ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამოხმაურება
ისრაელში ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების კოლაფსმა (სტიუარტ პირსის გუნდმა ჯგუფში სამივე თამაში დათმო იტალიასთან, ნორვეგიასა და ისრაელთან) "ქუინზ პარკის" 65 წლის თავკაცი ჰარი რედნაპი ცუდ ხასიათზე დააყენა.

ინგლისური ფეხბურთის მმართველი ორგანოსგან ის სასწრაფო რეფორმებს მოითხოვს. აი, რას წერს ავტორიტეტული სპეციალისტი საკუთარ ბლოგზე, რომელიც "სანმა" გამოაქვეყნა:

"მე ინგლისის ყოველი ასაკობრივი ნაკრების დიდი გულშემატკივარი ვარ, რა დონის ტურნირზეც არ უნდა თამაშობდეს ის. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შედეგებით იმედგაცრუებული ვარ. გული მტკივა, რომ სხვების ფონზე ასე დამცირებულად ვგრძნობთ თავს. ჩვენ არ ვიცით, როგორ უნდა ვითამაშოთ ფეხბურთი. უბრალოდ, ვიღებთ ბურთს და მივდევთ, თანაც საით, წარმოდგენა არ გვაქვს.

ინგლისის ნაკრებებმა აქცენტი უნდა გააკეთონ "სუონსის" ან "უიგანის" სტილზე, ანუ ბურთის ფლობასა და თამაშის კონტროლზე. ასე რომ, ნაკრებებში მსგავსი ხელწერის მწვრთნელები გვჭირდება. ჩემი აზრით, კარგი კანდიდატურები იქნებიან გლენ ჰოდლი და სტივ მაკლარენი.

"ახალგაზრდობა" ბავშვებს სულაც არ ნიშნავს. ზოგიერთი მათგანი უკვე ვარსკვლავის სტატუსს ფლობს. კარგად დაფიქრდით, რამდენი ფეხბურთელი შეძლებს საბოლოოდ პრემიერლიგაში მოხვედრას ისრაელის ან ნორვეგიის ნაკრებებიდან? ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ინგლისს არ აქვს თამაშის წინასწარ განსაზღვრული სქემა. გაიხსენეთ თუნდაც ინგლისის "ოქროს თაობის" შემადგენლობა: ჯერარდი, ლამპარდი, ტერი, რუნი... სახელებით, შესაძლოა, ის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გუნდი ყოფილიყო, მაგრამ გვერდიგვერდ თამაში მათ არასდროს ეხერხებოდათ. ჩვენ, უბრალოდ, ვაწვდით ბურთს წინ და ვიმედოვნებთ, რომ გატანას შევძლებთ.

ინგლისის ასაკობრივ ნაკრებებს შორის ამ წუთას არანაირი კავშირი არ არსებობს. "ბარსელონაში" კი იოლად შეიძლება აიყვანო ფეხბურთელი ახალგაზრდული გუნდიდან და ძირითადში თავის ფუნქციას ის იოლად აუღებს ალღოს, რადგან თამაშის პრინციპი მსგავსია და ის მას ბავშვობიდან სწავლობს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფინალური კვარტეტი: იტალია, ნორვეგია, ესპანეთი, ჰოლანდია

Georgi
ასე მგონია ჩვენზე ლაპარაკობს..
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
რედნაპი: თუ გნებავთ, გიჟი მიწოდეთ, მაგრამ მინდა "ლივერპული" ჯერარდმა ჩაიბაროს
რედნაპი ავარიის შემდეგ მკვდარი ეგონათ, ექიმმა ზეწარიც გადააფარა; ის გადარჩა, ყნოსვა დაკარგა და სახის ტიკი დარჩა
"ნაპოლი" ფავორიტთა შორისაა - რედნაპის აზრით, "პარტენოპეის" ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია
ოთარ გაბელია: "ძველები" ნაადრევად ჩამოგვწერეს, ასე არ შეიძლება!
ჰარი რედნაპი: ტუალეტის ქაღალდი დიდად არ მჭირდება, მე ღარიბ ოჯახში გავიზარდე
73 წლის რედნაპმა შეიძლება ნიგერიის ნაკრები ჩაიბაროს
როი კინის ავტობიოგრაფია. II თავი [გაგრძელება]
ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელის ვაჟი 21 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაიცვალა
ეს საინტერესოა: ასეთია ფეხბურთელის ბედი...
ჰარი რედნაპი: ბეილი ბუცების თასმებსაც ვერ იკრავს
ფინალური კვარტეტი: იტალია, ნორვეგია, ესპანეთი, ჰოლანდია