11 ივნისს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ბოლო, მე-8 მონაწილე გაირკვა

11 ივნისს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ბოლო, მე-8 მონაწილე გაირკვა. ბოლო ტურამდე შანსებს ოთხივე გუნდი ინარჩუნებდა: შვეიცარია (4 ქულა), სერბეთი (3 ქულა), ირლანდია (2 ქულა) და სლოვაკეთი (1 ქულა).

შვეიცარიელებმა ბოლო შეხვედრა სლოვაკებთან 0:2 დათმეს, სერბებმა კი ირლანდიასთან 0:0 ითამაშეს. საბოლოოდ, 4-4 ქულა დააგროვეს მასპინძელმა სერბეთმა, შვეიცარიამ და სლოვაკეთმა, ბურთების უკეთესი სხვაობით კი ევროფინალის საგზური სერბებმა მოიპოვეს, რომლებთაც გია ცეცაძის გაწვრთნილებმა ელიტრაუნდამდე ბელგრადში ამხანაგურ შეხვედრაში 1:0 მოუგეს.

ამგვარად, ფინალურ ეტაპზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყველა შესაძლო მეტოქეა ცნობილი: ტურნირის მასპინძელი ლიტვა, თურქეთი, პორტუგალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ჰოლანდია და სერბეთი.

ახლა ყველა წილისყრის მოლოდინში ვართ, რომელიც 14 ივნისს, კაუნასში გაიმართება და მას სფფ-ის ტექნიკური დირექტორი - ნიკოლოზ ჩხეიძე დაესწრება.

გუნდები, ტრადიციულად, ორ ქვეჯგუფში გადანაწილდებიან. იქვე შედგება კალენდარიც და დადგინდება, რომელი ჯგუფი რომელ ქალაქში ითამაშებს. წილისყრის შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნების ფედერაციების წარმომადგენლებს მასპინძლები იმ სასტუმროებსა და სტადიონებს დაათვალიერებინებენ, რომლებმაც ევროპირველობას უნდა უმასპინძლოს.

უკვე ცნობილია, რომ გუნდები კაუნასში იცხოვრებენ, ხოლო თამაშებს მარიამპოლი და ალიტუსიც უმასპინძლებენ. ჯგუფური ეტაპის მატჩების გამართვის დღეები უკვე ცნობილია - 20, 23 და 26 ივლისი. ნახევარფინალები 29 ივლისს გაიმართება, ევროპის ჩემპიონის ვინაობა კი 1 აგვისტოს გახდება ცნობილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გაბრწყინებული საქართველო: ჰქმენ, რაც შენი ფერია

გია ცეცაძე: მინდა, უეფას გასაგონად ვთქვა, რომ ქართველები მათხოვრები არ ვართ!

U19. ბელგია - საქართველო 0:2 - მზიანი ღამე ბელგიაში [VIDEO]

U19. საქართველო-შოტლანდია 3:1 - ძლევაი საკვირველი [VIDEO]

U19. საქართველო - ინგლისი 1:1 - პირველი ფრე და შენარჩუნებული შანსი

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
19-წლამდელები მონტენეგროში ამხანაგურ მატჩებს გამართავენ
ზვიად სიჭინავა: ეს არ იყო სიმულაცია და იმედია, ასეთ შეცდომებს გამოვრიცხავთ
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა