4-წლიანი კონტრაქტი აბდელაუს, ლაიტნერი გზაშია
როგორც მოსალოდნელი იყო, 27 წლის თავდამსხმელი მოჰამედ აბდელაუ "ჰანოვერიდან" "შტუტგარტში" გადაბარგდა და შვაბენლანდურ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. "მიხარია, რომ მოა ჩვენთან გადმოვიდა. ის საერთაშორისო დონეზე გამოცდილი თავდამსხმელია და ჩვენს წინა ხაზს მნიშვნელოვნად გააძლიერებს," - უთხრა "შტუტგარტის" მენეჯერმა ფრედი ბობიჩმა "კიკერს".

"შტუტგარტელთა წინადადებაზე ბევრი არ მიფიქრია. ეს უდიდესი ტრადიციების მქონე გუნდია, რომლის ფორმას დიდი სიამოვნებით მოვირგებ. იმედია, "შტუტგარტი" გაძლიერდება და მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს," - ეს თავად აბდელაუს სიტყვებია.

ნორვეგიის ნაკრების თავდამსხმელს, რომელიც წარმოშობით მაროკოელია, ბუნდესლიგაში 80 მატჩი აქვს ჩატარებული და 29 გოლის გატანა მოახერხა, ნორვეგიის ნაკრებში კი 25 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი და 2011 წელს ნორვეგიაში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "შტუტგარტს" აბდელაუს ტრანსფერი 3.5-დან 4 მილიონ ევრომდე დაუჯდა.

შეგახსენებთ, რომ "შტუტგარტმა" მანამდე კონსტანტინ რაუში (ასევე "ჰანოვერიდან", უფასოდ), მარკო როხასი (მელბურნიდან), დანიელ შვააბი (ლევერკუზენიდან), სერჩან სარარერი (ფიურტიდან) და მეკარე ტორსტენ კირშბაუმი (კოტბუსიდან) გადაიბირა.

თითქმის გადაწყვეტილია დორტმუნდის "ბორუსიადან" მორიტც ლაიტნერის ტრანსფერი, რომელიც შვაბებს არენდით შეუერთდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ფრედი ბობიჩი: "შტუტგარტი" მილიონების დახარჯვას გეგმავს
ლევან კობიაშვილი ბერლინის "ჰერტას" მაისურს კიდევ ერთხელ მოირგებს
რუსეთის ნაკრები კიდევ ერთ გერმანელს დაიმატებს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ნკუნკუ ბუნდესლიგის ბომბარდირია - ეს ყოველივე ანტი-რეკორდის ფონზე მოხდა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები