მონფილსის უარი უიმბლდონს
როლან გაროსის ჩემპიონი რაფაელ ნადალი უიმბლდონის სტარტამდე ორი კვირით ადრე კლასიფიკაციაში მეხუთე ადგილს იკავებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ესპანელი ჩოგბურთელი "დიდი სლემის" რიგით მესამე ტურნირზე, შესაძლოა, უკვე მეოთხედფინალში შეხვდეს რეიტინგის ტოპ-სამეულის რომელიმე წევრს - ნოვაკ ჯოკოვიჩს, ენდი მარეის ან როჯერ ფედერერს.

"რაფა უიმბლდონზე მეხუთე ნომრად იქნება განთესილი და ეს ნამდვილი დანაშაულია. ის გაცილებით მეტს იმსახურებს, - ამბობს ამასთან დაკავშირებით ბრიტანელი ენდი მარეი. - სამწუხაროა, რომ ჩოგბურთში სარეიტინგო სისტემა ასე მუშაობს. ის ითვალისწინებს მხოლოდ ერთი სეზონის შედეგებს, იმ დროს, როცა სპორტის სხვა სახეობებში, მაგალითად, გოლფში, ორწლიანი რეიტინგი მოქმედებს და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ძლიერი სპორტსმენი ტრავმას მიიღებს, ის მაინც ინარჩუნებს მაღალ პოზიციას. ჩოგბურთში კი, თუ შენ გამოტოვებ ოთხ-ხუთ თვეს, თითქმის არ გაქვს საკუთარი პოზიციის შენარჩუნების შანსი".

მარეიმ, რომელმაც როლან გაროსი ზურგის ტრავმის გამო გამოტოვა, პროფესიულ ტურში გამოსვლა "ქუინზ კლაბის" ტურნირზე განაახლა, თუმცა მან ვერ დაასრულა მეორე წრის მატჩი ფრანგი ნიკოლა მაუს წინააღმდეგ. ბრიტანელმა 6:3 მოიგო პირველი სეტი, მეორეში კი 2:2-ზე შეხვედრა წვიმის გამო გადაიდო.

"ბოლო დღეების განმავლობაში ზურგი საერთოდ არ მაწუხებს და თავს შესანიშნავად ვგრძნობ. რამდენიმე ვარჯიში ჩავატარე წამყვან ჩოგბურთელებთან ერთად. არ მინდა დავითარსო, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაფერი კარგად მიდის", - განაცხადა მარეიმ.

მარეი კვლავინდებურად ლეგენდარული ამერიკელის, ივან ლენდლის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს. მწვრთნელმა tennis.com-ზე თავის შეგირდთან ურთიერთობებზე ილაპარაკა.

"მე და ენდი არ ვაწყობთ გეგმებს, - ამბობს ლენდლი. - ჩემი მთავარი უპირატესობა სხვა მწვრთნელებთან შედარებით ისაა, რომ მე არ ვარ დამოკიდებული საკუთარ შეგირდზე და ამ სამუშაოს ფულის გამო არ ვასრულებ. შემეძლო გაცილებით მეტი თანხა მეშოვნა საჩვენებელ ტურნირებში გამოსვლით".

"ასე რომ, მე ყოველთვის პირდაპირ ვეუბნები ენდის სიმართლეს და ეს ძალიან კარგია. თუ ჩემი პირდაპირობით ერთხელ შეიძლება ჩვენი გზები გაიყაროს, დაე, მოხდეს, რაც მოსახდენია. ამ შემთხვევაში დიდი ხნის სურვილს ავისრულებ და გოლფს ვითამაშებ", - დაამატა ამერიკელმა.

მონფილსის უარი უიმბლდონს

ფრანგული ჩოგბურთის ერთ-ერთმა ლიდერმა გაელ მონფილსმა უიმბლდონის გამოტოვება გადაწყვიტა. ჩოგბურთელმა ეს გადაწყვეტილება პირადი მიზეზებით ახსნა, თუმცა კონკრეტული არაფერი უთქვამს.

იტყობინებიან, რომ მონფილმა გამოიტანა განაცხადი უიმბლდონის უაილდ-ქარდზე.

იმის თქმა შეიძლება, რომ გაელის გადაწყვეტილება ტრავმას არ უკავშირდება. ამ კვირას ფრანგი ჰალეს ტურნირზე წარმატებით გამოდის - მან უკვე ორი წრე გაიარა. პირველ რაუნდში კანადელი მილოშ რაონიჩი ორ სეტში დაამარცხა, ასევე ორ პარტიაში გაუსწორდა ჩეხ იან ჰერნიხს - 6:2, 6:3.

ამასობაში უიმბლდონის ორგანიზატორებმა ორი უაილდ-ბარდი გასცეს. მამაკაცებს შორის სპეციალური მიწვევის მფლობელი გახდა ფრანგი ნიკოლა მაუ, რომელიც ATP-ის რეიტინგში 224-ე პოზიციას იკავებს. სავარაუდოდ, მაუს მიწვევა იმით არის განპირობებული, რომ ის იყო უიმბლდონის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მატჩის მონაწილე. 2011 წელს ფრაგის მატჩი ჯონ ისნერის წინააღმდეგ 11 საათი და 5 წუთი გაგრძელდა და ბოლო სეტის ანგარიში იყო - 70:68.

რაც შეეხებათ ქალებს, აქ ძირითად ბადეში მოსახვედრი უაილდ-ქარდის მფლობელი გახდა გერმანელი ანდრეა პეტკოვიჩი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ნახევარი წლის წინ როლან გაროსის მოგება არარეალური ჩანდა

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
ვინ გახდება პირველი ჩოგანი? მესიმ პაპის ჯილდო მიიღო - 2 სექტემბრის დაიჯესტი
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
Dailymail: ენდი მარეი ბალახის სეზონისთვის დაბრუნდება
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
"ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს "რეალი" რას ნიშნავს" - რაფაელ ნადალმა ვინისიუს ჟუნიორს მიმართა
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ენდი მარეი კორტს უბრუნდება
"28-ე ჩოგბურთელს სათამაშო პრაქტიკის გარეშე მოვუგე, არსად მივდივარ!" - მარეი ბასილაშვილთან მატჩის შემდეგ
პირველივე დღეს საქმეში მთავარი ფავორიტები ჩაერთნენ! ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყო
ნიკოლოზ ბასილაშვილი წლის ბოლოს ოპერაციას გაიკეთებს - 4 სექტემბრის დაიჯესტი
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
US Open გახურდა - ნადალი და ჯოკოვიჩი მშვიდად მიიწევენ წინ, რუბლიოვი აღარ ხუმრობს
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
"ნეტავ მეც ასე შემეძლოს" - ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მესიზე იხუმრა
[VIDEO] უბრალოდ როჯერ ფედერერი - შვეიცარიელის განსაკუთრებული ჟესტი უიმბლდონზე
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
ბასილაშვილს სეზონის დახურვა ჯოკოვიჩთან ისტორიული გამარჯვებით შეუძლია! - ნიკა დღეს პარიზის მასტერსში ჩაერთვება - მივა ჯოკოვიჩამდე?
"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის
ენდი მარეი კორტს მომდევნო თვეში დაუბრუნდება
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
ახალგაზრდა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს - 20 ოქტომბრის დაიჯესტი
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
საჩოგბურთო ბალახის სეზონი: ფედერერი კვლავ პირველია, მარეი 1 წლის შემდეგ დღეს დაბრუნდება
ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის მწვრთნელი, რომელიც ცნობილ ჩოგბურთელებს ავარჯიშებდა
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა