ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გოჩა თანდარაშვილის სიბრძნე სიცილისა

გოჩა თანდარაშვილის სიბრძნე სიცილისა

კიდევ კარგი, ჯანო ანანიძე ვალერი კარპინმა "ჩელსისთან" არ ათამაშა
კიდევ კარგი, ჯანო ანანიძე "ჩელსისთან" არ ათამაშა ვალერი კარპინმა. მოსკოველებმა თამაში მეორე ტაიმში წააგეს და ჯანო რომ ეთამაშებინათ, სავარაუდოდ, მასაც მეორე ტაიმში შეუშვებდა მწვრთნელი მინდორზე. ჰოდა, ავი ენები იტყოდნენ, ჯანო რომ გამოვიდა მოედანზე, მაგიტომ წავაგეთ, თორემ იქამდე ფრეს ვთამაშობდითო. მე შენ გეტყვი და, ცოტანი არიან ეს ავი ენები?! ინტერნეტში ვნახე, 2010 წლის აღწერით 142 მილიონი ყოფილან.

ისე, ჩემპიონთა ლიგაზე წერა მაგით კი არა, ასე უნდა დამეწყო - გარეთ ბეილი! გარეთ ბეილი!! გარეთ ბეილი!!! დიდებულზე მეტი ჰქვია იმ თამაშს, რაც ამ 21 წლის ბიჭმა ბოლო ხანებში შემოგვთავაზა. ასეთი ლაღი, ჭკვიანური და ლამაზი თამაში მე ძალიან, ძალიან დიდი ხანია, არ მინახავს. მგონი, არც მაიკონს. ისე, მაიკონს რაც უნახავს, იმედია, კარგად ახსოვდა აქამდე, თორემ შეიძლება ახლა სულ ყველაფერი დავიწყებოდა, ისეთ დღეში ჩააგდო პატარა უელსელმა. ეს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მცველად აღიარებული კაცი ხომ აპამპულავა და გააოგნა, მერე ისეთი პასები გაუკეთა გრძელფეხება ინგლისელს და 142 მილიონიდან ერთ-ერთს, რომ მხოლოდ ისინი კი არა, იგივე მაიკონიც კი გაიტანდა იმ გოლებს.

გერმანიის "შალკემ" კი მორიგი ფურცელი ჩაწერა ისტორიაში, ოღონდ ამჯერად ისრაელის "ჰაპოელის" ისტორიაში. გერმანელთა უნიათო და უგვანი თამაშის წყალობით ებრაულმა კლუბმა პირველი ქულა მოიპოვა ჩემპიონა ლიგის გათამაშებაში. არა, ვგონებ, გერმანელებს საერთოდ 3 ქულის მირთმევა უნდოდათ საჩუქრად, მაგრამ უხიაგმა მანუელ ნოიერმა გაიგიჟა თავი - რა ამბავია 3 ქულა, ერთიც ეყოფათო.

ეს "შალკე" და "ჰაპოელი" გასაგებია, მაგრამ ყველაზე დიდი საცოდაობა ისაა, მათზე უფრო გაჭირვებულებიც რომ თამაშობენ ამ ჩემპიონთა ლიგაში. აქეთ თურქეთის ვაი-ჩემპიონი, იქით "პარტიზანი", დაჩაჩანაკებული "პანათინაიკოსი" და "ჟილინა" ხომ საერთოდ. ეს ოთხი გუნდი რომ ჩამოვთვალე, ჯამში სულ სამი გოლი აქვთ გატანილი - მარტო გომესმა რომ შეაგდო ერთ თამაშში და ევროპის ლიგაზე მოთამაშე და შეცვლაზე შესულმა ჯერარდმა 15 წუთში. ზემოთ ხსენებული გუნდებიდან სხვებზე გამორჩეულიც არსებობს. სლოვაკურმა "ჟილინამ" მარსელის "ოლიმპიკთან" 0:7 რომ წააგო კი გეცოდინებათ. ასეთი მცირე ანგარიშითაც მხოლოდ იმიტომ, რომ ბოლო ნახევარი საათი ფრანგული კლუბის ფეხბურელები მინდორზე აღარ ჩანდნენ, გასულები იყვნენ და ამ ჯგუფის მეორე თამაშს უყურებდნენ ტელევიზორში. შედეგად, "ჟილინამ" მეტი გოლი აღარ გაუშვა. მაგრამ მარსელელმა ფეხბურთელებმა ბოლომდე ვერ გაიხარეს, შინ დაბრუნებულ ძმებს, აბედი პელეს შვილებს - ანდრე და ჯორდან აიუებს სახლი გაქურდული დახვდათ. დამნაშავეებს კი ეძებენ, მაგრამ დიდი ძებნა არ უნდა დასჭირდეთ. ნახონ ტოტალიზატორებში, "ჟილინას" მოგებაზე ვის ედო და ეგაა.

ჩემპიონთა ლიგიდან ძალიან შორს, საქართველოში კი დღის წესრიგში დადგა მსაჯებისთვის ხელფასების გაზრდის საკითხი. დამეთანხმებით (თქვენ თუ არ დამეთანხმებით, მსაჯები დამეთანხმებიან), რომ ეს ძალიან კარგი და სასიკეთო აზრია ეროვნული ჩემპიონატისთვის. არბიტრებს საკმაოდ მოემატებათ ხელფასი და თამაშებსაც უფრო წყნარად, დინჯად და თავდაჯერებულად იმსაჯებენ. თორემ აქამდე ისეთ დაბალ ანაზღაურებაზე იყვნენ, ერთი სული ჰქონდათ, თამაში რაც შეიძლება მალე დაემთავრებინათ და გაქცეულიყვნენ, იქნებ სადმე მეორე თამაშისთვის მიესწროთ და ისიც ემსაჯათ, რომ ოჯახში ცოტა ნორმალური თანხით შესულიყვნენ.

ამასობაში გრძელდება ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურში. დღეს "ოლიმპი"-"ზესტაფონია"- ქვეყნის ჩემპიონი ლიდერის წინააღმდეგ. წინა ტურში "დინამო"-"ოლიმპი" იყო - ქვეყნის ლეგენდარული გუნდი ჩემპიონის წინააღმდეგ. მაგრამ რა? თამაშზე დამსწრე გულშემატკივრებს პირველკლასელი ბავშვიც კი დაითვლიდა, თან თავისი ნოუთბუქის გარეშე.

რამდენიმე დღის წინ ერთი ფეხბურთელის ინტერვიუ წავიკითხე თუ ტელევიზორში ვნახე - ამბობდა, მხოლოდ ოჯახის წევრები დადიან თამაშების საყურებლადო და, ეს ახალი თემა არცაა, ბევრჯერ გვითქვამს. ახლა ამ საკითხს სულ სხვანაირად შევხედე და მივხვდი, რისი ბრალია, ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე ძალიან ცოტა ქომაგი რომ მიდის. დემოგრაფიული პრობლემის ბრალი უნდა იყოს აშკარად. ახლა წარმოიდგინეთ, თითო გუნდში დაახლოებით 18 ფეხბურთელი - ეგ 36. იქაც მწვრთნელები, ექიმები და სხვა პერსონალი, სადღაც 50 კაცამდე ხომ ადის? ჰოდა, თითო ქართულ ოჯახში 3-4 კაცის მაგივრად 10-12 სული რომ იყოს, გადაამრავლეთ 50 კაცზე და კაი რაოდენობაც დაემატება. იქაც დაუმატეთ გოგონები, თანამედროვე მოდის შესაბამისად ფეხბურთელი ბიჭები რომ მოსწონთ, მათი დაქალები, რამდენიმე გამოუსწორებელი მართლა ქომაგი, წესრიგის დამცველთა ერთი ათეული, სასწრაფოს ექიმები, მეხანძრეები, მატჩის დელეგატ-დამკვირვებლები და უკვე სოლიდურ რაოდენობას მივიღებთ. ასე რომ, ზედმეტ რაღაცებზე ფიქრს უნდა დავანებოთ თავი და დემოგრაფიულ პრობლემებს მივხედოთ, თუ გვინდა, რომ ჩვენი ფეხბურთი აყვავდეს.

ჰო, ისე, ამ ამბის მოსაგვარებლად კიდევ ერთი კარგი ხერხი არსებობს. ზემოთაც აღვნიშნე და არცთუ უსაფუძვლოდ, რომ გოგონები ხშირად ესწრებიან ხოლმე მატჩებს და გულმხურვალედაც ქომაგობენ ბიჭებს შეძახილებით - "რა საყვარელია", "ვაიმე, ეტკინებოდა", "აუ, არ იცის თამაში" და ასე შემდეგ. გულშემატკივართა ეს ფენა რომ არ დავკარგოთ და პირიქით, უფრო მეტი მოვიზიდოთ, ფეხბურთელებმა გარეგნობასაც უნდა მიხედონ. აკრძალული უნდა იყოს თამაშზე წვერგაუპარსავი გამოსვლა, მოთამაშეებს უნდა ეცვათ უცხოეთიდან გამოწერილი ცნობილი ბრენდების ინდივიდუალური (აუცილებლად) ფორმები და თითზეც სხვადასხვა მარკის ავტომობილების (სასურველია BMW) გასაღებებს უნდა ატრიალებდნენ. ასევე, აუცილებლად მიმაჩნია ყველა გუნდში თითო სტილისტის აყვანა, რომელიც იზრუნებს თამაშის დროს ფეხბურთელების გარეგნობა-ჩაცმულობაზე. ძალიან ვთხოვ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების კომისიას ჩემი მოხოვნების გათვალისწინებას. აბა, ბექჰემი სულელი კი არაა, ფეხები რომ გაიპარსა?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა

თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება

მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა