ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ვიდრე შევისვენებდეთ

ვიდრე შევისვენებდეთ

დღევანდელი 2 მატჩით XIII ტური დასრულდება და ამის შემდეგ ჩემპიონატში ორკვირიანი პაუზა გამოცხადდება

დღევანდელი 2 მატჩით XIII (რიგით, XIV) ტური დასრულდება და ამის შემდეგ ჩემპიონატში ორკვირიანი პაუზა გამოცხადდება. თუმცა, უმაღლესი ლიგის ათივე გუნდის ფეხბურთელებს დასვენების საშუალება ნამდვილად არ ექნებათ: მომავალ კვირაში, კერძოდ, 10 ნოემბერს საქართველოს თასის მერვედფინალური მატჩებია; ამას გარდა, 17 ნოემბერს დანიშნული სლოვენიისა და საქართველოს ნაკრებების ამხანაგურ შეხვედრაში, დიდი ალბათობით, ჩვენს ჩემპიონატში მონაწილე ათამდე ფეხბურთელიც მიიღებს მონაწილეობას. თუმცა, ისევ დღეს ჩასატარებელ მატჩებს დავუბრუნდეთ; მით უფრო, რომ "დინამოსა" და "ბაიას" შეხვედრის სენსაციური შედეგით (ჩვენ ასე მიგვაჩნია - გ.ტ.) დამთავრების შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეში სიტუაცია უფრო და უფრო დამაინტრიგებელი გახდა...

სამტრედია-ვიტ ჯორჯია

მასპინძელთათვის ამ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს: გამარჯვების გარდა ნებისმიერი სხვა შედეგი გუნდის სატურნირო მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ ჩემპიონატში გამოცხადებული პაუზის შემდეგ "სამტრედიას" ზედიზედ სამი ურთულესი მატჩი ელოდება ("დინამოსთან", "ზესტაფონთან", "ოლიმპთან"). ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გელა სანაიას გუნდს მეორე წრის ფინიშზე დიდი ძალისხმევა მართებს, რათა უშუალო კონკურენტებს ბევრით არ ჩამორჩეს. აი, რაც შეეხება მეტოქეს, "ვიტ ჯორჯიამ" ზედიზედ ორი გამარჯვებით კრიზისული პერიოდი უკან მოიტოვა. საერთოდაც, იმ კონტიგენტით, დღესდღეობით მერაბ კოჭლაშვილის განკარგულებაში რომ არის, "ვიტ ჯორჯიას" ასპარეზობა ამ ეტაპზე დადებითად უნდა შეფასდეს. სხვათა შორის, ერთი გარემოებაც გვინდა აღვნიშნოთ: "ზესტაფონთან" ერთად უმაღლეს ლიგაში ყველაზე უკომპრომისო გუნდი სწორედ "ვიტ ჯორჯიაა" (ორივეს თითო-თითო ფრე აქვს).

...დღევანდელი მეტოქეების პირველი წრის შეხვედრა მართლაც განსაკუთრებულად საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. იმის გარდა, რომ იმ დროისათვის სეზონში ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა ვიხილეთ, თვითონ მატჩის მსვლელობა იყო ნამეტნავად დამაინტრიგებელი. თავად განსაჯეთ: პირველი ტაიმი სტუმართა უპირატესობით წარიმართა და აბსოლუტურად ლოგიკურიც იყო გიგა კვერენჩხილაძისა და ილია პავლიაშვილის გოლები; ჩვენს ჩემპიონატში კი, მოგეხსენებათ, არცთუ ხშირი კი არა, იშვიათზე-იშვიათია ისეთი შემთხვევები, როცა კონკრეტული გუნდი ორბურთიან ჩამორჩენას ჯერ აღმოფხვრის, მერე კი... გაიმარჯვებს! ჰოდა, სწორედ ასე მოხდა 29 აგვისტოს რუსთავში: შესვენების შემდეგ "ვეტერინარების" ცნობა შეუძლებელი იყო, იმდენად არნახულად მოტივირებულნი გამოვიდნენ მოედანზე.

