"უკრაინული ვარიანტები იმით არის საინტერესო, რომ ბევრად უკეთესი დონის ჩემპიონატია და იქნებ, ჩემით ახალგაზრდული ნაკრების ხელმძღვანელობაც დაინტერესდეს"
ერთი წელია, რაც კიშინიოვის "დაჩიაში" ქართველი ფეხბურთელი ლუკა თათხაშვილი გამოჩნდა. წლეულს ის ძირითად გუნდში გადაიყვანეს, მაგრამ, შესაძლოა, მალე უკრაინაში გადავიდეს.

"კიშინიოველები ევროპის ლიგის მატჩებისთვის მზადებას 20 ივლისს დაიწყებენ. გუნდში თათხაშვილიც იქნება. თუმცა, ამ მოთამაშით რამდენიმე უკრაინული და პოლონური კლუბი დაინტერესდა და შესაძლოა, ზაფხულში კარიერა სხვაგან გააგრძელოს.

დაინტერესება არის ალჩევსკის "სტალიდან" და ერთ-ერთი პოლონური გუნდიდან, თუმცა უფრო რეალური ოდესის "ჩერნომორეცის" წინადადებაა. მოლაპარაკება მიმდინარეობს და პასუხი მალე გვეცოდინება.

ლუკა საინტერესო მარჯვენა მცველია, პროგრესირებს და სელექციონერებს ეს არ გამოპარვიათ", - გვითხრა ფეხბურთელის მენეჯერმა დათო გოგოლაძემ.

"გუნდის მთავარ მწვრთნელს, იგორ დობროვოლსკის მოვწონდი და ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მითხრა - ახალი სეზონიდან თამაშებს მოგცემო. მაგრამ სეზონის შემდეგ, მან "დაჩია" დატოვა და მეც ახალ გუნდში გადასვლა მირჩევნია.

უკრაინული ვარიანტები იმით არის საინტერესო, რომ ბევრად უკეთესი დონის ჩემპიონატია და იქნებ, ჩემით ახალგაზრდული ნაკრების ხელმძღვანელობაც დაინტერესდეს.

იმედია, მათ ყურადღებას დავიმსახურებ", - ამბობს თათხაშვილი.

გოგოლაძემ კიშინიოვის მეორე გუნდში - "ზიმბრუში" ორი ჩვენებური ფეხბურთელი წაიყვანა, მათ კი ფინანსური პრობლემების გამო, ახლახან გუნდი დატოვეს:

"ბოლო დროს, მოლდოვის კლუბებს ფინანსური პრობლემები შეექმნათ. ამის გამო მოხდა ის, რაზეც თქვენთან დაიწერა.

ეს არ იყო პროფესიული მიდგომა და შექმნილ ვითარებაზე "ზიმბრუს" ხელმძღვანელობასთან უსიამოვნო ლაპარაკი მქონდა - დავინტერესდი, ჩემს ფეხბურთელებს ხელფასი და პრემია რატომ არ გაუსტუმრეს. მაგრამ შემპირდნენ, რომ ვითარება მალე გამოსწორდება და დავალიანებას აუცილებლად დაფარავენ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლუკა თათხაშვილმა ქართველებზე გამწარებული დობროვოლსკის გული მოიგო

ბაქარ მირცხულავა: მოლდოვაში ჩვენზე უარესები ხდება

vaxo
წარმატებები
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ცხინვალი-ვიტ ჯორჯია 4:5 - ის, რაც ასე მოგვენატრა... [VIDEO]
თენგიზ კობიაშვილი: ბოლო მატჩამდე შევინარჩუნებთ დიდ მოტივაციას!
"ვიტ ჯორჯიამ" აზერბაიჯანული "სიმურგის" დუბლებს მოუგო
ნუკრი რევიშვილი: მოლდოვაში მეტი საშინელება ხდება, ვიდრე ჩვენთან!..
გუგა ფალავანდიშვილი: დიახ, "დაჩია"... კიშინიოვში ხვალ ან ზეგ ჩავალ
ლუკა თათხაშვილს ძალიან გაუმართლა - "ზიმბრუ" და უცებ "ლეხი"
გუგა ფალავანდიშვილი: ჩემით რამდენიმე რუსული და კვიპროსული კლუბი ინტერესდება
სოსო ფრუიძე: სტუმრად გოლის გატანა აუცილებლად გვჭირდება
დუბლი იუბილეზე - ლუკა თათხაშვილი ჯარიმებს 11-მეტრიანივით ასრულებს [VIDEO]
ჯაბა დვალი: სადაც არ არის ამბიცია, იქ ფეხბურთელს არაფერი ესაქმება
გუგა ფალავანდიშვილი: თამაში და ნაკრებში მოხვედრა მინდა და არა ფეხბურთით სარგებლობა
სოსო ფრუიძე: შეტევაში უფრო სწრაფები ვიყავით, ვიდრე მეტოქის მცველები
აქტუალურ თემაზე: ვინ შეიძლება იყოს საქართველოს ნაკრებში მარჯვნივ?
ბაქარ მირცხულავა: მოლდოვაში ჩვენზე უარესები ხდება
ჯაბა დვალი "საბურთალოში" ვარჯიშობს, მაგრამ...