ახლა ვინაა ამის დამწერი? ვინაა და .. შენთვითონაც იცი შოთიკა!
sergie
ადმინისტრაცია: sergie თქვენც აი პი ბანს მიიღებთ
rizespor
წაშლილია
rizespor
ადმინისტრაცია: თქვენი გინება წაშლილიაrizespor თქვენ მიიღებთ ბანს აი პი-ზე
onise
მსაჯები რაში გვაინტერესებდა ფეხბურთელებთან მივედით მისალოცად და ესე ვაკეთებთ ყველა მოგებულ თამაშზე.ინტრიგანი ხარ და ლაქს აცხებ ტორპედოს ფანკლუბს და ქართული ფეხბურთის "ნევიდიმკა" ხარ და იქნები ალბათ. ტორპედო ჩემპიონ!!!!!ადმინისტრაცია: თქვენი კომენტარი ჩასწორდა, შემდეგში მიიღებთ ბანს
babu
არევინ არ გაქცეულა მსაჯების კენ ავტობუსტან მივედით და ფეხბურთელების ნახვა გვინდოდა აეე ლელო:@
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!