თუმცა მხოლოდ მოტივაცია-მონდომების "ბრალი" იყო, თუ "სამტრედიამ" უკვე გამარჯვებულად მიიჩნია თავი, ამას ვერ გეტყვით; ფაქტი კი ის იყო, რომ ჯაბა ლიპარტიასა და ვახტანგ კვარაცხელიას დიდი ძალისხმევით "ვიტ ჯორჯიამ" მეორე ტაიმში მეტოქის კარში... ოთხი უპასუხო ბურთის გატანა შეძლო! იმედი დავიტოვოთ, რომ დღესაც საინტერესო და, რაც მთავრია, უხვგოლიანი მატჩი იქნება.

ოლიმპი-ზესტაფონი

ორ დღეზე "გაწერილ" ტურს კონკრეტული გუნდებისათვის თავის დადებითი და უარყოფითი მხარეც აქვს: მაგალითად, გუშინდელი სენსაციური ყაიმის შემდეგ ცხრილის სათავეში მოქცეულ "დინამოს" დღევანდელი მატჩის... ფრედ დამთავრება აწყობს! თავის მხრივ, "ოლიმპსაც" და "ზესტაფონსაც" არანაკლები მოტივაცია ექნება: სტუმრები არწაგების შემთხვევაში დაიბრუნებენ... ერთი დღით დაკარგულ ლიდერობას, ხოლო მასპინძლებს ტიტულის შენარჩუნება თუ სურთ, უშუალო კონკურენტებს მუდამ "კუდში" უნდა სდიონ. ეგ კი არა, "ოლიმპმა" თუ შეხვედრა მოიგო, თვითონ გადაინაცვლედს პირველ ადგილზე.

თუმცა ყველანაირი "გათვლების" გაუთვალისწინებითაც, დღეს მეტად საინტერესო მატჩი გველოდება, სადაც ერთმანეთს ჩემპიონობის ორი ფავორიტი (რაღა თქმა უნდა, "დინამოც" არ დაგვავიწყდეს) შეხვდება. ტურის კი არა, მეორე წრის ცენტრალური დაპირისპირება და იმედი გვაქვს, რუსთავის "ფოლადის" სტადიონი... სანახევროდ მაინც შეივსება; არადა, მართლაც უცნაური სიტუაციაა: რუსთავის "ოლიმპი", წინა სეზონის მსგავსად, ახლაც ჩემპიონობისათვის იბრძვის, მაგრამ ქომაგთა რიცხვი... ტურიდან-ტურამდე კლებულობს. კლიმატური პირობების გაუარესებას (გნებავთ, ზამთრის მოახლოებას) ნურავინ ნურაფერს დააბრალებს: ამ ზაფხულს, გუნდს რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩი ჰქონდა, აშკარად ... არ ციოდა, მაგრამ "ფოლადის" ტრიბუნები მაშინაც არ შეივსო. ახლაც, იმის იმედად უნდა ვიყოთ, რომ ზესტაფონიდან გულშემატკივრთა სოლიდური ჯგუფი ჩამოვიდეს, თორემ ჩვენი ჩემპიონატის ორი გამორჩეული გუნდის პაექრობას 500-მდე ("ოლიმპის" საშინაო მატჩებზე ამ ბოლო დროს საშუალო დასწრების მაჩვენებელი) მაყურებელი რომ დაესწრება, ქართული ფეხბურთი აღმავლობას განიცდისო, ამას უკვე ვერავინ იტყვის...

"ოლიმპის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე რამაზ მუმლაძე დღეს მეხუთე მატჩს ჩაატარებს და უშუალო კონკურენტთან ზედიზედ მეორედ მოუწევს დაპირისპირება. წინა შეხვედრაში ("დინამოსთან") მუმლაძის შეგირდებს ურიგოდ ნამდვილად არ უასპარეზიათ (განსაკუთრებით - მეორე ტაიმში) და მონდომებული თამაში შეხვედრის მიწურულს რევაზ გეწაძის ეფექტური გოლითაც დაუფასდათ. მოკლედ, იმ მატჩში ჩემპიონი წაგებას ნამდვილად არ იმსახურებდა, თუმცა დღეს უკვე "ოლიმპის" მწვრთნელ-ფეხბურთელებს ის შეხვედრა "დავიწყებული" ექნებათ და ამჟამად მთლიანად "ზესტაფონთან" პაექრობაზე არიან კონცენტრირებულნი.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, პირველ წრეში განცდილი მარცხის გამო "ოლიმპს" რევანშიც ესაჭიროება. ნიკოლოზ გელაშვილის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით "ზესტაფონმა"... სამწლიანი პაუზის შემდეგ შესძლო "ოლიმპის" დამარცხება. სხვათა შორის, ის შეხვედრა ორი ფაქტითაც იყო დასამახსოვრებელი: ჯერ ერთი, ზესტაფონის "დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე" ამ ქალაქისათვის უჩვეულოდ ცოტა (900 კაცი) მაყურებელი მოვიდა; ამას გარდა, გეხსომებათ ალბათ, თუ როგორი მკვეთრი განცხადება გააკეთა წაგებული მატჩის შემდეგ "ოლიმპის" მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა თემურ მახარაძემ, რომლის აზრითაც, მსაჯები არაობიექტურად უძღვებოდნენ ამ შეხვედრას.

არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტიც, რომ "ზესტაფონში" თითქმის ორწლიანი მუშაობის პერიოდში, გია გეგუჩაძემ პირველად შესძლო "ოლიმპის დამარცხება. ისე, ამ ორი წლის განმავლობაში "ოლიმპთან" ნებისმიერი დაპირისპირების წინ, "ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელს, მუდამ დიდი საფიქრალი ეძლევა - თითქმის ყოველთვის სხვადასხვა კოლეგასთან უწევს პაექრობა...

ტურის ცენტრალურ მატჩს "ზესტაფონი" თუ უდანაკარგოდ ხვდება, აი, "ოლიმპს" კი მართლაც სერიოზული დანაკლისი აქვს: დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი, დავით ბოლქვაძე ტოვებს. არადა, გია გეგუჩაძისგან განსხვავებით, რამაზ მუმლაძეს იმის ფუფუნება ნამდვილად არა აქვს, რომელიმე წამყვანი ფეხბურთელი სხვა სრულფასოვანი მოთამაშით ჩაანაცვლოს. თუმცა ამის მიუხედავად, დარწმუნებული ვართ, რომ დღეს უშეღავათო ბრძოლას ვიხილავთ; მით უფრო, რომ მუმლაძეც და გეგუჩაძეც არასდროს ყოფილან... ფრთხილი ფეხბურთის მიმდევრები!

დაბოლოს, დღევანდელ მეტოქეთა ურთიერთდაპირისპირებზეც; აქამდე ჩატარებულ თორმეტ შეხვედრაში მცირე უპირატესობა "ოლიმპის" მხარეს არის: 4 გამარჯვება, 3 ფრე და 3 წაგება; თუმცა, თუ ამ სამივე რიცხვს ერთმანეთს მივუმატებთ, აშკარად... 11 გამოვა! საქმე კი იმაშია, რომ ამ გუნდებს შორის ერთ-ერთი მატჩი... არ დასრულებულა! უფრო ზუსტად, წინა სეზონის მესამე წრის იმ "ცნობილ" მატჩში, ზესტაფონში რომ ჩატარდა 20 მარტს, როცა ანგარიში 1:1 იყო, "ოლიმპის" სათადარიგოთა სკამიდან "ვიღაცამ" მოედანზე მეორე ბურთი შემოაგდო; ჰოდა, თამაშიც გაჩერდა, მერე ფეხბურთელებმაც ერთმანეზე გაიწიეს და ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, იმ არდასრულებულ მატჩს არანაკლებ სკანდალური გაგრძელება მოჰყვა. ჰო, მართლაც უცნაური გადაწყვეტილება მიიღეს, როცა ორივე გუნდს 0:3 წაგება ჩაეთვალა და ამას გარდა, "ოლიმპს"... "დამატებით" 3 ქულაც ჩამოაკლეს! ეგ კი არა, თურმე, 10 (!) ქულის დაკლებაც სდომებიათ...

P.S. დიდი ალბათობაა, რომ დღევანდელ შეხვედრას საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი დაესწროს და ეს ფაქტორიც ორივე გუნდის ფეხბურთელებზე დამატებით ფაქტორად უნდა იქცეს. მით უფრო, რომ საქართველოს ნაკრების გაფართოებულ სიაში "ოლიმპისა" და "ზესტაფონის" ერთდროულად რამდენიმე ფეხბურთელია და ზოგიერთს, ალბათ, 17 ნოემბერს სლოვენიის ნაკრების წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი"ლელო"

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია